მინიმალიზმი მუსიკაში
მინიმალიზმი მუსიკალურ სამყაროში 1960იან წლებში გამოჩნდა. ეს ტერმინი შეგვიძლია ვუწოდეთ ისეთ მუსიკას, რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: გამეორება (ხშირად, პატარა მუსიკალური მონაკვეთის, მინიმალისტური ვარირებით, რომელიც დიდხანს გრძელდება) ან სიმშვიდის, მყუდროების მონიჭება, ერთგვარი რელაქსაცია (ხშირად გუგუნით, ბასებითა და გაბმული ხმებით). სტილი აქცენტს აკეთებს კონსონანსურ ჰარმონიაზე, მდგრად რიტმზე.
ხშირად ამსგავსებენ ელექტრონულ მუსიკას, გამეორებების გამო, თუმცა მათი კონცეფცია აბსოლუტურად განსხვავებულია.
მინიმალისტური მუსიკის სულის ჩამდგმელად მიჩნეულია ექსცენტრიული ფრანგი კომპოზიტორი ერიკ სატი
რომელმაც 1916 წელს შექმნა ავანგარდული ჟანრი “ავეჯისტური მუსიკა” [Musique d’ameublement], რომელსაც ასრულებენ “არა იმიტომ, რომ მოისმინონ, არამედ იმიტომ, რომ არავითარი ყურადღება მიაქციონ მას”.
მუსიკის მელოდია განუწყვეტლივ მეორდებოდა, ზოგჯერ ასჯერაც, სადაც უმარტივეს ცვლილებასაც კი არ ჰქონდა ადგილი და უკრავდნენ მაღაზიებში, გამოფენებზე, სალონებში სტუმრების მოლოდინში.
ეს ყველაფერი დაედო საფუძვლად მინიმალიზმს.
აღსანიშნავია, რომ ერიკის ამ გამოგონებას მისი თანამედროვენი უარყოფითად შეხვდნენ და არ მიიღეს.
ტერმინი “მინიმალიზმი” შემოიღეს კომპოზიტორ–კრიტიკოსებმა მაიკლ ნაიმანმა და ტომ ჯონსონმა, რომელსაც უარყოფითად შეხვდნენ, თუმცა 70–იან წლებში უკვე ფართოდ იყენებდნენ. პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა რომ ეს ტერმინი უკვე გამოიყენებოდა ვიზუალურ ხელოვნებაში. თუმცა არსობრივად, რომ ერთნაირია ახლა ამაზე აღარავინ დავობს.
მე როგორც მსმენელი სტივ რაიხის მივიჩნევ მინიმალისტური მუსიკის მამად :დ
მინიმალისტურ მუსიკაში მწვერვალად მიჩნეულია კომპოზიტორ ილვეონ ევ ოტვეის ალბომი “Pause “, რომელიც 11 ტრეკისგან შედგება, თუმცა არ შეიცავს რელიზს: ჩანაწერში სიჩუმის გარდა ვერაფერს მოისმენთ.
მინიმალისტური მუსიკის კაშკაშა წარმომადგენლები არიან: ჯონ ადამსი, ლუის ანდრიესენი, ფიპილ გლასი, ჯონ კეიჯი, მაიკლ ნაიმანი, თომას ნიუმანი, არვო პიარტი (მისტიური, წმიდა მინიმალიზმის წარმომადგენელი), ტერი რაილი, სტივენ რაიხი.
მე შემოგთავაზებთ რამოდენიმე ჩემ საყვარელ კომპოზიციას.
ავრო პიარტი/Arvo Pärt
სტივ რაიხი/Steve Reich
ლუის ანდრიესენი/Louis Andriessen
წყარო : popularpopcorn.blogspot.com