საკითხავისასარგებლო

ანესთეზიის ისტორია

0009b2a79c41

მიუხედავად იმისა, რომ უდიდესმა ანატომიურმა აღმოჩენებმა ბევრს შეუნარჩუნა სიცოცხლე, ტკივილის შემცირება მათ არ შეეძლოთ. უანესთეზიოდ ჩატარებული ოპერაციები ცხადი კოშმარი გახლდათ. პაციენტები ხელით ეჭირათ ან საწოლზე აბამდნენ, ზოგჯერ “ანესთეზიისთვის”, პაციენტის გასათიშად, სპეციალურ ხის ჩაქუჩებს იყენებდნენ. ქირურგები სწრაფად მუშაობდნენ, რომ მალე დაემთავრებინათ პაციენტის წამება.

1811 წელს ერთი ქალბატონი წერდა: “როცა სასტიკი ფოლადი შემერჭო სხეულში და დაიწყო კუნთების, არტერიების, ვენებისა და ნერვების ჭრა, უკვე ვეღარავინ დამაკავებდა და სანამ ყველაფერი არ დამთავრდა, საშინლად ვკიოდი. ასეთი აუტანელი იყო წამება”. მედიცინის ისტორიის მკვლევართა აზრით, ქირურგია მკურნალობის უკიდურესი გზა იყო და მაშინაც კი ბევრი ქირურგის მაგიდაზე დაწოლას სიკვდილს ამჯობინებდა. ოპერაციის დროს ტკივილის შესამცირებლად საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა საშუალება იხმარებოდა. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ოპიუმი ან მანდრაგორას ექსტრაქტი, ნარკოტიკი გახლდათ.
e785468d7186

მე-19 საუკუნის ორმოციან წლებში რამდენიმე მეცნიერი მუშაობდა უფრო ეფექტური ანესთეტიკის შესაქმნელად. ორი ბოსტონელი დანტისტი, რომლებიც კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, უილიამ მორტონი და ჰორას ველსი, და დოქტორი კროფარდ ლონგი ჯორჯიის შტატიდან, აქტიურად ატარებდნენ ექსპერიმენტებს ორ ნივთიერებაზე – აზოტის ქვეჟანგზე, იმავე მალხენ აირზე, და სპირტშერეულ გოგირდმჟავას ხსნარზე, რომლებიც ტკივილის შემამსუბუქებლად მიიჩნეოდა. კითხვა, რომელმაც აღმოაჩინა ანესთეზია, დღემდე უპასუხოდ რჩება. სამივეს პირველაღმომჩენის პრეტენზია ჰქონდა.
471cd77e4848

ანესთეზიის ერთ-ერთი პირველი სახალხო დემონსტრაცია 1846 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა. უილიამ მორტონი თვეების განმავლობაში ატარებდა ექსპერიმენტებს ეთერზე იმის გასარკვევად, რა დოზა მისცემდა საშუალებას პაციენტს, ოპერაცია ტკივილის გარეშე გადაეტანა. ბოსტონელი ქირურგებისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარ “სასამართლოზე” მან წარადგინა საკუთარი ხელსაწყო, რომლითაც კისერზე სიმსივნის მქონე პაციენტს ეთერის ნარკოზი მისცეს.
344818781891
f03c4f11a788
მორტონმა რამდენიმე წუთი მოიცადა, შემდეგ ქირურგმა პირველი განაკვეთი გააკეთა და… სასწაული მოხდა – პაციენტმა არ დაიყვირა. ოპერაციის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას პაციენტმა განუცხადა, რომ მთელი ოპერაციის განმავლობაში არაფერი უგრძნია.
969a90ca815f

ცნობა, რომ ოპერაციის უმტკივნეულოდ გაკეთებაა შესაძლებელი, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს მოედო. მიუხედავად ამისა, ბევრი ქირურგი ანესთეზიაზე უარს ამბობდა. ზოგიერთი სწავლების თანახმად ხომ, ტკივილი კი არ უნდა შეიმსუბუქო, არამედ მოითმინო, განსაკუთრებით – სამშობიარო ტკივილები. მაგრამ აქ გადამწყვეტი სიტყვა თქვა დედოფალმა ვიქტორიამ. 1853 წელს, პრინც ლეოპოლდზე მშობიარობისას, მან ქლოროფორმის მიღება მოისურვა. აღმოჩნდა, რომ მას სამშობიარო ტკივილების შემსუბუქება შესძლებია. ამ შემთხვევის შემდეგ დედოფლის მაგალითს სხვა ქალებმაც მიბაძეს.
b5ec80bd9652

თეგები
Back to top button
Close
Close