გასართობისურათებიუცნაური

ტოპ 23 ყველაზე სწრაფები მსოფლიოში


ვერტმფრენების და კოსმოსური ხომალდებიდან ელემენტარულ ნაწილაკამდე -თქვენს წინაშეა ტოპ 23 ყველაზე სწრაფები მსოფლიოში:

23. ყველაზე სწრაფი მატარებელი.
იაპონურმა მატარებელმა – JR-Maglev, განავითარა მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც აღემატება 581 კმ/საათს მაგნიტური ლევიტაციის გამოყენებით; არსებობს რამოდენიმე განსხვავებული მეთოდი ლევიტაციის მისაღწევად, ესენია : აეროდინამიური, მაგნიტური, აკუსტიკური, ელექტრო-მაგნიტური, ელექტრო-სტატიკური და ოპტიკური ლევიტაციის მეთოდები. ამ შემთხვევაში გამოყენებულია მაგნიტური ლევიტაცია.


22. ყველაზე სწრაფი ატრაქციონი -(Roller Coasters).
„ამერიკული გორაკები“

არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ ასეთ ატრაქციონს გთავაზობენ, რამდენად სწრაფად ადის უმაღლეს წერტილამდე. ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია იმ შეგრძნებასთან შედარებით რასაც დაშვებისას იღებთ. მთავარია ასეთი ატრაქციონის სიმაღლე. რაც მაღალია მით მეტია ადრენალინი, მით მეტია გართობა, მით მეტ ხანს გრძელდება მიღებული სიამოვნება და რა თქმა უნდა მით მეტ ხანსაც გაგყვებათ იგი…
ამ პოსტში წარმოდგენილია „ფორმულა როსა“ (Formula Rossa), რომელიც ახლადაშენებულია დუბაიში და რომელიც საშუალებას იძლევა თავგადასავლების მაძიებლებისათვის განავითარონ სიჩქარე 240 კმ/საათში.


21. ყველაზე სწრაფი ლიფტი
ტაივანის ლიფტებს „ტაიბეის“ კოშკში (Taipei Tower) გადაყავთ ხალხი სართულიდან სართულზე 60 კმ/სთ სიჩქარით.


20. ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი
Bugatti Veyron EB 16.4, რომელიც ავითარებს 430 კმ/სთ-ის სიჩქარეს, ყველაზე სწრაფი ავტომობილია მსოფლიოში, რომელიც დაშვებულია საექსპლოატაციოდ საერთო გამოყენების გზებზე.


19. ყველაზე სწრაფი არასერიული ავტომობილი
1997 წლის 15 ოქტომბერს, ავტომობილმა ”Thrust SSC“ სარაკეტო ტრაქციით
გადალახა ხმის ბირიერი ნევადას (Nevada) უდაბნოში.


18. ყველაზე სწრაფი პილოტირებული თვითმფრინავი
ამერიკის საჰაერო ძალები „X-15“ არა მხოლოდ ავითარებს შთამბეჭდავ სიჩქარეს (7270 კმ/სთ), არამედ იმდენად მაღლა ადის, რომ რამდენიმე მფრინავმა მიიღო NASA-სგან ჯილდოდ „ასტრონავტების ფრთები“.


17. სწრაფი ტორნადო
ტორნადო, რომელიც თავს დაატყდა ქალაქ ოკლაჰომას (Oklahoma), ქარის სიჩქარის თვალსაზრისით იყო ყველაზე სწრაფი (480 კმ/სთ ).


16. ყველაზე სწრაფი მამაკაცი
სპრინტერმა (მოკლე დისტანციაზე მორბენალმა) იამაიკიდან, უსეინ ბოლტმა (Usain Bolt) დაამყარა მსოფლიო რეკორდი 100 მეტრ დისტანციაზე, რომელიც გაირბინა 9,58 წუთში.


15. ყველაზე სწრაფი ქალი
1988 წელს ამერიკელმა – ფლორენს გრიფიტ-ჯოინერმა (Florenc Griffith-Joyner) გაირბინა 100 მ -10,49 წუთში;


14. ყველაზე სწრაფი ხმელეთის ცხოველი
გარდა იმისა, რომ ავაზას (გეპარდი) ხმელეთზე სისწრაფეში ბადალი არ ჰყავს – მისი სიჩქარე ზოგჯერ 120 კმ/სთ-მდე ადის; ამის გამო თითქმის შეუძლებელია, მას ხელიდან რამე დაუსხლტეს – მისი მსხვერპლები მაქსიმუმ ამის ნახევარს ავითარებენ. გრძელი და დაკუნთული ფეხების გარდა, ავაზას შესანიშნავი მხედველობა და სმენაც აქვს.


13. ყველაზე სწრაფი თევზი
„იალქნიანი“ თევზის ზოგიერთი ინდივიდი ავითარებს 112 კმ/საათის სიჩქარეს.


12. ყველაზე სწრაფი ფრინველი
შევარდენი ყველაზე სწრაფი ცხოველია მსოფლიოში ზოგადად და შეუძლია განავითაროს სიჩქარე 325 კმ/საათში.


11. ყველაზე სწრაფი კომპიუტერი
სავარაუდოდ, სანამ წაიკითხავთ სტატიას მანამდე , ალბათ მოხსნიან რეკორდს…
ჩინეთში „Milky Way-2“ არის უსწრაფესი კომპიუტერი მსოფლიოში.


10. ყველაზე სწრაფი წყალქვეშა ნავი
რეკორდების რეგისტრირება მოცემულ შემთხვევაში რთულია, რადგან წყალქვეშა ნავებზე ინფორმაცია ჩვეულებრივ ინახება საიდუმლოდ. თუმცა არსებობს მონაცემები საბჭოთა წყალქვეშა ნავზე „К-162“, რომლის სიჩქარე დაახლოებით შეადგენდა 45 კვანძს. მხედველობაში მიიღეთ, რომ ნავის მონაცემები დადგენილი იყო მხოლოდ და მხოლოდ 1969 წელს…


9. ყველაზე სწრაფი ვერტმფრენი
2010 წლის ივლიში, „Sikorsky X2“ დაამყარა ახალი სიჩქარის რეკორდი -415 კმ/საათში.


8. ყველაზე სწრაფი ნავი
ამჟამად, რეკორდსმენად წარმოდგენილია „ავსტრალიის სული“ (Spirit of Australia), რომელმაც განავითარა 511 კმ/საათში.


7. ყველაზე სწრაფი სპორტი ჩოგანებით
ბადმინტონში ვოლანს შეუძლია მიაღწიოს 320 კმ/სთ სიჩქარეზე მეტი.


6. სწრაფი სახმელეთო ტრანსპორტი
სამხედრო სარაკეტო „Mach 8 სასრიალები“ ანვითარებენ სიჩქარეს 9,800 კმ /სთ-ში.


5. ყველაზე სწრაფი მჭამელი
ჯოი ჩესტნატი (Joey Chestnut) მოცემულ მომენტში, აღიარებულია მსოფლიო ჩემპიონად „ჭამის“ კონკურსის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მას შემდეგ, რაც მან შეჭამა 68 ჰოთდოგი 12 წუთის განმავლობაში.


4. ყველაზე სწრაფი გიტარისტი
ჯონ ტეილორმა (John Taylor) , რომელმაც იდეალურად დაუკრა “Flight of the Bumblebee” 600 ჩამოკვრით წუთში გიტარაზე დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი.


3. ყველაზე სწრაფი რეპერი
ნოუ ქლუმ (No Clue) გინესის რეკორდების წიგნის ჩანაწერებში მიიღო ტიტული „უსწრაფესი რეპერი“, როდესაც მან წარმოთქვა 723 მარცვალი 51,27 წამში.


2. ყველაზე დიდი სიჩქარე
ტექნიკურად ყველაზე სწრაფი სიჩქარე სამყაროში – სინათლის სიჩქარეა.
სინათლის სიჩქარე, რომელიც აღინიშნება, როგორც c, ვაკუუმში არის უნივერსალური ფიზიკური მუდმივი სიდიდე. იგი ზუსტად 299,792,458 მ/წმ-ს უდრის…


1. ყველაზე სწრაფი ელემენტარული ნაწილაკი
მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკამათო განაცხადი, ბირთვული კვლევის მეცნიერებმა ახლახანს ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც მიუ-მეზონი (mu-meson neutrinos) რამდენიმე ნანოწამით უფრო სწრაფია, ვიდრე სინათლე. თუმცა, ამ ეტაპზე, ფოტონი (photon) დღემდე ითვლება სიჩქარის „მეფედ“ …

თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close