საკითხავისურათებიუცნაური

ომოს ხეობის ბავშვები

გთავაზობთ ცნობილი ფოტოგრაფის – სტივ მაკქიურის, ფოტოპროექტს ეთიოპიაში მცხოვრები ტომის ბავშვების შესახებ:


ჰამერის ტომი

მდინარე ომოს ხეობა ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ამ ტერიტორიას “აფრიკის მიჯნასაც” (the last frontier) უწოდებენ.


კარას ტომი

ომოს ხეობაში ცხრა ტომი ცხოვრობს, რომელშიც დაახლოებით 225 000 ადამიანია გაერთიანებული. მოსახლეობის უმეტესობა აქ სუფთა სასმელი წყლისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე არსებობს.


სურმას ტომი

“ჩემთვის პრივილეგია იყო ჩემს მეგობართან, ჯონ როუისთან, ერთად ეთიოპიაში, ომოს ხეობაში დაბრუნება, რათა გადამეღო ყოველივე ის, რასაც იგი ლალე ლაბუკოსთან ერთად მინგის რიტუალის აღსაკვეთად აკეთებს. ისინი ცდილობენ, მინგის რიტუალს გადარჩენილ ბავშვებს ტომის სხვა წევრებთან ინტეგრაციასა და კომუნიკაციაში დაეხმარონ” – წერს სტივ მაკქიური თავის ბლოგში.


ლალე, National Geographic-ის მკვლევარი, რომელმაც შეიტყო მინგისთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ და საკუთარი ცხოვრების მიზნად დაისახა ამ რიტუალის ამოღება ტომის ცხოვრებიდან.
ლალე ლაბუკოს ვრცელი ისტორია

მინგი – გავრცელებული რწმენაა ომოს ხეობის ტომებს შორის, რომლის მიხედვითაც ფიზიკური ანომალიების მქონე ბავშვები დაწყევლილებად, ან ავი სულებით შეპყრობილებად ითვლებიან და ეს რწმენა მათ რიტუალურ სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. მსგავსი დაავადების მქონე ბავშვებს ხშირად მარტო ტოვებენ უდაბნოში, ყოველგვარი სასმელი წყლისა და საჭმლის გარეშე, ან მდინარეში ახრჩობენ.


ჯონ როუი

“მე ჯონს ბირმაში შევხვდი. ის ფოტოგრაფია და ასევე წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც ციფრული მედიისა და გასართობ ინდუსტრიაში რამდენიმე კომპანია დააარსა. მან თავისი ცხოვრების დიდი დრო, ენერგია და ფინანსები ომოს ბავშვების გადარჩენას მოახმარა.


კარას ტომი


კარას ტომი

იმედია, რომ მის მიერ გადარჩენილი ბავშვები, ოდესმე თავისი ტომების ლიდერები გახდებიან და საბოლოოდ აღმოფხვრიან მინგის ტრადიციას.” – წერს მაკქიური.


ჰამერის ტომი

ომოს ბავშვების ვრცელი ისტორია

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ, სტივ მაკქიურის მიერ გადაღებული ომოს ხეობის ტომების ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა:

კარას ტომი:

სურმას ტომი:

თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური
Close
Close