გასართობისურათებიუცნაური

უკაცრიელი ჯადოსნური კუნძული – „Phoenix“


ჩინეთის ხელოვნური კუნძულის- ფენიქსის (Phoenix) მშენებლობა ზღვის შუა ნაწილში, დაუჯდათ საკმაოდ მნიშველოვანი თანხა: გაფართოვდა პატარა ხელოვნური უმნიშვნელო კუნძულები, რომლებიც დაკავშირებულია ბუნებრივ პატარა კუნძულებთან და რიფებთან. (ნახეთ ვიდეო:)
თვით ფენიქსის კუნძულზე (artificial island – Phoenix) წამოიმართა მდიდრული ცათამბჯენები, გაიხსნა მაღაზიები, სპორტული მოედნები, გახსნეს პარკები- ერთი სიტყვით, შექმნეს ყველა პირობა კომფორტული დასვენებისათვის და იდეალური ცხოვრებისათვის.
თავიდანვე პროექტს არაოფიციალურად დაარქვეს თანამედროვეობის „მეშვიდე საოცრება“ და ბოლო ათი წლის განმავლობაში ის წარმოადგენდა ყველაზე ამბიციურ პროექტს.

2010 წელს, უძრავი ქონების ღირებულებამ – 1კვ. ფუტზე მიაღწია $2.200 აშშ დოლარს (დაახლოებით $22.000 1მ ²) და მიუხედავად ამისა, გაიყიდა ბევრი ბინა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი უძრავი ქონების ღირებულება საკმაოდ დაეცა , და ახლა თითქმის არ აღემატება $1.200 დოლარს 1კვ. ფუტზე.


ამჟამად, კუნძულზე გარდა მომსახურე პერსონალის, არავინ ცხოვრობს – სრულად ნაგები, დასრულებული ფეშენებელური რაიონი დაცარიელებულია.
უძრავი ქონების მესაკუთრეები იძულებულნი გახდნენ გაეყიდათ თავიანთი
მდიდრული ბინები, თითქმის მუქთად, რომ დაეფარათ კრედიტი, რომელიც აღებული ქონდათ ამ მდიდრული ბინების საყიდლად.
სავარაუდოდ, “ადამიანის მიერ შექმნილი სამოთხის“ დაცარიელების მიზეზი გახდა განსაკუთრებით ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც არ არის საკმარისად დაბალანსებული !


ნახეთ ვიდეო:













ნახეთ ვიდეო: ხელოვნური კუნძული – „Phoenix“

loading...
თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close