ახალი ამბებისურათებიუცნაური

ავსტრალიის სანაპიროსთან ახალი სახეობის მედუზა აღმოაჩინეს

გასულ თვეს ავსტრალიის სანაპიროებთან გიგანტური მედუზა აღმოაჩინეს.

ავსტრალიელი მეცნიერები დღემდე ცდილობენ, დაადგინონ რომელ სახეობას მიეკუთვნება გიგანტური მედუზა, რომელიც ტასმანიის სანაპიროზე გამოირიყა.

ნაპოვნი არსების დიამეტრი 1,5 მეტრს შეადგენს. როგორც იტყობინებიან, მედუზა შემთხვევით აღმოაჩინა მამაკაცმა, როდესაც ოჯახთან ერთად სანაპიროზე სეირნობდა.

ავსტრალიელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს მედუზა არქტიკული ციანეიას ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა ვერ ხვდებიან, როგორ მოხვდა ეს მედუზა სამხრეთის წყლებში, რადგან, როგორც წესი, გიგანტური მედუზები მხოლოდ ჩრდილოეთის ცივ წყლებში ბინადრობენ.

არქტიკული ციანეია, იგივე თმიანი მედუზა, მსოფლიო ოკეანის ყველაზე დიდ მედუზად ითვლება. გვხვდება 2 მეტრამდე დიამეტრის მქონე ეგზემპლარებიც, რომელთა საცეცების სიგრძე 20 მეტრამდეც კი აღწევს. რაც შეეხება საფრთხეს, იგი არაა შხამიანი და მისი საცეცების შეხებას მაქსიმუმ ალერგიული რეაქციის მიცემა შეუძლია ადამიანისთვის. როგორც მედუზების უმეტესობა, არქტიკული ციანეიაც მტაცებელია, იკვებება ზოოპლანქტონითა და მცირე ზომის თევზებით.

ციანეიას სხვადასხვა სახეობები:

loading...
თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Close
Close