გამოგონებაგასართობიუცნაური

Hennessey Venom GT მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მანქანა გახდა, შედეგი: 434 კმ/სთ

1780948 521798831273270 638093646 o

გუშინ საღამოს Hennessey Venom GT მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მანქანა გახდა, რომელმაც 434 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. მან სულ რაღაც 1.1 კმ/სთ-ით გაუსწრო მსოფლიოში მანამდე ყველაზე სწრაფ სპორტულ მანქანას Bugatti Veyron Super Sport, რომელსაც თავის მხრივ 432,9 კმ/სთ ჰქონდა აკრეფილი.
ამერიკულმა ავტო-გიგანტ Hennessey-ის მესვეურებმა მედიას განუცხადეს, რომ მათი მანქანა ყოველთვის ასეთი სწრაფი გახდათ, თუმცა ამის დამტკიცება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შესძლეს.

Venom GT 23052012 10

Venom GT front 1 1
რამდენიმე დღის წინ ტექსასურმა ავტო-საწარმო კომპანიამ თანხმობა მიიღო “ნასასგან” ასაფრენი ბილიკის რამდენიმე წუთით დათმობის თაობაზე. სწორედ ამ ასაფრენ ბილიკზე დაფიქსირდა ისტორიული სიჩქარე ავტო-ინდუსტრიის სამყაროში.
თუმცა შეგახსნებთ, რომ ეს მანქანა გინესის წიგნში რომ შევიდეს და გაუსწროს Veyron Super Sport-ს საჭიროა მეორეჯერ დააფიქსიროს ამგვარი სიჩქარე, რის შედეგადაც ეს მანქანა ოფიციალურად გახდება მსოფლიოს ყველაზე სწრაფი.

მსოფლიოს ჯერ კიდევ არაოფიციალურად(თუმცა ეს უკვე დროის ამბავია) 100 კმ/სთ რეკორდულ დროში – 2.7 წამში აკრიფა.

1941581 521798801273273 399748838 o
ეს მანქანა ავტო მწარმოებლებმა სულ 11 შექმნეს და ამ თერთმეტიდან ერთ-ერთის მფლობელი იღბლიანი გახლავთ სტივ ტაილერი, აეროსმითის სოლისტი.

იხილეთ ვიდეო:
http://youtu.be/c0PZbESH3Ik

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close