მოწყობილობები რომლებიც დაგეხმარებათ თავი დაანებოთ მოწევას
წარმოგიდგენთ იმ მოწყობილობათა ნაკრებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თავი დაანებოთ მავნე ჩვევას.
ელექტრონული თამბაქო NJOY
ალბათ ყველამ იცის ის ფაქტი, რომ თამბაქოს რაც უფრო დიდხანს ეწევა ადამიანი მით უფრო უჭირს შემდეგ მისი მიტოვება. ელექტრონული სიგარეტი NJOY დაგეხმარებათ, რომ შეამციროთ თქვენს ორგანიზმში შემავალი მავნე ინგრედიენტების რაოდენობა. ვაპორაიზერის დახმარებით ადამიანი შეისუნთქავს მხოლოდ კვამლს ყოველგვარი მავნე მინარევების გარეშე. ასე ნელ-ნელა ნიკოტინის დოზა დაიკლებს, ხოლო საბოლოოდ კი შეძლებთ, რომ თავი დაანებოთ მოწევას და იცოცხლოთ უფრო დიდხანს.
საფერფლე რომელიც ახველებს
საფერფლე აღჭურვილია პატარა დინამიკით, რომელიც გამოსცემს ხველის საშინელ ხმას, როდესაც გადამცემები აფიქსირებენ მასზე თამბაქოს შეხებას. ასეთი ხმის გაგების შემდეგ მწეველი ალბათ დაფიქრდება და მიხვდება, რომ მასაც ახლო მომავალში ასეთი ბედი ელის და გადაწყვეტს, რომ მოწევას თავი დაანებოს.
QuitKey
ბავშვობაში ალბათ ბევრი თქვენგანი თამაშობდა ისეთ თამაშს, რომელშიც რაიმე ცხოველს უვლიდით და გსურდათ, რომ თქვენი ცხოველი ჯანმრთელი ყოფილიყო, ხოლო QuitKey-ის საშუალებით ასეთი შინაური ცხოველის როლში იქნება თავად მწეველი. როდესაც თამბაქოს მოწევთ უნდა შეატყობინოთ ამ მოწყობილობას, ხოლო QuitKey კი დაითვლის იმ მავნებელი მინარევების რაოდენობას, რომლებიც თქვენმა ორგანიზმმა მიიღო და დაგეხმარებათ შეგადგენინოთ დღიური გეგმა, რომ თავი დაანებოთ მოწევას.
აპლიკაცია iPhone-ისთვის
სულ რაღაც 5 ამერიკული დოლარით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ვირტუალური მეგობარი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს პროცესს, რომ თავი დაანებოთ მოწევას. აპლიკაცია Cold Turkey დაითვლის ფულის რაოდენობას თუ რამდენიც დაზოგეთ და ასევე შეგატყობინებთ, თუ რამდენ დღეს იცოცხლებთ დამატებით თუკი არ მოწევთ.
Nicostopper
კომპაქტური მოწყობილობა ინახავს თამბაქოს 10 ღერს და ანაწილებს მთელი დღის განმავლობაში. მოუთმენელ მწეველებს Nicostopper-ი მისცემს კარგ რჩევებს, თუ როგორ უნდა განვლოს დრომ ნიკოტინის მცირეოდენი დოზის მიღების გარეშე.
Glow Globe
ზოგიერთ ადამიანს ესაჭიროება “ძიძა”, რომ მოწევას დაანებოს თავი, ამაში მათ დაეხმარებათ მოწყობილობა სახელად Glow Globe, რომელიც შეატყობინებს მაცხოვრებლებს, რომ სახლში დაფიქსირდა თამბაქოს კვამლი. ამის გარდა, მას შეუძლია გააგზავნოს შეტყობინება და მწეველს ალბათ სახლში ელოდება სერიოზული საუბარი.
სიგნალიზაცია მწეველთა წინააღმდეგ
ისინი ვინებიც არღვევენ საზოგადოებრივი წესრიგს ცოტახანში ასე ვეღარ მოიქცევიან. No-Smoking Alarm System არის სიგნალიზაცია, რომელიც აფიქსირებს თამბაქოს კვამლს საზოგადოებრივ ადგილებში. მწეველს ალბათ, რაც ელოდება ეს იქნება ჯარიმა წესრიგის დარღვევისთვის.
ღია ადგილები მოწევისთვის აეროპორტში
Spiro-ს მსგავსადაც, რომლის შესახებაც დაბლა მოგიყვებით, ეს მოწყობილობაც შექმნილია D.K. & Wei Design-ის მიერ და ის ისეა გაკეთებული, რომ კვამლი ბუშტის საზღვრებს გარეთ არ გადის.
Spiro Air Cleaner
ბევრ ადამიანს არ სიამოვნებს კვამლი, რომელსაც მწეველები აყენებენ, ამიტომაც თვითონ მწეველბმა ამას გაგებით უნდა მოეკიდნონ. ამიტომაც სპეციალურად მათთვის Csaba Kálmán-მა შექმნა ქოლგა, რომელიც ყველა ცუდ მინარევს ჰაერით იზიდავს თავისკენ და “ყლაპავს” მათ. მოწყობილობა შესაძლებელია, რომ განთავსდეს როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე სახლში.