გართობაუცნაური

პატიმარი ცხოველები

dec28101cae0

გისოსებს მიღმა არა მარტო ადამიანები, არამედ შეიძლება ცხოველებიც მოხვდნენ, სხვადასხვა ბრალდებებით: დაწყებული მაწანწალობით დამთავრებული ჯაშუშობით.

10. ოსკარი- ქურდი კატა

b522b0b913a1

პოლიციამ ის აღწერა როგორც “მსუქანი და აგრესიული”. ეს შვედი კატაა, რომელიც დაპატიმრებული იქნა მას შემდეგ, როცა ოჯახმა, რომელიც მას ადანაშაულებდა მათი კატების “დატერორირებაში” მოამწყვდია ის კუთხეში, რომლის დროსაც ის იპარავდა სახლიდან საჭმელს. პოლიცია მიხვდა, რომ კატა იყო ძალიან მოვლილი და ის უპატრონო არ იქნებოდა, ამიტომაც დაიწყეს მისი პატრონის ძებნა, იქამდე კი ოსკარს მოუწია საპატიმროში ყოფნა. საბედნიეროდ პატრონი ნაპოვნი იქნა, თორემ ოსკარი დარჩებოდა არამოთხოვნილებადი და მას დააძინებდნენ. ასე, რომ თუ გაიგონებთ, რომ ვინმე ამბობს, რომ შვედეთი პროგრესული ქვეყანაა, შეახსენეთ მას იმის შესახებ, რომ ოსკარმა კინაღამ მიიღო სიკვდილით დასჯა ქურდობისათვის.

9. ბხოლა, უკანონო ემიგრანტი.

07ee2eec34d8

ბხოლა ეს სპილოა, რომელიც დააპატიმრეს ინდოეთში საზღვრის გადაკვეთის მცდელობისათვის პრადეშში (Pradesh) როცა ის მიყავდათ სამკურნალოდ სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შემდეგ. შედეგად მას მიღებული ჰქონდა სერიოზული ტრავმები, მათ შორის სიბრმავეც. სპილო ძალიან პოპულარული აღმოჩნდა ბავშვებს შორის და ღირსშესანიშნაობა პოლიციის განყოფილებაში. სპილოს პატრონი სასამართლოში არ გამოჩენილა შესაბამისი დოკუმენტებით, ამიტომაც ხელისუფლებამ ის გადასცა ველური ბუნების დაცვის ორგანიზაციას, რომელმაც მას გააცნო მაცდური ძუ სპილო. :).

8. ბობი, ინდოელი პაკისტანში.

dec28101cae0

ბობი ეს ინდოელი მაიმუნია და მისი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ მან “უკანონოდ” გადალახა ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარი. ბხოლასაგან განსხვავებით, ბობი იყო გარეული ცხოველი (მას სახელი მისცეს მას შემდეგ, როცა დაიჭირეს), ამიტომაც დანამდვილებით ცნობილია, რომ მის გადაყვანას კონტრაბანდით არავინ ცდილობდა, ის უბრალოდ დაძრწოდა და შემთხვევით მოხვდა პაკისტანის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რც ის შენიშნეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს დაეჭირათ მოულოდნელი ტურისტი, პენდჯაბეს (Punjab) პოლიციამ დაიჭირა მაიმუნი და გადასცა ის ზოოპარკს, სადაც მას დაარქვეს ბობი.

7. მტრედი ჯაშუში.

9e2327a9d35e

ამჯერად ინდოეთი, პენჯაბი, ადგილობრივმა მცხოვრებმა შეამჩნია უცნობი ფრინველი, რომელიც აღმოჩნდა პაკისტანელი მტრედი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ვიღაცამ შეძლო მტრედის გეოგრაფიული კუთვნილების იდენტიფიცირება, რაც უცნაური ჩანს, საჭიროა აღინიშნოს, რომ პაკისტანელი მტრედები განსხვავდებიან მოთეთრო შეფერილობით. უფრო ახლო დათვალიერებისას მტრედის ფეხზე აღმოჩნდა რგოლი, რომელზედაც ამოტვიფრული იყო პაკისტანური ნომერი და მისამართი. ფრინველი დადანაშაულებული იქნა ჯაშუშობაში და ჩასვეს კამერაში, მას იცავდა რამდენიმე შეიარაღებული დაცვა, მტრედს აეკრძალა სხვათა ვიზიტის უფლება და სიტუაციაზე მოხსენება ეძლეოდა ხელისუფლებას სამჯერ დღეში. ბოლოს და ბოლოს მტრედი გაუჩინარდა ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე. ასეთია ცივი სიმართლე ფრთოსანი ჯაშუშისა.

6. მკვლელი ძროხა.

f9f4677a3272

2005 წელს ნიგერიაში, ლაგოსში (Lagos), ძროხა დააპატიმრეს ავტობუსის მძღოლის მკვლელობისათვის, რომელიც გაჩერდა გზის პირას რათა შარდზე გასულიყო. ცხოველი კი უკნიდან დაეჯახა მას, წააქცია და სცემა ის ფეხებით და რქებით მანამ, სანამ ის არ მოკვდა. ძროხამ აგრეთვე მიაყენა ჭრილობები რამდენიმე გამვლელს. ხალხმა მოითხოვა, რომ ძროხა მოეკლათ ადგილზე, მაგრამ პოლიციის ოფიცერმა ბრძანა დაეპატიმრებინათ ის და მიეყვანათ პოლიციის განყოფილებაში.

5. მაიმუნი მუკი.

32b3692e2027

მუკი (Mookie) ეს მაიმუნია, რომელსაც ფლორიდის პოლიციამ მიუსაჯა შიდაპატიმრობა, იმის გამო, რომ მან უკბინა მამაკაცს, რომელიც ცდილობდა მოფერებოდა მას. მიუხედავად მაიმუნის პატრონის გაფრთხილებისა, რომ ცხოველები არაპროგნოზირებადია (თუმცა მუკის არ გამოუხატავს ძალადობა არასოდეს), ის მაინც აღმოჩნდა სასამართლო გარჩევაში ჩათრეული. სავარაუდოდ მას შეეშინდა სატვირთო ავტომანქანის ხმის, რომელმაც ჩაიარა ხმაურით ამ დროს და უკბინა კაცს, რომელიც მას ეფერებოდა. მას მიესაჯა შიდაპატიმრობა 30 დღით, ვინაიდან ხელისუფლებას სურდა იმაში დარწმუნება, რომ მაიმუნი არ იყო დაავადებული ცოფით. ცხოველის პატრონი ბრებ ბარმანი (Brad Berman) იყო ძალიან განაწყენებული ამ გადაწყვეტილებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მუკის არ გამოუხატავს , რაიმე ნიშანი ცოფისა, აგრეთვე იმ მომენტისათვის ის იყო დარეგისტრირებული თევზებისა და ცხოველების დაცვის ორგანიზაციის (Florida Fish and Wildlife Conservation Commission) კომისიის სიაში. კიდევ უფრო ცუდი ფაქტია ის, რომ მას მოუწია თავისი დაბადების დღე, 20 წლისთავი აღენიშნა შიდაპატიმრობაში.

4. კონტრაბანდისტი კატა

3722cc22eb04

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ალაგოას ციხეში ამასწინათ დააპატიმრეს კატა. კატას ხშირად ხედავდნენ ციხის ტერიტორიაზე, მაგრამ არ აქცევდნენ ყურადღებას მანამ, სანამ ერთმა პოლიციელმა არ შეამჩნია, რომ მას მუცელზე პაკეტი ქონდა მიბმული. პაკეტში აღმოჩნდა ქსელური მობილური ტელეფონი და დამტენი, პატარა ხერხის პირი და სხვადასხვა საშუალებები გვირაბის გასათხრელად. აღმოჩნდა, რომ პატიმრებმა გაზარდეს კატა, უშვებდნენ მას თავისუფლებაზე, სადაც ის მიყავდათ მათი ოჯახის წევრებს და ამაგრებდნენ მასზე სხვადასხვა ნივთებს მუცელზე. კატა ინსტიქტურად ბრუნდებოდა ციხეში პატიმრებთან. კატა დააპატიმრეს და ამ მომენტისათვის ყველა 263 ალაგოას პატიმარი წარმოადგენს ეჭვმიტანილს ამ დანაშაულში. (სამწუხაროდ არაა ცნობილი შედის თუ არა კატა ამ რიცხვში).

3. ლორენცო ნარკოკარტელის წევრი.

942e08e3919e

ლორენცო ეს თუთიყუშია, რომელიც დააპატიმრეს კოლუმბიაში. მისი ისტორია უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე წინამორბედების. ლორენცო იყო ერთერთი იმ 1700 თუთიყუშიდან, რომელთაც ასწავლეს ყვირილი ესპანურ ენაზე: “გაიქეცი, გაიქეცი, თორმ დაგიჭერენ” ისინი ყვიროდნენ ამ ფრაზას როგორც კი დაინახავდნენ მოახლოებულ პოლიციალს. მიუხედავად ამ ფრაზის უწყინარობისა, ერთერთი ოპერაციის დროს, რომლის დროსაც ამოიღეს 200-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი, მოპარული მოტოციკლი, ნარკოტიკების უამრავი რაოდენობა, დაიჭირეს 4 მამაკაცი და 2 ფრინველი.

2. გოშა, მაწანწალა მაიმუნი.

2007faff6733

გოშა იყო მაკაკა, რომელიც იყიდა მდიდარმა ოჯახმა რუსეთში, ქალაქ ბიისკში. როცა ის გაიზარდა მისი კონტროლირება რთული გახდა და ოჯახმა ის ბედის ანაბარა გააგდო სახლიდან. ფუფუნებიდან გოშა აღმოჩნდა ქუჩაში, მაგრამ გოშას გაუმართლა, როგორც დისნეის მულტფილმის სიუჟეტში და ის შეხვდა კეთილ უსახლკარო ოჯახს, რომლებმაც მიიღეს ის იმ მიტოვებულ სახლში, სადაც ისისნი ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ პოლიციამ მალე ჩაატარა ამ სახლის ჩხრეკა ამ და ყველა სახლში მყოფი, მათ, შორის გოშაც დააპატიმრეს, ვინაიდან მაწანწალობა რუსეთში ითვლება დანაშაულად. პოლიციამ გადაწყვიტა გოშას გაგზავნა ნოვოსიბირსკის ზოოპარკში, ვინაიდან მისი დეპორტაცია ძალიან ძვირი დაჯდებოდა.

1. მაგიური თხა

8d92349fa058

ამ ისტორიაში თხის სახელი უცნობია. ის დაიჭირეს 2009 წელს ნიგერიაში, შეიარაღებულ ყაჩაღობაში მონაწილეობისათვის. რამდენიმე მამაკაცი ცდილობდა გაეძარცვათ მანქანა და იმ დროს როცა სხვები დააპატიმრეს, ერთმა მოახერხა გაქცევა. პოლიციელები დაედევნენ მას და როცა მიირბინეს ხეივანთან , საითაც ის გაიქცა, აღმოაჩინეს , რომ გაქცეული არის… თხა. ლოგიკური დასკვნის შემდეგ, რომ გაქცეული მამკაცი მაგიის მეშვეობით გადაიქცა თხად, რათა თავი აერიდებინა დევნისათვის (უშედეგოდ) ის დააპატიმრეს. ბოლოს და ბოლოს თხა გაყიდეს პოლიციის აუქციონზე 300 ნიგერიულ ნაირად, რაც იმ დროისათვის იყო 2$-ის ექვივალენტი.

 

მსგავსი ამბები

Back to top button