გასართობიკრეატივიუცნაური

დარაჯმა 15.000$ დახარჯა, რომ გამხდარიყო დემონი

ორად გახლეჩილი ენა, ბასრი ფრჩხილები, თვალები – სისხლისფერი წითელი და რქები შუბლზე. 43 წლის დიაბლო დელენფერმა დემონად ქცევით – თავისი მრავალწლიანი ოცნება აიხდინა.
ყოფილმა დარაჯმა, რომელიც თავის თავს “მხატვარ-მოდიფიკატორს” ეძახის, თავის ქალაზე ხრახნები დაიმაგრა, რათ დამსგავსებოდა დემონის რქებს. ვინაიდან დიდ ბრიტანეთში იკრძალება სხეულის მოდიფიკაცია შუახნის კაცს ამ ოპერაციის გაკეთება ანესთზიის გარეშე მოუწია.
“ყველაფერი რაც გავაკეთე სრული გააზრებითა და დიდი ფიქრის შედეგი გახლდათ,- განაცხადა დიაბლომ. – როცა თქვენ ხედავთ ნემს შეშფოთებულები ხარ და გეშინიათ, მე კი – დემონის შვილს, შიშის გრძნობა არ მაწუხებს, ვინაიდან არც უნდა მეშინოდეს”.


დიაბლო დელენფერმა(დაბადებით – ჰევინ დასლოუ) მიუხედავად ამდენი ოპერაციისა, კანქვეშა ინპლანტანტების დაყენებისა, თვალის კაკლის(bulbus oculi) ფერის შეცვლისა და სხეულის დიდი ნაწილის მოხატვისა, ის არ აპირებს ამაზე გაჩერებას და შეეცდება სხვა რამდენიმე მძმე ოპერაციის გაკეთებას.
“მე მამოძრავებს ადამიანური ცნობიმოყვარეობა და მინდა სხეულის მოდიფიკაცია, – განაცხადა დეილი ტელეგრაფთან ინტერვიუს ჩაწერისას დიაბლო დელენფერმა. – თუმცა დრო და დრო ეს გატაცება ცხოვრების ნაწილად მექცა. ჩემთვის სრულებით გასაგებია, რომ ეს ბევრის გაკვირვებას გამოიწვევს და გიჟადაც ჩამთვლიან, თუმცა ასეთი ვარ და ამას ვერ შევცვლით”.
ადამიან-დემონად გადაქცევა მამაკაცმა იმიტომ გადაწყვიტა, რადგან სხვა დანარჩენი “პროფილები” უკვე განსახიერებული გახლდა მსოფლიოში, მას უნდოდა ყოფილიყო გამორეჩეული. მამაკაცის თქმით, ის არ არის ანტიქრისტე, ანდა სატანისტი.


რა თქმა უნდა, დელენფერის ჰობი არ გახლავთ იაფი. მისი ამგვარი ახირება 15,000$ დაუჯდა. მან ამ გარდაქცევის განსახროციელებლად სამართლის დარღვევაზეც კი არ უთქვამს უარი. ის ასევე რამდენიმე წლის წინ თაღლითობისთვის დაიჭირეს. 5,000$ გათეთრების მცდელობისთვის.
“მე ძალიან მომწონს ჩემი მოდიფიცირებული გარეგნობა, თუმცა ამ გარეგნობით მიჭირს მეორე ნახევრის პოვნა”. – განაცხადა დიაბლომ.
“მე ვეძებ ისეთ ადამიანს, ვისაც შეუძლია არა გარეგნული ასპექტების შეფასება-დაფასები, არამედ უფრო სიღრმეში იხედება და ადამიანის ცნობა შეუძლია ნიღბის ქვეშაც”.
იხილეთ ვიდეო:
http://youtu.be/YZB-abeo92E

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close