არქივი

10 ყველაზე გავრცელებული და მარტივი პაროლი

0a1178f89d46

პაროლის ძირითადი მიზანი რომ უცხო პირებისგან დაცვაა, ყველამ იცის, თუმცა ზოგი მაინც ისეთ პაროლებს აყენებს რომ ჰაკერები ადვილად შიფრავენ.

1. 123456
ბევრი ადამიანი ამჯობინებს მისი პაროლი ციფრებისგან შედგებოდეს და ადვილად დასამახსოვრებელი რომ იყოს, მიყოლებით კრეფს. 1000 კაციდან მინიმუმ ყოველი მე-4 ამ პაროლს აყენებს. თუ გავითვალისწინებთ რომ მსოფლიოში ყოველი მეოთხე ადამიანი ინტერნეტის მომხმარებელია, ეს რიცხვი საკმაოდ დიდი გამოდის.

2. abc123
ბევრი საიტი პაროლის ველში რიცხვებთან ერთად ასოების ჩაწერასაც ითხოვს. უმეტესობა რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივს ირჩევს: სამი ასო და სამი ციფრი. ძირითადად ასეთ პაროლს მაშინ აყენებენ, როცა საიტით არ არიან დაინტერესებულნი, ანუ მათი ვიზიტი ერთჯერადია. თუკი ისევ დაჭირდებათ შემოსვლა, პაროლს ადვილად გაიხსენებენ.

3. charlie :armjera: :lol2:
ექსპერტები ამტკიცებენ რომ charlie პაროლებში ყველაზე გავრცელებული სახელია. რატომ – არავინ იცის. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ ბევრ ცნობილ ადამიანს, ვისაც კომპიუტერთან რაიმე კავშირი ჰქონდა, charlie ერქვა. მეორე მიზეზად იმას მიიჩნევენ რომ აშშ-ში ზოგჯერ სიტყვა charlie-ს კოკაინის მნიშვნელობით ხმარობენ.

4. facebook1
ხშირად იყენებენ პოპულარული საიტის დასახელებას და ჰაკერებისგან თავდასაცავად ბოლოში 1-ს ამატებენ :lol2: facebook-ის გარდა ხშირად წერენ გუგლსაც (google1)

5. საფეხბურთო გუნდი
გავრცელებულია გუნდების სახელები: Arsenal, Manchester United, Barcelona, Ac Milan და ა.შ. ჰაკერებმა რა თქმა უნდა არ იციან რომელ გუნდს გულშემატკივრობს მომხმარებელი, თუმცა მათ ფეისბუქზე, ბლოგებზე, myspace-ზე და ა.შ. გასვლით ადვილად იგებენ.

6. letmein
ადრე უფრო გავრცელებული იყო ‘სეზამ გაიღე’ (open sesame). თუმცა დროთა განმავლობაში ის letmein-მა ჩაანაცვლა (Let me in = შემომიშვი). ყოველი 550-ე ადამიანი ამ პაროლს იყენებს. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

7. monkey
ტიპიური სიტყვა, რომელიც თავში მოსდით და წერენ 6 სიმბოლოიანი პაროლის მოთხოვნისას. თუმცა არავინ იცის, რატომ მაინცდამაინც ეს სიტყვა.

8. password1
საკმაოდ მდიდარი ფანტაზის მაჩვენებელი პაროლია :lol2: იყო დრო როცა ძალიან გავრცელებული პაროლი იყო password, ახლა კი “გაართულეს” და ბოლოში 1 მიუწერეს.

9. qwerty
ტიპიური ადამიანები, რომლებსაც პაროლის მოფიქრება ეზარებათ და ასოების პირველივე რიგზე(ციფრების ქვემოთ) მიყოლებით აჭერენ 6 კლავიშს.

10. სახელი1
ეტყობა ისინი, ვინც საკუთარ სახელს და 1-ს აყენებენ პაროლად, აღარ უკვირდებიან, რამდენმა ადამიანმა იცის მისი სახელი და შესაბამისად, რა ადვილია მათ ექაუნთში შესვლა.

წყარო: http://computersight.com

მსგავსი ამბები

Back to top button