საკითხავისურათებიუცნაური

მსოფლიოს უჩვეულო მუზეუმები (ნაწილი I)

მუზეუმები, რომლებიც დამთვალიერებლებს უჩვეულო ექსპონატებს სთავაზობენ:

1. შოკოლადის მუზეუმი

ეს შოკოლადის მუზეუმი კიოლნში მდებარეობს. მუზეუმის შენობას გემის ფორმა აქვს და მისი ფართი დაახ. 2000 კვ. მეტრია. სხვა შოკოლადის მუზეუმებიდან განსხვავებით აქ წარმოდგენილი ექსპონატები წარმოადგენს აცტეკების დროიდან მოყოლებული თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული შოკოლადის ნაწარმს.

2. ეროტიკის მუზეუმი

მუზეუმებს, რომლებიც ეროტიკული ხელოვნების დემონსტრირებას ახდენენ, როგორც წესი, უწოდებენ სექს-მუზეუმს, ან ეროტიკის მუზეუმს. მსგავს მუზეუმებში თავმოყრილია სექსუალური და ეროტიკული ხასიათის ნივთები. ქალაქი ამსტერდამი უნიკალურია იმით, რომ იქ ორი ასეთი მუზეუმი მდებარეობს.

3. მარიხუანას მუზეუმი

მსგავსი მუზეუმი სად იქნება გახსნილი, თუ არა ამსტერდამში. კანაფისა და მარიხუანას მუზეუმში შეგიძლიათ გაეცნოთ ამ მცენარეების როლსა და მათი გამოყენების ისტორიას სხვადასხვა ეპოქაში.

4. წამების საშუალებების მუზეუმი

ამ მუზეუმში წარმოდგენელია სამოცზე მეტი წამებისთვის განკუთვნილი დანადგარი, რომლებსაც შუა საუკუნეებში იყენებდნენ. სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის ამ ექსპონატების მონახულება არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამ მათ დამთვალიერებელზე ძლიერი ეფექტის მოხდენა შეუძლია.

5. ჰოლანდიური ყველის მუზეუმი

ქალაქ ალკმაარმა საყოველთაო აღიარება ყველის წარმოების გამო მიიღო. სწორედ ამასთან დაკავშირებით გაიხსნა აქ ჰოლანდიური ყველის მუზეუმი. მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები ასახავენ ყველის წარმოების ისტორიას 1593 წლიდან მოყოლებული.

6.მაგიის მუზეუმი

ცოტა ხნის წინ, ჩეხეთის დედაქალაქში, მალა-სტრანას რაიონში გაიხსნა მუზეუმი, რომელიც ეძღვნება ალქიმიკოსებისა და ჯადოქრების შესახებ არსებულ მითებსა და ლეგენდებს.

7.გინესის ლუდის მუზეუმი

ამ დაწესებულების ოფიციალური დასახელება შემდეგნაირად ჟღერს – “ლუდსახარში წმინდა ჯეიმსის კარიბჭესთან”. აქ იწარმოება საყოველთაოდ ცნობილი ლუდი – ირლანდიური “გინესი”. მუზეუმში დამთვალიერებლებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ ლუდის დამზადების საიდუმლოს. იქვე ახლოს მდებარეობს ლუდსახარშის დამაარსებლის, არტურ გინესის, სახლი.

8. ჯეიმს ბონდის მუზეუმი

2009 წელს პიტერ ნელსონმა, სტომატოლოგმა და ჯეიმს ბონდის თაყვანისმცემელმა, კესვიკში (დიდი ბრიტანეთი) მსოფლიოში პირველი ჯეიმს ბონდის მუზეუმი დააარსა. მან მთელი მსოფლიო მოიარა ექსპონატების ძიებაში და ასობით ათასი ფუნტი სტერლინგიც დახარჯა. ნელსონის კოლექციის მთავარი ღირსშესანიშნაობები ბონდის ავტომობილებია, მათ შორის – Triumph Stag ფილმიდან “ბრილიანტები მარადიულია”.

9. მუმიების მუზეუმი

მექსიკის ქალაქ გუანახუტოში უცნაურ მუზეუმს შეხვდებით. დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ ადამიანის მუმიფიცირებული სხეულები, რომელთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს.

10. ფეხსაცმლის მუზეუმი

თუ ასობით წყვილი ფეხსაცმელი გაქვთ და არ იცით, როგორ მოიშოროთ თავიდან, შეგიძლიათ საკუთარი ფეხსაცმლის მუზეუმი გახსნათ. ასე მოიქცა 2001 წელს ფილიპინების პრეზიდენტის ცოლი იმელდა მარკოსი და მანილაში ფეხსაცმლის მუზეუმი გახსნა. მის კოლექციაში 800 წყვილი ფეხსაცმელია წარმოდგენილი.

11. კანალიზაციის მუზეუმი

პარიზის საკანალიზაციო სისტემა ქალაქის ქვეშ 2000 კილომეტრის მანძილზეა განლაგებული. ამ მუზეუმს თამამად შეგვიძლია, ვუწოდოთ მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო მუზეუმი, რამდენადაც მსურველებს შეუძლიათ იხილონ პარიზის რეალურად მოქმედი საკანალიზაციო სისტემის არც თუ ისე დიდი ფრაგმენტი.

თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Close
Close