გასართობისაკითხავისურათები

რატომ იზიდავდა სიდნეის ხიდი თვითმკვლელებს

b8cd5bd285ad

მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, იმ დროისთვის უნიკალური “საუკუნის პროექტი” შედგა – 1932 წლის მარტში სიდნეის ხიდი გაიხსნა, რომელიც ამჟამად ყველაზე დიდ, თუმცა არც თუ ისე გრძელ (503 მ) რკინის ნაგებობად რჩება.

სიდნეის ნავსაყუდელში აშენებული ჰარბორ-ბრიჯი, რომელსაც მეტსახელი – “ტანსაცმლის საკიდიც” კი შეარქვეს, ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და, ამავე დროს, ინჟინერულ გენიად აღიარებული ღირსშესანიშნაობაა.

218352f23983

თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად ავსტრალიელები ხიდს ისევე ექცევიან, როგორც პარიზელები ეიფელის კოშკს. “რუხი, მუქ ფერებში შეღებილი, ქალაქს თავს გადმოჰყურებს. ჩვენი ხიდისთვის თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისია, რომ ადამიანს მეორედ შეხედვა აღარ მოუნდეს!” – წერდა ავსტრალიელი მწერალი მარი სეილი…

როდესაც ხიდის მშენებლობა დასრულდა, აღმოჩნდა, რომ მასზე 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა, რაც ნიშნავდა, რომ პირველად გაანგარიშებასთან შედარებით, იგი გაცილებით ძვირი დაჯდა. ამჟამად კი, მძღოლები, რომლებიც სიდნეის სამხრეთით მგზავრობენ, ხიდზე გადასასვლელად 2 დოლარს იხდიან. ამ გზით ქვეყნის ხელისუფლება ხიდის შენახვისთვის საჭირო თანხას “შოულობს”.

aae4ed1b2c2b

ხიდის მშენებლობის პირველი გეგმა ჯერ კიდევ 1815 წელს გაჩნდა, როდესაც ფრენსის გრინუელმა ხიდის მშენებლობის იდეა წამოჭრა. ამის შემდეგ არც თუ ისე ცოტა დრო გავიდა და მხოლოდ 1900 წელს გაჩნდა ხიდის კონკრეტული დიზაინი, თუმცა, როგორც ჩანს, ხიდის მშენებლობის დაწყება არავის ეჩქარებოდა. 1912 წელს ჯონ ბრადფილდი ხიდის მთავარ ინჟინრად დაინიშნა. თუმცა მშენებლობას პირველი მსოფლიო ომი დაემთხვა, რამაც ხიდის აქტუალობა, უკვე მერამდენედ, უკანა პლანზე გადასწია. სერიოზული მუშაობა კი მხოლოდ მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო – თავდაპირველად 800 სახლის მეპატრონეს კომპენსაცია გადაუხადეს და მათი სახლები დაანგრიეს. საბოლოოდ, ხიდი ოფიციალურად 1932 წლის 19 მარტს საზეიმოდ გახსნეს. იგი მთლიანობაში 53,8 ათას ტონას იწონის.

6890beac2a3d

სამწუხაროდ, კონსტრუქცია იმთავითვე გახდა თვითმკვლელების საყვარელი ადგილი. ხიდის არსებობის განმავლობაში წყალში გადახტომის სურვილი 40 ადამიანს გაუჩნდა, რაც დიდ რიცხვად შეიძლება არც კი ჩაითვალოს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათმა უმრავლესობამ თვითმკვლელობა ხიდის გახსნიდან რამდენიმე წელიწადში გადაწყვიტა. ეს ის დრო იყო, როდესაც ქვეყანაში დიდი დეპრესია მძვინვარებდა.

1ba4532a699f

bfe14a0331bb

საინტერესო ფაქტები ჰარბორ-ბრიჯის შესახებ:

> თავდაპირველად, ჰარბორ-ბრიჯი ნაცრისფრად შეღებეს, რადგან იმ დროისთვის არ ჰქონდათ სხვა ფერის საღებავი, რომელიც ამ კონსტრუქციას ეყოფოდა. გახსნის დღიდან იგი სამჯერ გადაღებეს და ჯამში მასზე 272 ათასი ლიტრი საღებავი დაიხარჯა.
> 1988 წლამდე ხიდზე გადასვლა უფასო იყო, თავდაპირველად, ფასი 10-12 ცენტი იყო, ხოლო შემდეგ 2 დოლარამდე გაიზარდა.
> ჰარბორ-ბრიჯზე ყოველდღიურად 160 ათას მანქანამდე გადადის.
> ხიდის მშენებლობაზე 14 000 ადამიანი მუშაობდა, რომელთაგან 16 მშენებლობის პროცესში დაიღუპა.
> ტემპერატურის ცვლილების შესაბამისად, ხიდის ლითონის თაღის სიმაღლე იცვლება 18 სანტიმეტრით.
> ხიდზე ექვსი მოძრაობის ზოლია, მათ შორის, აღმოსავლეთით მდებარე ორი 1950 წლებამდე გამოიყენებოდა ტრამვაის მოძრაობისთვის.

გარდა იმისა, რომ ჰარბორ-ბრიჯი სიდნეის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, აქ ტურისტებისთვის სხვა გასართობიც მოიძებნება:

108801964162

1. ხიდზე ცოცვა

თუ ხართ ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარული, 200 ავსტრალიურ დოლარად, შეგიძლიათ აცოცდეთ … ჰარბორ ბრიჯზე.

2. ქალაქის ხედები ხიდიდან

გარდა იმისა, რომ გექნებათ საშუალება დატკბეთ სიდნეის ხედებით, აქ ხშირად იმართება გამოფენებიც. გამოფენაზე შეგიძლიათ იხილოთ ჰარბორ ბრიჯის ისტორია ფოტოსურათების, ვიდეობისა და მაკეტების საშუალებით – მშენებლობის პროცესი, გახსნის ცერემონია, ადამიანები, რომლებიც მის მშენებლობაში იღებდნენ მონაწილეობას.

თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური
Back to top button
Close
Close