არქივი

რა 11 გასაოცარი თვისება აქვს ლიმონს?

lemon

გარდა იმისა, რომ ლიმონი კულინარიაში ფართოდ გამოიყენება, მას კიდევ მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. ამ ციტრუსის წვენი არის მჟავა, ბუნებრივი სადეზიმფექციო საშუალება. მისი სურნელი სასიამოვნოა ადამიანებისთვის, მაგრამ არა ცხოველებისა და მწერებისთვის. ის დიასახლისებს ეხმარება საკვების შენახვაში და მას ქიმიურ ინგრედიენტებს აშორებს. მოდით ვნახოთ კიდევ რაში შეგვიძლია ამ ციტრუსის გამოყენება:

სახლი და სისუფთავე

1. გაასუფთვეთ საჭრელი დაფები, ცომის გასაბრტყელებელი, სალათის თასები და სხვა ჭურჭელი ლიმონის წვენით. საჭრელი დაფა და სხვა ხის საშუალებები ბაქტერიებს ადვილად იზიდავს და ხშირად აქვთ უსიამოვნო სუნი. ლიმონი შესანიშნავად ზემოქმედებს სუნსა და ბაქტერიებზე. საჭრელი დაფის გარეცხვის შემდეგ, წაუსვით ნახევარი ლიმონი ხის ზედაპირზე, გააჩერეთ 20-30 წუთით, მოაშორეთ ლიმონის წვენი და შემდეგ გააშრეთ.

2. მოაშორეთ ცხიმი დახლებსა და ჭურჭელს. ცხიმიან ადგილს მოაყარეთ მარილი და შუაზე გაჭრილი ლიმონით კარგად დაამუშავეთ. შემდეგ კი გაწმინდეთ სუფთა ხელსახოცით. ამ პროცედურის ჩატარებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი ჭურჭლის ზედეპირი მჟავაზე ნეგატიურად არ რეაგირებს.

3. გაწმინდეთ პლასტმასის კონტეინერები. ასეთი ჭურჭლის მოხმარება ძალიან კომფორტულია, თუმცა სუნი მას ძნელად შორდება. ამიტომ გაწმინდეთ ის წყლისა და ლიმონის წვენის თანაბარი კონსისტენციის ნარევით.

4. შეინახეთ მაცივარში ლიმნის რამდენიმე ნაჭერი ან კანი მაცივარში. ისინი უკეთესად გაუმკლავდებიან უსიამოვნო სუნს, ვიდრე საცხობი სოდა.

185428418

სილამაზე და მოდა

5. დეოდორანტები სავსეა საშიში და მავნებელი ქიმიკატებით. ამის ნაცვლად შეიშხეფეთ ლიმონის წვენი. ეფექტი ზუსტად იგივეა, თუ უკეთესი არა.

6. წლების მატებასთან ერთად, ხშირად ყვითლდება ფრჩხილები. ამის საწინააღმდეგოდ ჩაყავით თითები ჭიქა წყალსა და 1 ცალი ლიმნის წვენის ნაზავში რამდენიმე წუთით და შემდეგ გაიმშრალეთ.

7. მოაშორეთ ლაქები ტანსაცმელს. შეაზავეთ თანაბარი რაოდენობის წყალი და ლიმონის წვენი, წაუსვით დალაქავებულ ადგილს და გააშრეთ ჰაერზე.

8. გაუკეთეთ დეზიმფექცია თქვენს სამკაულებს წყლისა და ლიმნის წვენის ნარევით. მხოლოდ დარწმუნდით, რომ თქვენი სამკაული მეტალისაა, რადგან სხვა ნივთრიერებებზე მჟავამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

images

Lemon-Nail-Whitening-6

ცხოველები, ბაღი და სხვა

9. ლიმონის წვენი ულტრაეფექტური საშუალებაა სარეველა ბალახის მოსაშორებლად. ამიტომ თუ გსურთ, რომ არასასურველი მცენარეები ნარგავებს ან ყვავილებს მოაშოროთ, ქიმიკატების ნაცვლად შეგიძლიათ ლიმონის წვენი გამოიყენოთ.

10. დაუბრუნეთ სიცოცხლე გამხმარ და გამაგრებულ ფუნჯებს. აადუღეთ ლიმონის წვენი ცეცხლზე და მოათავსეთ მასში ფუნჯები 15 წუთის შემდეგ გარეცხეთ საპნიან წყალში და გააშრეთ.

11. გაანადგურეთ მწერები და სხვა პარაზიტები. ჭიანჭველები, ჩრჩილები და სხვა პარაზიტები ვერ იტანენ ციტრუსის სუნს. ჩაასხით ლიმონის წვენი სპეციალურ საშხეფ ბოთლში და მიასხით სითხე ფანჯრებს, კარების ზრურბლებს და იმ ადგილებს, სადაც მავნებლები შეიძლება დაცოცავდნენ.

e68b78b5e05450b545433e2a5b855df5

 

წყარო : lollipop.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button