ამ პოსტს ჩვენ ვუძღვნით წყლის ტექნიკის მოყვარულებს. გთავაზობთ 58- მეტრიანი ძრავიანი იახტის „CRN 125 J’Ade“ შთამბეჭდავ ფოტოსურათებს. (ნახეთ ვიდეო:)
აქ წარმოდგენილი სუპერიახტა ვერფის „CRN“ (გემთმშენებელი ქარხნის) ერთ-ერთი უახლესი შემონაქმედია, რომელიც შექმნილია სტუდია -Zuccon International საერთაშორისო პროექტის თანამშრომლობით;
გემთმშენებლობის კომპანიამ CRN, არქიტექტორებისა და დიზაინერების ჯგუფმა შექმნეს ულამაზესი, ულტრათანამედროვე, დახვეწილი 58-მეტრიანი იახტა, რომლის დიზაინი, როგორც გარედან ასევე შიგნიდანაც მომხიბვლელია.
იახტაში, რომელიც სიგრძით შეადგენს 58 მეტრს, არაჩვეულებრივი კომფორტია შექმნილი 10 კაცზე. ფასზე ნახსენები არაფერია, მაგრამ ამ მშვენიერების შემყურე ადვილი მისახვედრია, რომ მისი ყიდვა ყველა მოკვდავს არ შეუძლია. გარდა ამისა, სუპერ იახტაზე ავტოფარეხიცაა, სადც V12 ტიპის ძრავის სუპერ ავტოა განთავსებული.