საკითხავიუცნაური

ქრისტეს სუდარა: რა კავშირშია იერუსალიმის მიწისძვრა იესოს სახესთან?!

სუდარის აუთენტურობის საკითხი უკვე საუკუნეების განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მეცნიერების მიერ ჩატარებული გამოკვლევები მხოლოდ ძალიან ბუნდოვან პასუხებს გვაძლევენ. რა არის ქრისტეს სუდარა? სასწაული თუ უბრალო ნაჭერი?

ამ პოსტში ამ ყველაფერს განვიხილავთ მეცნიერული და არა რელიგიური კუთხით.

ახალი გამოკვლევების მიხედვით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სუდარა შეიქმნა სწორედ უძველესი იერუსალიმის მიწისძვრის დროს. მეცნიერებმა ქსოვილი ნეიტრონების დონეზე გამოიკვლიეს და მყარი ვარაუდი აქვთ, რომ თვითონ მიწისძვრამ წარმოქმნა სახის ასეთი ფორმა. რადიოკარბონატების დონეებზე დაკვირვებით, ზოგი მეცნიერი იმასაც ვარაუდობს, რომ ეს არის შუასაუკუნეების დროს შექმნილი უბრალო ქსოვილი, თუმცა ამ ვარაუდს შედარებით უფრო სუსტი საფუძვლები აქვს და ბევრ კითხვასაც პასუხგაუცემელს ტოვებს.

ტურინის სუდარა, რომელზეც კაცის დამწუხრებული სახე და ტანი არის გამოსახული, მიიჩნევა ქსოვილად, რომელიც იესო ქრისტეს ეფარა ტანზე, ჯვარცმის შემდეგ (ახალი წელთაღრიცხვით 33 წელი). კათოლიკურ ეკლესიას არ გააჩნია ოფიციალური პოზიცია ამ სუდარასთან დაკავშირებით. სუდარა ახლა იტალიაში, ტურინის საკათედრო ტაძარში ინახება და ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი ჩადის მის სანახავად.

  • რადიოკარბონატები და მიწისძვრები

1980-იან წლებში 3 სხვადასხვა ლაბორატორიაში ჩატარადა ქსოვილზე რადიოკარბონატული გამოკვლევები. ეს გამოკვლევები უჩვენებდა, რომ ქსოვილი შეიქმნა დაახლოებით 800 წლის წინ, შუასაუკუნეებში. უფრო ზუსტად, 1260 წლიდან 1390 წლამდე. ეს გამოკვლევები 1989 წელს ჟურნალ “Nature”-ში გამოქვეყნდა, თუმცა ამ გამოკვლევებს კრიტიკოსები სკეპტიკურად უყურებენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქსოვილი ბევრად ადრე იქნა შექმნილი, უბრალოდ დროთა განმავლობაში გაუჩნდა დაზიანებები და შუასაუკუნეებში მისი რესტავრაცია, შეკეთება სცადეს, სწორედ ამიტომ აჩვენებს გამოკვლევები ასეთ შედეგებს.

მეცნიერებს ახალი თეორია აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ნეიტრონების განლაგება ამ ნაჭერზე შეიცვალა იერუსალიმის დიდი მიწისძვრის დროს, რომელიც ქრისტეს სიკვდილიდან რამოდენიმე წამში მოხდა.

ყველაფერ ცოცხალს აქვს თანაბარი ნახშირბადების თანაფარდობა რადიოაქტიურ კარბონ-14-თან(იგივე ნახშირბად-14), თუმცა სიკვდილის შემდეგ, რადიოაქტიური კარბონ-14 იწყებს ლპობას, სწორედ ამის მიხედვით შეუძლიათ მეცნიერებს იმსჯელონ, თუ რამდენი წლის/საუკუნის არის ესათუის მატერია. რადიოკარბონატულ გამოკვლევებს მხოლოდ ორგანულ მასალებზე იყენებენ, ამ შემთხვევაში სუდარის გამოკვლევაც მოხერხდა.

მეცნიერების ჯგუფმა, რომელსაც უძღვებოდა ალბერტო კანპინტერი, ჩაატარა გამოკვლევები. მათ ივარაუდეს, რომ იერუსალიმის დიდი მიწისძვრის დროს გამოყოფილმა ტალღებმა (რომელიც დედამიწის ქერქის გახლეჩვამ გამოიწვია) გამოიწვიეს ნეიტრონების ემანაცია, საბოლოოდ კი ადამიანის სახის ფორმა მივიღეთ.

მათ ეს სიმულაციით დაამტკიცეს, დამპრესავ მანქანაში მყიფე ქვები ჩადეს, მოკლეს ეს ფიზიკაა და ძალიან შორს წაგვიყვანს.

  • მეცნიერება უძლურია?

მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია ბევრ რამეს ხსნის, რატომ არ გვხვდება ნეიტრონების ასეთი რეაქციები სხვა არქეოლოგიურ ნიმუშებში? პროფესორი გორდონ ქუკი ამბობს:

“ეს რეაქცია ნამდვილად მხოლოდ ლოკალური ეფექტია. სხვა შემთხვევებში მისი მსგავსი არაფერი გვხვდება. დღეს მეცნიერება ძალიან არის განვითარებული და თითქმის ყველაფრის გამოძიება არის შესაძლებელი, თუმცა მსგავსი არასოდეს არავის უნახავს.”

კრისტოფერ რამსი, ოქსფორდის რადიოკარბონატული დამაჩქარებელი გუნდის დირექტორი ამბობს:

“ერთი კითხვა, რაც ყველას ებადება, არის ის, თუ რატომ არ მოხდა მსგავსი რეაქცია სხვა იმდროინდელ ნივთებზე. ჩვენ უამრავი არქეოლოგიური ნივთები გვაქვს გამოკვლეული, თუმცა მსგავსი არასოდეს შეგვხვედრია და გაოცებულები ვართ.”

რამსიმ ისიც დაამატა, რომ რადიოკარბონატული კვლევები სეისმურ რეგიონებში, როგორიც არის იაპონია, არასოდეს ყოფილა პრობლემა.

ქუკმა ასევე თქვა:
“თუ შენ გინდა, რომ დაიჯერო ტურინის სუდარის სასწაულის შესახებ, შენ დაიჯერებ. ამას მეცნიერება კიდევ დიდი ხანი ვერ დაამტკიცებს.”

თეგები

JusT1ce

empty
Close
Close