გასართობიკრეატივისურათები

ბავშვები 402 ოთახიდან და მათი გამხმოვანებლები

ბავშვები 402-ე ოთახიდან კანადურ-ფრანგული ანიმაციური სერიალი, შექმნილი კანადური ტელეკომპანია Teletoon-ის მიერ 1999 წელს, ბეტი პარასკევასის წიგნის „გრეისი გრეივზი და ბავშვები 402-ე ოთახიდან“ მიხედვით.სერიალი დაფუძნებულია სასაცილო ისტორიებზე, სკოლის მოსწავლეთა ცხოვრებიდან. პრაქტიკულად ყველა ეპიზოდი ვითარდება ორი სიუჟეტური ხაზით. მთავარი გმირებად გვევლინებიან ნენსი, ჯესი, პოლი და ართური, თუმცა ზოგჯერ წინა პლანზე გადმოდიან სხვა პერსონაჟებიც, მაგალითად ვინი და ფრედი. სერიალი წარმოაჩენს ბავშვის ფსიქოლოგიას და მათი ხასიათის თავისებურებებს.

1)ფრედი და მისი გამხმოვანებელი ბრეიტონ ჯეიმსი.ეს პესონაჟი ცნობილი იყო იმით,რომ ის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული მოსწავლე იყო კლასში

2)რობერტა მაქკოი და მისი გამხმოვანებელი ედი მაქლურგი.ეს პერსონაჟი არის ჯესის დედა,ის ხშირად არცხვენს თავის შვილს მის კლასელებთან.

3)მის გრივისი და მისი გამხმოვანებელი ეიპრილ ვინშეი.ეს არის მულტფილმის მთავარი პერსონაჟი,რადგან ის არის ამ კლასის დამრიგებელი.

4)მელანი და მისი გამხმოვანებელი ჯენის ჯოუდი.მელანი ერთ-ერთი მასწავლებლის შვილია,ის კლასში არავსითან მეგობრობს.ასევე ისვერ იტანს დედამის და ოცნებობს ,რომ მამასთან გადავიდეს საცხოვრებლად.ამიტომ ის დედამისს ხშირად უშლის ნერვებს.

5)ჯესი მაქკოი და მისი გამხმოვანებელი ჯასთინ ბრადლი. ჯესი ზარმაცი, უიღბლო, გაცდენების მოყვარულია. როცა საქმე სწავლას ეხება ყოველთვის ცდილობს ითაღლითოს, თუმცა მის გრეივზი მუდამ ახერხებს მის გამოაშკარავებას. მეგობრობს ნენსისთან (საბავშვო ბაღიდან) და ვინისთან, თუმცა მისგან განსხვავებით ხშირად ვარდება სულელურ მდგომარეობაში.

6)პოლი მაკშეინი და მისი გამხმოვანებელი კოლენ ოშაუგსეი.კლასის „ხუთოსანი“. აქვს რთული ხასიათი. მეტისმეტად მოწესრიგებული, ქედმაღალი და აბეზარი – ის დაუფიქრებლად დაასმენს დირექტორთან ნებისმიერ წესრიგის დამრღვევს, როგორც ბავშვს – ისე მასწავლებელს. არ შეუძლია სხვების მოსმენა და თვლის საკუთარ აზრს ერთადერთ ჭეშმარიტებად; ამის გამო პოლის არ ყავს მეგობრები, თუმცა მას ეს ფაქტი სულაც არ აწუხებს. პოლი ნახევრად ლიტველია და გამოირჩევა ზღვარსგადასული პატრიოტიზმით, ის მუდმივად თავს ახვევს გარშემომყოფებს თავისი ქვეყნის კულტურას და უმტკიცებს სხვა ქვეყნებზე მის უპირატესობას. ასევე გატაცებულია კოვზებით, აქვს საკუთარი კოლექცია, არქმევს სახელებს და არავის აძლევს მათთან მიკარების უფლებას; მან იცის კოვზებთან დაკავშირებული უამრავი ისტორია, რომლებსაც ნებისმიერი შესაძლებლობისთანავე ყველას უყვება.

7)ნენსი ფრენსისი და მისი გამხმოვანებელი მინდი ქონეი.ნენსი ფრენსისი — კლასის არაოფიციალური ლიდერი. თავმოყვარე და ეგოისტი. ნებისმიერი საშუალებით ცდილობს გახდეს პენის საუკეთესო მეგობარი, თუმცა როგორც წესი მისი მცდელობები წარუმატებლად სრულდება. მეგობრობს ჯესისთან და აძლევს მას რჩევებს, ხშირად უხდება იძულებითი ურთიერთობა პოლისთან. ახასიათებს სხვა და სხვა უკიდურესობაში გადავარდნა, ადვილად ექცევა შთაბეჭდილების ქვეშ და მთლიანად შეპყრობილი ხდება ახალი გატაცებით.

8)მერი ელენი,ჯორდანი და მათი გამხმოვანებელი პაულინ ლითლი.მერი-ელენი კლასის ერთ-ერთი მოსწავლე,მეგობრობს ნენსისთან,ჯორდანთან,თილისთან და გაბრიელასთან.ჯორდანი დძალიან მდიდარი იაპონელი გოგონა,ასევე ფენშუის მიმდევარიც.მისი საუკეთესო მეგობარი კი გაბრიელაა.

9)პენი და მისი გამხმოვანებელი ტარა სტრონგი.პენი არის N1 გოგონა კლასში როგორც სილამაზით ასევე სწავლით.ყველა გოგონა ცდილობს ,რომ მისი საუკეთესო მეგობარი გახდებას მაგრამ ეს არავის გამოსდის.

10)არტურ ვანდერვოლი და მისი გამხმოვანებელი ქრისტოფერ მარქუეთი.ის საქმანი ბიჭუნაა, ოცნებობს გამდიდრებაზე და ამისთვის ყოველთვის უპატიოსნო მეთოდებს ირჩევს. ის ჭკვიანია, შეუძლია გარშემომყოფების გრძნობებზე თამაში, მაგრამ ამასთან აქვს გარკვეული კომპლექსებიც, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავს. პერიოდულად იწყებს სხვა და სხვა ბიზნესს (ძიძების სააგენტო, კინოთეატრი, ბიბლიოთეკა, ფასიანი შუქნიშანი და სხვ.) თუმცა მისი წამოწყებების უმრავლესობა, საბოლოო ჯამში, წარუმატებლად სრულდება – ხშირად მის გრეივზის წყალობით.

11)თილი,გაბრიელა და მედდა სმიტსი და მათი გამხმოვანებელი სონია ბოლლი.თილიც ერთ-ერთია ვინც პენისთან დაახლოებას ცდილობს.გაბრიელას კი უკვე ჰყავს საუკეთესო მეგობარი და ეს ჯორდანია.

12)ჩარლი,სანჯეი და მათი გამხმოვანებელი ტერენს სამელლი.ჩარლი ჯესის,ვინის და ჯოის მეგობარი.სანჯაი ინდოელი მოსწავლეა, სკოლის პრეზიდენტი. სწავლობს პარალელურ კლასში. ანგარიშიანი – დახმარების სანაცვლოდ ყოველთვის რაღაცას ითხოვს. საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მისი ურთიერთობა პოლისთან, რომელსაც თავიდან ვერ იტანს, მაგრამ წიგნის ბოლოს და სერიალის მეორე სეზონში, მოულოდელად, მას ის უყვარდება. პოლის ეს არ უკვირს თუმცა არც მის გრძნობას იზიარებს და აძლევს უხეშ შენიშვნებს ერთობლივი ცეკვის დროს.

13)ვინი ნასტა და მისი გამხმოვანებელი ენდრიუ ლოურენსი.ვინი არისხულიგანი და კლასის ხუმარა. ხშირად აბარებს მისი ნახევარძმის ძველ, საშინაო სამუშაოს, თუმცა ეს ფოკუსი არასოდეს არ გამოდის. ზოგიერთი ეპიზოდიდან ირკვევა, რომ მიუხედავად მცირე ასაკისა მას უკვე აინტერესებს გოგონები, რაღაც დროის განმავლობაში იყო ნენსის შეყვარებული. მეგობრობს ჯესისთან, მაგრამ მიუხედავად ამისა ზოგჯერ მაინც დასცინის და ბროტად ეხუმრება მას

 

წყარო : wikipedia.org

თეგები

dvalli

i am funny

მსგავსი ამბები

Close
Close