საკითხავისასარგებლოუცნაური

კოლუმბამდელი ამერიკა

ამერიკის კონტინეტზე პირველი ადამიანები დაახლოებით30 ათასი წლის წინ მოხვდნენ.ეს ხალხი ამერიკაში აზიის რეგიონებიდან ბერინგის სრუტის გავლით მივიდა.იმდროინდელ გამყინვარების შემდეგ ამერიკის და აზიის კონტინენტებს შორის ოკენაის დონე დაწეული იყო და დღევანდელ ბერინგის სწუტეზე ე.წ. “ხმელეთის ხიდი” არსებობდა.ალიასკის გავლით ამერიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შესული ხალხი დროთა განმავლობაში მთელ კონტინენტზე განსახლდა.ჩრდილოეთ ამერიკაში არესებული ცივი კლიმატი სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უშლიდა და ამიტომ იქაურები ნადირობითა და მეთევზეობით ირჩედნენ თავს.მოგვინებით დაახლოებით 10 ათასი წლის წინ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში დასახლებულმა ხალხმა სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, მათ სიმინდი , ლობიო , გოგრა მოჰყავდათ და ამით ირჩენდნენ თავს.ნელ-ნელა გაჩნდა პატარა სოფლები,ადამიანები მისდევდნენ მიწათმოქმედეობას,ამზადებდნენ თიხის ჭურჭელს და ქსოვდნენ ტანსაცმელს.სწორედ ამ ხალხმა დაახლოებით ძვ.წ. 1200 წელს შექმნა პირველი ამერიკული ცივილიზაცია.ესენი იყვნენ ოლმეკები,რომლებაც თანამედროვე მექსიკის დასავლეთ ნაწილში დედაქალაქი დაარსეს.ოლეკები დიდ პირამიდულ ტაძრებს აშენებდნენ.მათ ჰქონდათ დამწერლობა და ძვირფასი ქვებისგან სამკაულებს ამზადებდნენ.მათი ცივილიზაცია ძვ.წ. 300 წელს გაქრა.

ოლმეკების განადგურების შემდეგ მის ადგილას წარმოიშვა ქალაქ-სახელმწიფო ტეოტიჰუაკანი.500 კვადრატულ კილომეტრზე გაშენებულ ქალაქში 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა , ისინი ძირითადად ვაჭრობას მისდევდნენ. ახ.წ. მე-7 საუკუნეში ტეოტიჰუაკანი გაურკვეველ ვითარებაში განადგურდა და არსებობა შეწყვიტა.

ამერიკაში მცხოვრებ ყველა ხალხს (გარდა ესკიმოსებისა) ინდიელებად მოიხსენიებენ , თუმცა ეს სიტყვა სხვადასხვა ტომს აერთიანებს.

მაიას ტომი

კოლუმბამდელი ამერიკის ცივილიზაციებში ერთ-ერთი გამორჩეულია მაიას ხალხის კულტურა.ისინი ცენტრალურ ამერიკაში სახლობდნენ და ახ.წ. მე-3 საუკუნის დასაწყისში შექმნეს ძლიერი ცივიზაცია.მაიას ხალხი კარგად იცნობდა მათემატიკას , ასტრონომიას , ჰქონდა დამწერლობა , მაღალ დონეზე ჰქონდა განვითარებული ხელოვნება და არქიტექურა.ისინი მისდევდნენ მიწათმოქმედებას და ვაჭრობას. მაიას კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი იყო ჩიჩენიცა. არქეოლოგიური გათხრების მეშვეობით ჩიჩენიცაში არაერთი ტაძარი , პირამიდა , მოედანი და ქუჩა გამოვლინდა.მაიას ხალხი უძველესი დროიდან აკვირდებოდა კოსმოსს.შედეგად მათ შექმნეს მეტად რთული კალენდარი.მათ იცოდნენ 365 – დღიანი მძის წლის წლის შესახებ და ჰქონდათ მეტად ზუსტი (23 წამიანი ცდომილებისთ) მთვარის თვეც.

XII-XIII საუკუნეებში დღევანდელი მექსიკისა და პერუს ტერიტორიაზე აცტეკებისა და ინკების ორი ძლიერი იმპერია ჩამოყალიბდა.ისინი ერთდროულად თუმცა დამოუკიდებლად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არსებობდნენ და საბოლოოდ ესპანელების მიერ ამერიკის კონტინენტის დაპყრობის შედეგად განადგურდნენ.

აცტეკები

მე-12 საუკუნეში აცტეკები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დაიძრნენ და საბოლოოდ დღევანდელი ქ.მეხიკოს მახლობლად დასახლდნენ.ისინი თავს სოფლის მეურნეობით , ვაჭრობით და სამხედრო სამსახურით ირჩენდნენ თავს.XV საუკუნეში აცტეკებმა მეზობელი ქალაქების დაპყრობა დაიწყეს და დიდი ტერიტორიები შემოიერთეს.დაპყრობილი ტერიტორიებიდან შემოჰქონდათ სიმინდი , ლობიო , კაკაო , ბამბის ქსოვილი ასევე ვერცხლი და ოქრო.აცტეკების დაპყრობითი ომების მთავარი მიზანი იყო ტყვეების ხელში ჩაგდება. მათი რწმენით ღმერთებს ადამიანი სისხლი სჭირდებოდათ.ამისთვის ღმერთებს ტყვეებს სწირავდნენ მსხვერპლად.ეს რიტუალი ქალაქის მთავარ ტაძარში ხდებოდა.XV საუკუნეში მსხვერპლშეწირვის ტრადიციამ აცტეკები დაღუპვამდე მიიყვანა. დამპყრობელ ესპანელებთან ერთად აცტეკებს ბრძოლა გაუმართეს მათი სისასტიკით უკმაყოფილო მეზობლმა ტომებმა. საბოლოოდ აცტეკების იმპერია XVI საუკუნეში დაიშალა.

ინკები

XIII საუკუნის დასაწყისში დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე , მაღალმთიან ანდებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქების აშენება დაიწყო და მაღალგანვითარებული ცივილიზაცია შექმნა.ინკები 200 წლის განმავლობაში იზოლირებულად ცხოვრობდნენ.XV საუკუნეში მათ დაპყრობითი ომები დაიწყეს და უკვე 1500 წლისთვის დიდი იმპერია შექმნეს.ინკების მმართველები მზის ღმერთის შთამომავლებად ითვლებოდნენ და მათ ღმერთებივით ექცეოდნენ.განსაკუთრებით აღსანიშნავია ინკების მიერშექმნილი რთული გზათა სისტემა.მათ მთიანი ტერიტორიები ტერასებად დაჰყვეს.ამ ტერასებზე მოჰყავდათ საკვები.ინკების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი იყო მაჩუ-პიქჩუ,რომელიც ზღვის დონიდან 2430 მეტრზე მდებარეობდა და ისე საიმედოდ იყო მიმალული რო მხოლოდ 1911 წელს აღმოაჩინეს.ეს ქალაქი ინკების რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა , სადაც მზის ტაძარი და ასტრონომიული ობსერვატორია იდგა.

XVI საუკუნის დასაწყისში ინკების იმპერიაში სამოქალაქო ომები დაიწყო. ამით ისარგებლეს ესპანელებმა და ინკების იმპერია გაანადგურეს.

loading...
თეგები
Close
Close