გართობაუცნაური

ახალშობილთან დაკავშირებული უცნაური ტრადიციები

a98850_Japan2

ალბათ, გსმენიათ იმის შესახებ, რომ ზოგი მშობელი ახალშობილის თმას სიმბოლურად ფუთავს  მაშინ, როცა სხვები პირველ ფეხსაცმელს ინახავენ. ეს სიმბოლური ტრადიცია სხვადასხვა ქვეყანაში შინაარსით ერთმანეთს ემსგავსება, თუმცა არსებობს მათგან მკვეთრად განსხვავებული ტრადიციები, რომლითაც მშობლები შვილის შეძენას ზეიმობენ.

იაპონიის მაგალითი შინაარსობრივად ძალიან ჰგავს ქართულ ტრადიციას, თუმცა თმისა და ფეხსაცმლის ნაცვლად, აქ ახალშობილი ჭიპლარს ინახავენ. საავადმყოფოში მედიკოსები ახალშობილის ჭიპლარს ხის ყუთში ათავსებენ და დედას გაწერამდე გადასცემენ მას. ხანდახან ყუთში დებენ თოჯინას, რომელსაც კიმონო აცვია.

ახალშობილის დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ კი პატარას სახელს საზეიმო ვითარებაში არქმევენ. სახელის დარქმევის დღე, ჩვეულებრივ,  ცერემონიად იქცევა ხოლმე.

a98850_Japan2

ფინელი მშობლები კი სახელმწიფოსგან საჩუქარს იღებენ. უკვე 75 წელიწადია ფინეთში ახალშობილებს ამ სახით ეგებებიან. დედას უფლება აქვს, აირჩიოს ორი საჩუქრიდან ერთ-ერთი: ყუთი, რომელშიც ჩვილის სამოსი და პირველადი მოხმარების საგნებია მოთავსებული ან თანხა, რომელიც 140 ევროთი განისაზღვრება. როგორც წესი, მშობლები ყუთს ირჩევენ, რადგან მასში მოთავსებული ნივთების ღირებულება შემოთავაზებულ თანხას ბევრად აღემატება.

a98850_Finlandia 022

მაშინ, როდესაც მშობლები შვილებს იატაკს რაიმეს დაშავების ან ინფექციის შეჭრის მიზნით არიდებენ, ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულ ბალიზე  ახალშობილს  იატაკს სხვა მიზეზით არ აკარებენ. ბალიზე ჩვილს ადამიანად დაბადებიდან 210-ე დღეს ,,აღიარებენ.“  210-ე დღემდე ჩვილები ზეციურ შთამომავლებად მიიჩნევიან. მათი მიწაზე პირველად შეხება სიმბოლურად დედამიწის ჯვრის ტვირთვას აღნიშნავს.

a98850_Balines2

ტრინიდადსა და ტობაგოში მიაჩნიათ, რომ ახალშობილის ხელში ფულის ჩადებით მას მდიდრულ ცხოვრებასა და წარმატებას წინასწარმეტყველებენ. ეს წესი ჩვილის სანახავად მოსულმა სტუმრებმაც უნდა შეასრულონ. სხვა ტრადიციის მიხედვით კი მშობლები სტუმრებს მხოლოდ საღამოს 6 საათამდე იღებენ. ბინდის ჟამისას სტუმრობა, მათი რწმენით, ახალშობილისთვის ავის მომასწავებელია.

a98850_Money2

 

 

წყარო : lollipop.ge

Back to top button