გასართობისასარგებლოსურათები

სოჭი- 2014: ექსკურსია ოლიმპიურ ადგილებში


დადგენილი იყო, რომ ექსკურსია ოლიმპიური ობიექტების დასათვალიერებლად „კრასნაია პოლიანაზე“ გაიმართებოდა… ასე რომ, „როზა ხუტორი“ იყო პირველი ობიექტი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით აშენებული უამრავი კომპლექსისგან შედგება. შეიძლება ითქვას, „კრასნაია პოლიანაზე“ მთელი ქალაქია გაშენებული, საუკეთესო ინფრასტრუქტურით და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამთო-სათხილამურო ტრასებითა და საბაგირო გზებით. ორგანიზატორებმა ისიც გაითვალისწინეს, რომ შესაძლოა, თებერვლის დასაწყისში ბუნებრივი თოვლი არ მოვიდეს, ამიტომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ხელოვნური თოვლის უდიდესი მარაგი უკვე მზად არის და შესაბამის ადგილას ინახება.
ამ პოსტში გთავაზობღ ოლიმპიური ადგილების მცირე ექსკურსიას :
ნახეთ ვიდეო: ოლიმპიური პარკი ზემოდან


1. იაპონელი ბიათლეტი ტან იალინი (Tan Yalin) გადის მაღალ-ჩქაროსნულ ტრასას.

2. სლოვაკელი მოთხილამურეები ტრენინგის დროს…
ტრენინგის ინტერაქტიური ხასიათი საშუალებას აძლევს სპორტსმენებს, დროის მცირე მონაკვეთში შეიძინოს პრაქტიკული ცოდნა და გამოიმუშაოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ დასჭირდებათ ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებისათვის.

3. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბაგირო გზებით ასვლა
იმ ადგილამდე, სადაც ტარდება შეჯიბრება სამთო-სათხილამურო სპორტში.


4. კავკასიის მთების ხედი.
კავკასიის რეგიონის ბუნება მრავალფეროვანია. აქ ორიგინალურად არის შეხამებული მშრალი პეიზაჟები ნესტიან სუბტროპიკებთან. თბილი ზღვებისა და ყინულოვანი მთების ასეთ სიახლოვეს სხვაგან იშვიათად ნახავთ…


5. „freestyle“ – თავისუფალ სტილში შეჯიბრების მონაწილეები ტრენინგის დროს…

6. ყინულზე ჩქროსნული გერმანელი მოციგურავეები „ციგურაობენ“ -(ადლერ არენაზე).

7. ტარდება ბოლო შემოწმება ოლიმპიური ჩირაღდანის – (Olympic torch).

8. ოლიმპიური სოფელის ხედი ფუნიკულიორის კაბინიდან (gondola).

9. PETA-ს აქტივისტები არ კარგავენ სიფხიზლეს…

10. ავსტრიის მოთხილამურების “ოლიმპიური“ ფოტო !

11. აქ ჩატარდება შეჯიბრებები ტრამპლინიდან ხტომაში.
როგორც ვიცით, ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა ზამთრის სპორტის პოპულარული სახეობაა და იგი სათხილამურო ორჭიდის ერთ-ერთი დისციპლინაცაა.
1945 წელს შემოიღეს ახალი წესები – სპორტსმენის შეფასებისას ნახტომის სიგრძესთან ერთად ითვალისწინებენ ხტომის სტილს, კოორდინაციის უნარს, ფრენისა და დაშვების ტექნიკას. ადრინდელი შეჯიბრებები 50- და 70-მეტრიან ტრამპლინებზე იმართებოდა, შემდეგ – 90 და 120-მეტრიანზე.
ტრამპლინიდან ხტომა ზამთრის ყველა ოლიმპიადის პროგრამაში იყო და ყოველთვის იქნება !


12. ოლიმპიური ჩირაღდანი განათებული ილუმინაციით

13. სროლების მწკრივი, სადაც ჩატარდება ბეატლონში (Beathlon ) შეჯიბრება.
ბეატლონი – ზამთრის სპორტის ერთ -ერთი სახეობაა, სადაც სპორტსმენები ერთმანეთს ეჯიბრებიან მიზანში სროლასა და თხილამურებით დისტანციის დაფარვაში ერთდროულად.


14. ნორვეგიელი ბიათლეტი – მწვრთნელის შენიშვნებს ყურადღებით ისმენს.



15. “Fischt” -ის სტადიონზე ტარდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის რეპეტიცია

ნახეთ ვიდეო: ჩირაღდანი აიტანეს მთა ელბრუსზე:

უნივერსალური ყინული:

თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close