კულტურაუცნაური

ინვალიდმა მანქანა პირდაპირ სავაჭრო ცენტრიდან გაიტაცა

1623656 517836368336183 194490132 n

ფლორიდის შტატის ერთ-ერთ ქალაქში, რამდენიმე დღის წინ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ინვალიდმა, რომელსაც ტრამვის გამო ორივე ფეხის ამპლუტაცია აქვს გაკეთებული, მანქანა პირდაპირ ავტო-სავაჭრო ცენტრიდან გაიტაცა.

39 წლის შამალ ბეტისი ამერიკის სამხედრო ძალებში მსახურობდა რამდენიმე წელი. ის მონაწილეობას ღებულობდა ერაყის ომში, სადაც მან მძიმე ტრამვა მიიღო და დაკარგა ფეხები. 2014 წლის 10 თებერვალს შამალი მივიდა მანქანების სავაჭრო ცენტრში და კონსულტანტს თავი გააცნო ბიზნესმენად, რომელიც გეგმავს მანქანის შეძენას. მან მოითხოვა 2010 წელს გამოშვებული „პონტიაკის“ მარკის ავტომობილის დათვალიერება.

როდესაც ომის გმირი მანქანის სალონში აღმოჩნდა მან ჯიბიდან უცნობი მოწყობილობები ამოიღო და მანქანა დაქოქა. ამ „ნივთების“ დახმარებით მან მანქანის პედლების მართვა დაიწყო. მან მანქანა დიდი სიჩქარით სავაჭრო ცენტრიდან გაიყვანა. აღსანიშნავია ისიც რომ ამ დროს ხალხმრავლობა იყო შენობაში, თუმცა დაზარალებულზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პოლიციელებმა სამსაათიანი დევნის შემდეგ შეძლეს ინვალიდი გამტაცებლის დაკავება, როდესაც ის ავტოგასამართ ცენტრში ბენზინის ჩასხმას მოითხოვდა.

ამის შემდეგ, სამართალდამცავებმა ბეტისს შესთავაზეს ადაპტირებულის სავარძელი მანქანის გადაცემის სანაცვლოდ, რაზედაც რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად დაიტანხმეს კიდეც სამართალდამცავებმა.

ამ დროისათვის ომგამოვლილ გამტაცებელი იმყოფება ციხეში. მას ბრალად ედება მანქანის გატაცება, სამართალდამცავებისგან დამალვის მცდელობა, მანქანის მართვის მოწმობის გარეშე მართვა და საჭესთან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ჯდომა.

იხილეთ ვიდეო:

მსგავსი ამბები

Back to top button