არქივი

სასარგებლო და სახალისო რჩევები ცხოვრების გასამარტივებლად

image

ალბათ თითოეულ თქვენთაგანს სურს შეიტყოს იოლი ცხოვრების საიდუმლო. ამ პოსტში შევეცდები შემოგთავაზოთ რამოდენიმე საინტერესო რჩევა, რომლებიც ცოტაოდენ მაინც დაგეხმარებათ პატარა ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში და გაგიხალისებთ ყოფას

 

1.თუ ზოოპარკში მიდიხართ, ეცადეთ ქურთუკი ან პერანგი იმ ფერის ჩაიცვათ, როგორიც ზოოპარკის მომსახურე პერსონალს აცვია. ამ შემთხევაში სავსებით შესაძლებელია ცხოველები თქვენთან ახლოს მოვიდნენ და შეძლოთ მათი კარგად დათვალიერება.

image

 

2.ახალი ფეხსაცმელი გიჭერთ? ჩაიცვით მის შიგნით სამი წყვილი სველი წინდა და 10 წუთის განმავლობაში მიუშვირეთ თმის ფენიდან ცხელი ჰაერის ნაკადი. ფეხსაცმელი საგრძნობლად გაიწევს.

image

 

3.სირბილის დროს რომ გვერდები არ გეტკინოთ, ეცადეთ ამოისუნთქოთ მაშინ, როცა მიწას მარცხენა ფეხი შეეხება ხოლმე.

image

4.ძილის წინ დალიეთ ვაშლის წვენი-ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც მშვიდ ძილს უწყობენ ხელს.

image

 

5.თუ მობილურში დაააყენებთ რეჟიმს “თვითმფრინავი”, მაშინ თამაშის დროს რეკლამა თავს აღარ მოგაბეზრებთ.

image

 

6.თუ გსურთ, ტელეფონით მუსიკა უფრო ხმამაღლა ჟღერდეს, ჩადეთტელეფონი თასში ან ჭიქაში.

image

 

7.თუ შემთხვევით ენა დაიწვით, შაქარი საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ ტკივილს.

image

 

8.სხეულის დაზიანების დროს დალურჯება რომ აიცილოთ თავიდან, ნატკენზე დაიდეთ ძმრიანი ტამპონი.

image

 

9.თუ სამუშაოზე გეძინებათ და თავს ვერ ერევით, შეიკავეთ სუნთქვა მანამდე, სანამ შეგიძლიათ, შემდეგ კი ნელა ამოისუნთქეთ. ეს გაზრდის გულისცემის სიხშირეს და გამოფხიზლდებით კიდეც.

image

 

10.ცივი შხაპის ხშირად მიღება დაგეხმარებათ ქერტლის მოშორებაში

(თუმცა სამაგიეროდ შეიძლება ტვინის ანთება აიკიდოთ).

image

 

11.პინგ-პონგის ჩაჭყლეტილი ბურთი ადვილად გასწორდება, თუ მას დავიჭერთ ანთებული სანთებელას ზემოთ. ბურთში ჰაერი გაფართოვდება და ის ახალივით გახდება.

image

 

12.თუ თქვან გინდათ დილით რაღაც გაიხსენოთ, გაუგზავნეთ საღამოთი საკუთარ თავს შეტყობინება და ის დილით თავს შეგახსენებთ.

image

 

13.თუ სასწრაფოდ გინდათ ტელეფონის დატენვა და ამისათვის ძალიან ცოტა დრო გაქვთ, ჩართეთ რეჟიმი “თვითმფრინავი”.

image

 

14.კოღომ გიკბინათ? გააცხელეთ კოვზი და ნაკბენზე დაიდეთ, ფხანა და ტკივილი ჩაცხრება.

image

 

15. მფეთქავი თავის ტკივილი შეგიმსუბუქდებათ, თუ საფეთქლებზე ლაიმის წვენს ან შუაზე გაჭრილ ლაიმას წაისვამთ.

image

 

16.თუ გინდათ გამოაცხოთ ნამცხვარი(პეჩენია) და კვერცხი ხელთ არ გაქვთ, მის მაგივრობას იოლად გაგიწევთ ბანანი. 1 ბანანი=2 კვერცხს.

image

 

წყარო : intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button