საკითხავისურათებიუცნაური

მსოფლიოს უჩვეულო მუზეუმები (ნაწილი II)

ვაგრძელებთ უჩვეულო მუზეუმების სიას:

12. უიმედო სიყვარულის მუზეუმი

რამდენიმე წლის წინ ხორვატიის დედაქალაქში ახალი მუზეუმი გაიხსნა. მისი ძირითადი თემატიკა ეხება შეუმდგარ სასიყვარულო ურთიერთობებს. კოლექციას შეადგენს ის ექსპონატები, რომლებიც ყოფილმა შეყვარებულებმა მუზეუმს შესწირეს.

13. ტყუილის მუზეუმი

ამ მუზეუმის შემქმნელები სიამაყით არწმუნებენ დამთვალიერებლებს, რომ ყველა ექსპონატი, რაც კი წარმოდგენილია აქ, გაყალბებულია. დამთვალიერებლის მოტყუება შენობაში შესვლიდან იწყება – ნაგებობა ერთი შეხედვით რამდენიმესაუკუნოვან ციხე-სიმაგრეს მოგაგონებთ, სინამდვილეში კი სულ რამდენიმე წლის წინ აშენდა.

14. ფალოსების მუზეუმი

ისლანდიის ფალოსების მუზეუმი მსოფლიოში არსებული ერთადერთი მუზეუმია, სადაც წარმოდგენილია ფალოსის ნიმუშებს ფართო კოლექცია.

15. მოწევისადმი მიძღვნილი მუზეუმი

მაშინ, როდესაც მოწევის აკრძალვისა და თავის დანებების წინააღმდეგ მსოფლიოში უამრავი ანტი-კამპანია ტარდება, პარიზში ბასტილიის მოედანთან ახლოს მოწევისადმი მიძღვნილი მუზეუმი გახსნეს. მუზეუმში წარმოდგენილია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჩიბუხების კოლექცია, ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ იშვიათი სახეობის თამბაქო, ასევე ფოტოსურათები, გრავიურები და ნახატები.

16. ცნობილი ადამიანების საცვლების მუზეუმი

ბრიუსელში უამრავი საინტერესო ადგილის მონახულება შეგიძლიათ. ეს მუზეუმი კი ნამდვილად გამორჩეულია, რადგან აქ შეგიძლიათ იხილოთ ისეთი პოპულარული ადამიანების საცვლები, როგორიცაა ლედი დი, მაიკლ ჯექსონი და ნიკოლა სარკოზიც კი.

17. თმის მუზეუმი

დაგღალათ გრძელმა თმებმა? შეიჭერით და შემდეგ მუზეუმში ჩააბარეთ, სადაც თქვენი თმებისგან ნამდვილ შედევრს შექმნიან. ამ მუზეუმში ინახება თმები, რომლებიც 1800-იანი წლებით თარიღდება.

18. ბანანების მუზეუმი

კენ ბენისტერმა ბანანების სიყვარულით 38 წლის წინ ბანანების მუზეუმი გახსნა. აქ შეხვდებით არა მარტო ბანანის სხვადასხვა ჯიშებს, არამედ ყველანაირ ნივთს, რაც კი ბანანებთანაა დაკავშირებული.

თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Close
Close