გასართობისაკითხავიუცნაური

ქურდი, რომელმაც 190,000 $ ღირებულების ბრილიანტი მოიპარა, Facebook-მა დაღუპა

დიდი ბრიტანეთის სამართლდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს პიროვნება, რომელმაც 190,000 $ ღირებულების ბრილიანტები და მარგალიტი მოიპარა. დაპატიმრებაში კი სამართალდამცავებს ეჭვმიტანილის Facebook-ის პირად გვერდზეზე განთავსებული ფოტოები დაეხმარა.
31 წლის კარლ როდრიგესი დიდ ბრიტანეთში 2011 წლიდან იძებნება. მან დიდი ბრიტანეთი 2011 წლის მიწურულს დატოვა მას შემდეგ, რაც ამავე წლის ოქტომბერში მანჩესტერის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ქუჩაზე ჩაიდინა წლის თავდასხმა, მან და მისმა თანამძრახველმა ბრილიანტებით მოვაჭრე ბიზნესმენი საკუთარ ავტომობილში დააყაჩაღეს. ძვირფასეულობის საერთო ღირებულება კი, დაზარალებულის მტკიცებით აღემატება 100,000 ფუნტს სტერლინგს.
რამდენიმე თვიანი მძიმე მუშაობის შედეგად სამართალდამცავებმა ერთ-ერთი თავდასხმელის ვინაობა გაარკვიეს. ხოლო ამ დროისთვის კი მას დატოვებული ჰქონდა ბრიტანეთის საზღვრები.
როდრიგესმა მას შემდეგ, რაც ჩაიდინა დანაშაული და ამ “საქმეშ” დიდი “ჯეკ-პოტი” მოხსნა, დატოვა ინგლისი და შორეულ და მშობლიურ კოლუმბიას მიაშურა. შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში არ მოქმედებს საერთაშორისო სამართალი და ინტერპოლისა და სხვა საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილი დამნაშავეების ექტრადირება არ ხდება. ამ მიზეზის გამო ბრიტანელები “მონავარდე” მოძალადის გისოსებშ გამომწყვდევას ვერ ახერხებდნენ.
კომუბიელი ახალგაზრდა გამომძიებელთა მტკიცებით დიდ ბრიტანეთში მოქმედი კოლუმბიური წარმომავლობის კრიმინალური დაჯგუფების “ლათინოელი მეფეების” წევრი გახლავთ.


ვიდეო კამერებმა, რომლებიც შორიახლოს იყო დამაგრებული უბედური შემთვევიდან, აღოაჩნა, რომ თავდასხმა სოლო გარღვევა როდი იყო, საუკუნის თავდასხვმა როდრიგესმა წყვილში ჩიდინა.
თავდასხმელზე თვალთვალი მარტივად მოხერხდა, რადგან გამდიდრებული კრიმინალი, ისევე როგორც მსოფლიოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობა ფეისბუქის მომხმარებელი გახლდათ. ფეისბუქზე დროის ხარჯვის, თავდასხმებისა და კლანური დაჯგუფებებში სხვადასხვაგვარი მაქინაციების მოწყობაშ მონაწილეობის გარდა, ახალგაზრდას ერთ სრულიად მისასალმებელი ჰობიც ჰქონდა მოგზაურობა. ის ბევრს მოგზაურობდა და სურათებს თავის სოციალურ ქსელზე ტვირთავდა, რაც ბრიტანელ დეტექტივებს ერთი ორად უმარტივებდა საქმეს.


მას შემდეგ, რაც ყველაფერი იდეალურად გათვალა ლათინო-ამერიკელმა “პროფესიონალმა” ვინაობა შეიცვალა და მოწყინდა კოლუმბიური კოკაინის ყნოსვა, დიდ ბრიტანეთს, თავის დედა მარჩენალს მიაშურა. აქ კი რა თქმა უნდა დიდად შეცდა. მან ლაიქების მოლოდინში ატვირთა სურათები, რომელზეც ის არის გამოსახული და ფონად ლონდონის ღირსშესანიშნაობები უმშვენებს.
როდრიგესი საპატრულო პოლიციამ 2014 წლის იანვრის დააპატიმრა. ის არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს. რის საფუძველზე სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაშ გადაიყვანეს და იქ კი თითის ანაბეჭდებით გაარკვიეს ადამიანის ნამდვილი ვინაობა.
ასე დამთავრდა ჰეფი-ენდით ჩვენი გამოძიება. სამართლიანობა აღზდგა და რამდენიმე წლიანი “გულაობის” შემდეგ ბოროტმოქმედი კუთვნილ ადგილს მიუბრუნდა. დეტექტივებმაც რამდენიმე წლიანი გამოძიების შემდეგ შვებით ამოისუნთქეს, რადგან ერთით ნაკლები თავდასხმელია მათ ქვეყანაში.

იხილეთ ვიდეო ბრილიანტის შესახებ:
http://youtu.be/cQNHi0pTjdY
 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close