არქივი

სისხლის ჯგუფების აღმოჩენა

d0a48c0b31c0

სისხლის ჯგუფები 1900 წელს ვენაში აღმოაჩინეს. იმ დროს მთელი ევროპა მოცული იყო სისხლის გადასხმის მომხრე ენთუზიასტებით. თავდაპირველად ხმა დაირხა, რომ სისხლის გადასხმას სასწაულებრივი სამკურნალო ეფექტი ჰქოდნა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ გაჩნდა პირველი ცნობები ამ მანიპულაციის შედეგად დაღუპულთა შესახებ. ვერავინ ხვდებოდა, რატომ იყო ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის გადასხმა მკურნალობის საუკეთესო საშუალება, ზოგჯერ კი სასიკვდილო განაჩენს უდრიდა.

 

ავსტრიელი ექიმი კარლ ლანდშტაინერი გულდასმით მუშაობდა ამ პრობლემაზე. მან სხვადასხვა დონორის სისხლი ერთმანეთში აურია და შედეგები შეისწავლა. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის შერევა წარმატებით დამთავრდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი შერეული სისხლი დაგორგლდა, შედედდა და უფრო წებოვანი გახდა. ახლოდან დათვალიერებისას ლანდშტაინერმა შეამჩნია, რომ სისხლი დედდება მაშინ, როცა რეციპიენტის სისხლში არსებული განსაკუთრებული ცილები, ეგრეთ წოდებული ანტისხეულები, რეაქციაში შედის დონორის ერითროციტებში არსებულ სხვა ცილებთან, ანტიგენებთან. ლანდშტაინერისთვის ეს გამონათება იყო.
3356e3b6e454

 

ის მიხვდა, რომ ყველა ადამიანის სისხლი ერთნაირი არ არის.  შემდეგ გაირკვა, რომ ადამიანის სისხლი შეიძლება ოთხ ჯგუფად დაიყოს: ა, ბ, აბ და 0, – და რომ სისხლის გადასხმა წარმატებით მთავრდება მაშინ, როცა ადამიანს მისივე ჯგუფის სისხლს გადაუსხამენ. ლანდშტაინერის აღმოჩენა მაშინვე აისახა სამედიცინო პრაქტიკაზე.
632880ef39a5

რამდენიმე წლის შემდეგ სისხლის გადასხმას უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მიმართავდნენ, რამაც უამრავი ხალხი გადაარჩინა სიკვდილს. სისხლის ჯგუფების ზუსტი განსაზღვრის დამსახურებაა ისიც, რომ მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში შესაძლებელი გახდა ორგანოების გადანერგვა.
d0b490e7c765

სადღეისოდ გამოთვლილია, რომ მხოლოდ აშშ-ში ყოველ სამ წამში სისხლის გადასხმის ერთი პროცედურა ტარდება. უამისოდ ყოველწლიურად 4,5 მილიონზე მეტი ამერიკელი დაიღუპებოდა.
01c11667cf0a
05d31f4ee78a

Back to top button