გასართობისასარგებლოსურათები

ოლიმპიური მედალების წარმოება საიუველირო ქარხანა “Adamas”-ში


მოსკოვის საიუველირო ქარხანა “Adamas”-ში მიმდინარეობს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალების წარმოება 2014 წლის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშებისათვის, რომელიც ჩატარდება სოჭში.


1300 მედალის წარმოებისათვის გამოყენებულ იქნება მინიმუმ 3 კილოგრამი უმაღლესი სინჯის ოქრო, 2. 000 კგ უმაღლესი სინჯის ვერცხლი და 700 კგ ბრინჯაო. ოქროს მედლები მზადდება ვერცხლისაგან (525გ), რის შემდეგაც მას ფარავენ ოქროთი , ვერცხლის მედალები მზადდება 750 ან 875 სინჯის ვერცხლისაგან და იწონის 525 გ, ხოლო ბრინჯაოს მედლები – ბრინჯაოსაგან (460გ).


მედლების წარმოებისათვის გამოყენებული მთელი „ნედლეული“ მოიპოვეს რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო ჯილდოების წარმოებისათვის ჩართულნი არიან მხოლოდ კვალიფიცირებული რუსი სპეციალისტები.
თითოეული მედალის წარმოების პროცესი შედგება 25 ეტაპისაგან.
ერთი მედალის სრულ საწარმოო ციკლს სჭირდება 18-24 საათი.










თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close