გასართობისაკითხავისასარგებლო

ცოტა რამ რეპტილიებზე (ნაწ.3): კუები


წყლისა და ხმელეთის კუები უძველესი რეპტილიები არიან.ორივეს ჩონჩხთან შეზრდილი ძვლოვანი ბაკანი აქვს.დღეისთვის ცნობილია 310 სახეობა, რომლებიც მსოფლიოს უმეტეს ნაწილში არიან გავრცელებულნი.წყლის კუები უმთავრესად მტკნარ წყალსატევებში ან მათ მახლობლად ბინადრობენ , თუმცა არსებობენ ზღვის ფორმებიც. ხმელეთის კუები ხმელეთზე ცხოვრობენ.

ბაკანის ტიპები:

ზღვის კუ:

ზღვის კუს მსუბუქი ბაკანი აქვს , მაგრამ არც ისეთი დიდი რომ შიგ კიდურები დამალოს

ტერაპანი:

მტაცებლებისგან თავის დასაცავად ტერაპნები თავსა და კიდურებს გუმბათისებურ ბაკანში მალავს.

მტკნარი წყლის კუ:

ამ კუს თხელი გლუვი ბაკანი აქვს, ამიტომ ცურვა უადვილდება.

სხივოსანი კუ:

გუმბათის ფორმის მძიმე ბაკანი კუს მტაცებლებისგან იცავს, თუმცა მის გამო ძალზე ნელა დადის.

კუს ქცევა:

ხმელეთის კუს სახეობის უმეტესობა მშრალ გარემოში ან უდაბნოში ბინადრობს.მტაცებლებისგან მათ საიმედოდ იცავს მძიმე ბაკანი, მაგრამ ამის გამო ნელა მოძრაობენ საათში დაახლოებით 90 მეტრს გადიან .მტკნარი წყლის კუები მსხვერპლს წყალქვეშ იჭერენ, წყალსატევების პირას ბინადარნი – ხმელეთშიც და წყალშიც ნადირობენ.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close