გასართობისაკითხავისასარგებლო

ზოგადად რობოტები

რობოტების ტიპები

არსებობს უამრავი სახეობის რობოტი.ზოგიერთს ადამიანისთვის სამუშაოს გაიოლება და უსაფრთხოების დაცვა ევალება,ზოგიც გართობას ემსახურება .

ადამიანი ყოველთვის აკონტროლებს რობოტს და თვითონვე წყვეტს რა და როგორ გააკეთებინოს.ზოგიერთ რობოტს კომპიუტერული პროგრამით მართავენ,ზოგსაც დისტანციური მართვის ხელსაწყო ამუშავებს.

რობოტების ნაწილები

მართალია,მრავალი სახეობისა და დანიშნულების რობოტი არსებობს , მაგრამ მათი ცალკეული ნაწილები , მეტწილად , დამოუკიდებლად მოძრაობს და ხშირად ადამიანის მოძრაობას იმეორებს. მაგალითად , რობოტის მკლავებსაც აქვს მოსახრელები,როგორც ადამიანს – იდაყვი და მაჯა.ზოგიერთი რობოტი – ჰუმანიოდი 2 ფეხით მოძრაობს და ხელებით ნივთების აღება შეუძლია.

დისტანციური მართვა

რობოტებს,რომელთაც სხვა პლანეტებზე გზავნიან , აქვთ შიგა კონტროლიორი , თუმცა , შეაძლებელია, ისინი დედამიწიდანაც იმართებოდნენ.მათ კამერები აქვთ ჩამონტაჟებული და გადაღებულ სურათებს უკან,დედამიწაზე გზავნიან.ოპერატორი ამ ფოტოების მიხედვით წყვეტს,საით გაგზავნოს რობოტი და რა დავალება შეასრულებინოს.

რობოტები მრეწველობაში

მრეწველობაში რობოტები 50 წელზე მეტია გამოიყენება.ზოგიერთი რობოტი ადამიანზე სწრაფად და ზუსტად ასრულებს თავის მოვალეობას,ასეთია მაგალითად,სიმძიმეების აწევა და დაწყობა.რობოტს ერთი და იმავე სამუშაოს შესრულება დაუსრულებლად შეუძლია.

რობოტები მედიცინაში

ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა თუ როგორ ემსახურებიან რობოტები ადამიანებს არის მათი გამოყენება მედიცინაში.ზოგჯერ რობოტებს ქირურგიაშიც კი იყენებენ,თუმცა მცირე ფუნქციის შესასრულებლად ექიმები რობოტების დახმარებას შრომატევადი,ძნელი და უხერხული დავალებების შესასრულებლად მიმართავენ,რაც ჩეულებრივი სამედიცინო ხელსაწყოებით ნაკლებეფექტური გამოვიდოდა.თუმცა ქირურგიის გარკვეულ სფეროში – კარდიოქირურიაში რობოტები მთავარ როლს ასრულებენ.

სადაც ადამიანებს წასვლის ეშინიათ

რობოტები იდეალური გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაში,როცა აუცილებელია ადამიანების გაგზავნა ძალიან დაშორებულ ან სახიფათო ადგილებში.გარდა კოსმოსისა,ისინი იგზავნებიან წყალქვეშ,უდაბნოში,ვულკანუ და საომარ ზონებში.ადამიანი ასეთ გარემოში საკვებისა და დასვენების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს.

საოჯახო საქმეები

რობოტების სპეციალისტები დარწმუნებულები არიან რომრობოტები საშინაო საქმეებში დიდ ადგილს დაიკავებენ.ამის მიზეზად კი ის სახელდება რომ მოსახლეობას ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება სურს.ადამიანებს უნდათ რომ ვინმემ ან რამემ შეასრულოს მათ მაგივრად მძიმე სამუშაო.რობოტები კი ამ საქმისთვის იდეალურნი არიან.

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის დარგია,რომელიც ქმნის მანქანების სამართავ პროგრამებს ხელოვნური გონების გამოყენებით.ასეთი მანქანები არ უნდა აგვერის კომპიუტერში რომელიც ინფორმაციას მხოლოდ ადამიანის ბრძანების მიხედვით ამუშავებს.ხელოვნური ინტელექტის მქონე მანქანები თავად აზროვნებენ მაგალითად, დიფ-ბლუ რომელიც დაპოგრამებული კომპიუტერია და მსოფლიოს წამყვან მოჭადრაკეებთან სათამაშოდაა შექმნილი.1997 წელს მსოფლიოს ჩემპიონმა გარი კასპაროვმა ექვლი მატჩი გამართა ,, დიფ-ბლუსთან”.კომპიუტერმა სამჯერ მოიგო,ორჯერ წააგო და ერთი პარტია ყაიმით დამთავრდა.

იხილეთ ვიდეოები:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close