არქივი

ლენინის მავზოლეუმი და ინტერნეტ სკანდალი

77b0fa55c4c6
ლენინის მავზოლეუმი (Мавзолей Ленина) — საბჭოთა კავშირის ბელადის ვლადიმერ ლენინის აკლდამა. მისი ბალზამირებული ცხედარი სახალხოდ იყო გამოფენილი მისი გარდაცვალებიდან – 1924 წლიდან. ალექსეი შჩუსევის სადა, თუმცა მონუმენტური გრანიტის ნაგებობა უძველესი მავზოლეუმების – ჯოსერის პირამიდისა და სირიუს დიდის აკლდამის – ელემენტებს შეიცავს.

1924 წლის 1 აგვისტოს ლენინის მავზოლეუმთან თავმოყრილ ადამიანებს ნაკლებად აინტერესებდათ არქიტექტორ შჩუსევის კონსტრუქტივისტული პირამიდის დათვალიერება – ხალხს “უკვდავი ლენინის” ხილვა უფრო სწყუროდა. ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ ლენინის ნეშტის ბალზამირებისა და მავზოლეუმის გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცეკას მდივანი, აბელ ენუქიძე იყო.
ოფიციალური ინფორმაცია, ცხადია, განსხვავებულია. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიას თუ დავეყრდნობით, მაგალითად, 1921 წლის 21 იანვარს, ლენინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა მთავრობამ მიიღო ათასზე მეტი დეპეშა და წერილი თხოვნით, რომ ლენინის ნეშტი მიწისთვის არ მიებარათ და საუკუნოდ შეენახათ. 22 იანვარს ექიმმა აბრიკოსოვმა ლენინის სხეული დააბალზამა. არქიტექტორმა შჩუსევმა სამ დღეში დააპროექტა და ააშენა აკლდამა, რომელშიც ხალხი ბოლშევიკების ბელადს უნდა გამოთხოვებოდა. 1924 წელს ლენინი დაიტირეს და აკლდამა დახურეს, მაგრამ მოგვიანებით დადგინდა, რომ ლენინის ნეშტი ხანგრძლივ შენახვას ექვემდებარება. გარდაცვლილი ბელადის სხეულს დაასიეს ექიმები. შჩუსევმა ახალი აკლდამის მშენებლობა დაიწყო. 1924 წლის 26 ივლისს, ცეკას საგანგებო სხდომაზე აბელ ენუქიძემ ლენინის მავზოლეუმის გახსნა მოითხოვა.

ხის ეს მავზოლეუმი, რომელიც 1929 წელს “ქვის მავზოლეუმად” გადაკეთდა, არქიტექტურის სპეციალისტების აზრით, ყველაზე საინტერესო შენობა იყო. არქიტექტურის ისტორიას ჯერ არ ახსოვს განსასვენებელი, რომელიც, ამავე დროს, ტრიბუნის როლს ასრულებდეს, თანაც იმ ტრიბუნისა, სადაც სახელმწიფოს პირველი პირები, ქვეყნის მთავარ დღესასწაულებზე, აღლუმებს იბარებდნენ… იდეა ასე იკითხება – მშრომელებმა პატაკი უნდა ჩააბარონ კომპარტიის ცოცხალ ლიდერებს და ლენინის მუმიას, ანუ პროლეტარიატის “უკვდავ ბელადს”.

1953 წლის მარტში ლენინს მავზოლეუმში ამ ნეკროფილური არქიტექტურული კომპლექსის სულისჩამდგმელი, იოსებ სტალინი “მიუწვინეს”. თუმცა ამ განსასვენებელში პროლეტარიატის ბელადების ერთად ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდა. ხრუშჩოვის ეპოქაში, 1961 წლის 1 ნოემბერს კომპარტიის ცეკას 22-ე ყრილობის დადგენილებით სტალინის სხეული მავზოლეუმიდან გამოიტანეს და კრემლის კედელში დაასაფლავეს. ლენინი ისევ მარტო დარჩა. მერე საბჭოთა კავშირიც დაინგრა, მაგრამ ლენინის მავზოლეუმი ისევ გახსნილი იყო მნახველებისათვის.
87be805f3959

რუსების უმრავლესობა წითელ მოედანზე მავზოლეუმში ლენინის ცხედრის შენახვას არასწორად და არაბუნებრივად მიიჩნევს. “ВЦИОМ”-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ სხვებზე ხშირად “მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის” მავზოლეუმში შენახვის ფაქტს ნეგატიურად სწორედ მოსკოველები აფასებენ. გამოკითხული რუსების უმრავლესობა – 41% ლენინის ცხედრის მავზოლეუმი შენახვის ფაქტს არასწორად და არაბუნებრივად აფასებს. მათ ოპონირებას გამოკითხულთა 15% უწევს, რომელთა აზრით, ბელადის ცხედარი ქვეყნის მთავარი მოედნის მავზოლეუმში სამართლიანად ინახება.
ჯერ რუსეთის ტელევიზიით, ხოლო შემდეგ ინტერნეტით კი გავრცელდა სკანდალური ფოტოები, თუ როგორ უვლიან ლენინის ,,მუმიას”, თანაც შიშველი ხელებით : )
44986d47ac2e

80e76608db33

9ead80f5d468

3ab07c65b0f1
ამ ფოტოების რეალურობაში თითქმის ყველას ეჭვი ეპარება და აცხადებენ, რომ ის ლენინი არაა.. არგუმენტად კი ის მოჰყავთ, რომ ეს მუმია სრულებით არ ჰგავს იმას, რომელიც მავზოლეუმშია დასვენებული.

მსგავსი ამბები

Back to top button