საკითხავისურათებიუცნაური

საცხოვრებლად ყველაზე ცუდი ადგილები ჩვენს სამყაროში

ზაფხულობით, როდესაც ტემპერატურა მაღლა იწევს, ხშირად ვწუწუნებთ აუტანელი სიცხის გამო, ზამთარში გვაწუხებს ძლიერი ყინვები, გაზაფხულობით წვიმები და ა.შ. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ბევრი შეიცვლის აზრს ამინდის სეზონური ცვალებადობის მიმართ და დარწმუნდება, რომ ცხოვრება დედამიწაზე მშვენიერია.

1. ვენერა არა მხოლოდ ახლოს მდებარეობს დედამიწასთან, არამედ ჰგავს კიდეც მას ზომებით. ამის გამო, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ პლანეტა შეიძლება გამხდარიყო მეორე დედამიწა ადამიანებისთვის. თუმცა, არა მგონია, ვინმემ საკუთარი ნებით გადაწყვიტოს იქ ცხოვრება, რადგან აქ მდებარეობს უამრავი ვულკანი და ზედაპირის ტემპერატურა იშვიათად ჩამოდის 450 გრადუს ცელსიუსზე დაბლა.

2. COROT-7b დედამიწიდან 489 სინათლის წლით არის დაშორებული. ზედაპირის ტემპერატურა აქ თითქმის 2500 გრადუს ცელსიუსს შეადგენს და მთლიანად დაფარულია ვულკანებით. წელიწადი აქ საოცრად მალე გადის – იგი მხოლოდ 20 დედამიწის საათი გრძელდება.

3. TrES-2b-მ თავისი ძალიან მუქი ზედაპირის გამო მიიღო მეტსახელი – პლანეტა “დემონი”. ჯერ არ არსებობს ჰიპოთეზაც კი, რომელიც ახსნიდა მის ასეთ ფერს. მიუხედავად ასეთი სიშავისა, პლანეტა ძალიან ცხელია და იქ ჰაერი 1000 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება.

4. WASP-12b – პლანეტას კვერცხის ფორმა აქვს, იგი დედამიწისგან 1100 სინათლის წლითაა დაშორებული და მთლიანად ნახშირბადისგან შედგება.

5.Kepler-16b — საოცრად ცივი პლანეტა, რომელიც ზომებით სატურნს ჩამოჰგავს. მისი ზედაპირის მუდმივი ტემპერატურაა -200 გრადუს ცელსიუსი.

6. Kepler-1.0b დედამიწაზე 1,4ჯერ დიდი და რამდენჯერმე უფრო მკვრივია. მისი ზედაპირი დაფარულია გახურებული ლავით, რომელსაც ჩვენთვის ნაცნობი ბევრი მეტალის ადვილად გალღვობა შეუძლია. წელიწადი აქ დედამიწის 20 საათი გრძელდება.

7. Kepler-7b – საოცრად კაშკაშა პლანეტაა, რომელიც წყალბადისა და ჰელიუმისგან შეგება. მისი ზედაპირის ტემპერატურა 1500 გრადუსს აღწევს.

8. CFBDSIR2149-ის ზედაპირი 450 გრადუსამდე ცხელდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის ეკუთვნის ყავისფერი ჯუჯების რიცხვს და ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ გახდა ვარსკვლავი.

9. როდესაც HD 189773b-ს შორიდან უყურებთ, შეიძლება იფიქროთ, რომ იგი გარშემორტყმულია თეთრი ღრუბლების ფენით და რომ მის ზედაპირზე არის წყალი. თუმცა ეს სხვა არაფერია, თუ არა ილუზია. სინამდვილეში პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა 1000 გრადიუსია. გარდა ამისა, იქ წვიმა მინის კრისტალების სახით მოდის.

10. Kepler-13b – გაზისგან შემდგარი გიგანტია, რომლის ზედაპირის ტემპერატურაც 2800 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ეს ყველაზე ცხელი პლანეტაა, რომელიც კი ჩვენთვის ცნობილია.

თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Close
Close