გასართობისურათებიუცნაური

რისგან კვდებიან ადამიანები ყველაზე ხშირად

თქვენს წინაშეა ტოპ 25 მიზეზი, რისგანაც ყველაზე ხშირად კვდებიან ადამიანები:

25. ფეიერვერკი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველთვიურად დაახლოებით 10 000 ადამიანი აკითხავს საავადმყოფოებს ფეიერვერკის დროს მიღებული ტრავმის გამო. ფეიერვერკისგან მიღებული ტრავმით გარდაცვალების შანსი არის ერთი 615 448-დან.

24. ცუნამი

რასაკვირველია, ცუნამისგან დაღუპვის შანსი დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე, თუმცა საერთო სტატისტიკის მიხედვით ეს რიცხვი 500 000-დან 1-ს შეადგენს.

23. ასტეროიდი

ადრე ითვლებოდა, რომ ასტეროიდთან შეჯახების შანსი 1/20 000 იყო, ამჟამად კი, ეს რიცხვი 1/500 000-ს შეადგენს.

22. ძაღლი

იმის შანსი, რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარმა – ძაღლმა დაგგლიჯოთ 147 717-დან 1-ია.

21. მიწისძვრა

და ისევ, სეისმურად აქტიურ ზონაში ცხოვრება ზრდის რისკს, თუმცა, საერთო ჯამში, მიწისძვრის დროს სიკვიდილის შანსი 131 890-დან 1-ს შეადგენს.

20. შხამიანი ნაკბენი

იმის შანსი, რომ კოღოს ნაკბენით მოკვდებით, ორჯერ აჭარბებს ძაღლის ნაკბენისგან სიკვდილს და 1/100 000-ია.

19. მეხი

ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 250 000 ადამიანი დგება მეხის დაცემის საშიშროების ქვეშ. მსგავსი მოვლენისგან სიკვდილის შანსი 83 930-დან 1-ია.

18. ტორნადო

აშშ-სა და ინდოეთში ცხოვრება ზრდის ტორნადოთი სიკვდილის შანსს, საერთო ჯამში კი ამის შანსი 60 000-იდან ერთია.

17. სიკვდილით დასჯა

რა თქმა უნდა, თუ არ ჩაიდენთ სახელმწიფო დანაშაულს, ამით თქვენი სიკვდილით დასჯის შანსი მნიშვნელოვნად მცირდება. იმ შემთხვევაში კი, თუ არ ცხოვრობთ ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, იემენში, ირანში ან აშშ-ში, მაშინ სიკვდილით დასჯა საერთოდ არ გემუქრებათ. მიუხედავად ამისა, შანსი მაინც 1/58 618-ია.

16. წყალდიდობა

წყალდიდობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი კატასტროფაა, რომელიც ყოველდღიურად ძალიან ბევრ სიცოცხლეს იწირავს. წყალდიდობის დროს დაღუპვის შანსი 30 000-დან 1-ია.

15. ავიაკატასტროფა

თვითმფრინავით მგზავრობა ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ავტომობილით, სიკვდილის შანსი 20 000-დან 1-ს შეადგენს.

14. დახრჩობა

საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით, დახრჩობით სიკვდილის ოდენობა მესამეა უბედური შემთხვევებით გამწვეულ სიკვდილებს შორის. ამით ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი იღუპება. შანსი 8 942-დან ერთია.

13. მაღალი ძაბვა

ყველაზე ხშირად ეს უბედური შემთხვევები სამსახურში ტექნიკის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული და ამის შანსი 5 000-დან ერთს შეადგენს.

12. ველოსიპედი

როგორც წესი, როდესაც ვინმე ველოსიპედის ტარებისას კვდება, ამის მიზეზი ავტომობილის მძღოლია. შანსი ერთი 4 717-თანაა.

11. ბუნების ძალები

ეს პუნქტი შეიცავს მეხის დაცემას, ტორნადოს, წყალდიდობას, მიწისძვრას და სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს. საინტერესოა, რომ დედა-ბუნების მრისხანების გამო სიკვდილის შანსი 3 357-დან ერთია.

10. ცეცხლი ან კვამლი

ხანძრის დროს ადამიანების დაახ. 50-80 პროცენტი, იღუპება არა დამწვრობების, არამედ კვამლით გაგუდვის გამო. შანსი: 1 116-დან ერთი.

9. ცეცხლსასროლი იარაღით სიკვდილი

აშშ-ში, გვატემალაში, ბრაზილიაში ან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრება ზრდის ცეცხლსასროლი იარაღით სიკვდილის შანსს, თუმცა საერთო ჯამში ეს რიცხვი ასე გამოიყურება: 325-დან 1.

8. დაცემა

თუ ახალგაზრდა ხართ, თქვენთვის ეს მიზეზი შეიძლება სასაცილოც იყოს, მოხუცებისთვის კი ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება. დაცემის ან ჩამოვარდნის დროს სიკვდილის შანსი 246-იდან 1-ს შეადგენს.

7. საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება

ყოველ 40 წამში ერთხელ ვიღაც თვითმკვლელობას ცდილობს და ყოველდღიურად საქმის ბოლომდე მიყვანას 1 მილიონი ადამიანი ახერხებს. შანსი 121-დან 1-ია.

6. ავტოკატასტროფა

ეს ყველაზე დიდი საშიშროებაა, რის ქვეშაც ყოველი ჩვენგანი რეგულარულად დგება და ყოველდღიურად, ავტოკატასტროფაში იღუპება 50 000 ამერიკელი. შანსი 100-დან ერთია.

5. შემთვევითი ტრავმა

ყოველდღიურად ამის გამო სამედიცინო დახმარების პუნქტს 30 მილიონი ადამიანი აკითხავს, 100 000-მდე ადამიანი კი კვდება. შანსი – 36-დან ერთი.

4. ინსულტი

ინსულტით სიკვდილის შანსი 23-დან ერთია.

3. სიმსივნე

როდესაც ადამიანი საკმაოდ დიდხანს ცოცხლობს, სიმსივნე ისეთივე გარდაუვალი ხდება, როგორც სიკვდილი და გადასახადები:) და შანსი 7-დან ერთია.

2. გულის დაავადებები

ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ სწორედ გულის დაავადებებია მსოფლიოში სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი. ამის შანსი 5-დან 1-ია.

1. ჰეიფლიკის ზღვარი

თუ ვივარაუდებთ, რომ ადამიანი არ იავადმყოფებს და არც უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდება, აღმოჩნდება, რომ ეს სულაც არ არის მარადიული ცხოვრების გარანტი. ეს იმიტომ, რომ ჩვენს უჯრედებს გაყოფა შეზღუდული რაოდენობით შეუძლიათ, რის შემდეგაც აუცილებლად შეწყვეტენ გაყოფას. ეს რაოდენობა ცნობილია, როგორც ჰეიფლიკის ზღვარი (Hayflick limit). აღსანიშნავია, რომ თანამედროვე კვლევებმა გენეტიკაში აჩვენა, რომ შესაძლებელია ამ პროცესის ხელოვნურად გახანგრძლივება, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ადამიანის სიცოცხლის ზღვარი 125 წელს შეადგენს.

loading...
თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Close
Close