კრეატივისაკითხავიუცნაური

ორიგინალური და კრეატიული საწოლები თანამედროვე ინტერიერისთვის


ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია საწოლის გარეშე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ ის დაახასიათოს. თანამედროვე საწოლები შეიძლება იყვნენ ორიგინალურები და უცნაურები.

საწოლი რომელიც იზრდება მფლობელთან ერთად
ბევრი ადამიანისთვის საწოლში მთავარი არ არის მისი გარეგნული იერსახე, არამედ მისი ფუნქციონალურობა. ამ საწოლმა მოიგო 2007 წლის სტოკჰოლმში ავეჯის გამოფენაზე. საწოლის კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, რომ საწოლი გაიზარდოს მფლობელთან ერთად. საწოლის გარშემო არსებული ჩარჩოს წყალობით გააჩნია გამძლე კონსტრუქცია. დიზაინერ Joel Hesselgren-ის თანამედროვე მოდელი საშუალებას გაძლევთ, რომ ერთ საძინებლიანი საწოლი გადააქციოთ ორ საძინებლიანათ.

საწოლი Millennium
საწოლის მოდელი ალბათ მოეწონებათ “ვარსკვლავური ომების” ფანების. პროექტი შექმნილია დიზაინერ Kayla Kromer-ის მიერ. საწოლში მოთავსებულია მანათობელი ფარები და გაფორმებულია ვარსკვლავური მოედანი. ასეთი საწოლი შეუმჩნეველი არ დარჩება.

საწოლი ტუალეტით
რახან საუბარი მიდის თანამედროვე საწოლებზე უნდა გამოვტყდეთ, რომ დიზაინერები ფიქორბენ ყველა ადამიანზე და ამიტომაც ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ავად არიან და თვითონ არ შეუძლიათ, რომ მივიდნენ ტუალეტამდე, სპეციალურად მათთვის შექმნეს საწოლი ტუალეტით, ხოლო განავალი კი გადის სპეციალურ ტომრებში.

საწოლი გიგანტური ჰამაკი
სასაცილო და ალბათ საწოლის მოსახერხებელი მოდელი. განსაკუთრებით საწოლი უფრო მოსახერხებელი იქნება მეორე სართულზე, პატარები უკვე საშიშები აღარ იქნებიან.

საწოლი ამერიკული მთები
რაც არ უნდა გასაოცარი ეს ამერიკული მთები ნამდვილი საწოლია. შეიძლება მისი ფორმა თქვენ გაფიქრებინებთ იმას, რომ საწოლი სულაც არაა გაკეთებული რელაქსაციისთვის. ძალიან უცნაური და ექსტრავაგანტული ნივთი ინტერიერისთვის.

საწოლი თოკებზე
დაკიდული საწოლი ჩამოკიდებულია მხოლოდ სულ რაღაც ოთხ თოკზე ყოველი კუთხის ბოლოში. თოკები თავისუფლად უძლებენ საწოლის წონასაც და ადამიანის წონასაც, რომელსაც მასზე ძინავს. საწოლი მუდმივად არის მოძრაობაში და უფრო კარგია რელაქსაციისთვის.

დივანი-საწოლი
დივანი-საწოლები ადრეც მოდაში იყვნენ, ისევე როგორც დღეს. მათ მიმართ სიყვარული აიხსნება ფუნქციონალურობით. ახალ კონცეფციას ჰქვია Morfeo. საუკეთესო მოდელია მათთვის ვისაც უყვარს საწოლში კითხვა. დივან-საწოლს გააჩნია ძალიან სასაცილო და ორიგინალური შეხედულება. ლამპარების კონფიგურირება შესაძლებელია ინდივიდუალურად. ერთი სიტყვით მკითხველთათვის ეს საწოლი არის ზედ გამოჭრილი!

საწოლი სენდვიჩი
თემატური ინტერიერი დღეს საბავშვო ოთახებში ძალიან პოპულარულია. ბავშვებს სურთ, რომ თავიანთ ოთახებში ჰყავდეთ თავიანთი საყვარელი სუპერ-გმირი. მაგრამ თემატური ინტერიერი პოპულარულია არამარტო ბავშვებში. საწოლ სენდვიჩს შეიძლება შევხვდეთ სასტუმრო ქსელში – FantaSuite Hotels. სასაცილო და ორიგინალური დიზაინის მქონე საწოლი ბევრ ადამიანს მოხიბლავს.

საწოლი Sonic
ასეთი საწოლის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ გაერიდოს ხმაურს და ჩათვლიმოს. საწოლი არის ნამდვილად დიდი და აღჭურვილია 12 არხიანი ხმოვანი სისტემით. საწოლში არის გამაძლიერებლები, ლეიბები და დინამიკები.

მცურავი საწოლი
საწოლს ჰქვია მცურავი, რადგან იგი არ არის დამაგრებული არაფრით და რამდენიმე სანტიმეტრითაა დაშორებული იატაკს. ეს არის კონსოლური საწოლი, რომელიც ნებისმიერ ბინას “დახატავდა”.

საწოლი-წიგნი
ეს საწოლი ალბათ ნებისმიერ ადამიანს მოეწონება, განურჩევლად ასაკისა. ასეთ საწოლს შეუძლია გააღვიძოს ბავშვი უფროს ადამიანში. ის გამოიყურება როგორც ნამდვილი წიგნი, გარეკანით და მცირე ატრიბუტებით. საწოლი არის იდეალური გადაწყვეტილება იმ ოჯახებისთვის, რომელშიც რამდენიმე ბავშვია. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გააჩნდეთ თავიანთი ტერიტორია და მართონ ის. პროექტი შექმნილია იაპონელი მხატვრის – Yusuke Suzuki-ის მიერ. საწოლში დაწოლა არის ნამდვილი სიამოვნება, რადგან მასში თქვენ თქვენს თავს იგრძნობთ როგორც წიგნის ნაწილს, როგორც ისტორიის ნაწილს, როგორც საიდუმლოს ნაწილს.

ეკოსაწოლი
თანამედროვე საწოლს შეუძლია დააკმაყოფილოს ეკოენთუზიაზმის მქონე ხალხის გემოვნება. Ecotypic bed-ის მოდელი არის ორიგინალური და უნიკალური. მასში შეგროვებულია ყველაფერი რაც კი არის საჭირო: ნათურა თავზე, რომ იკითხოთ, დინამიკები მუსიკისთვის და ადგილი ყვავილებისთვის. ჯანმრთელობა და კომფორტი პირველად ერთიანდება ამ რევოლუციურ საწოლში. ალბათ არავინ არ იტყვის ისეთ საწოლში დაწოლაზე უარს, რომლის გარშემოც არის სასიამოვნო არომატი, არის კონდინციონერები და რომელიც ცვლის სრულებით ცვლის ადამიანის განწყობას.

საწოლი-კაბრიოლეტი
დროს, რომელსაც დღეს ეძახიან “რეტროს” სინამდვილეში იყო ის დრო როდესაც შეიქმნა ბევრი გამოგონება და ინოვაცია. საწოლი-კაბრიოლეტი შექმნილია ჯო კოლომბოს მიერ. დიზაინერი შთააგონა მანქანამ და შექმნა საწოლი რომელზე დაწოლის დროსაც ზემოთ არსებული დასაკეცი თავსახური იხურება და იქმნება მარტოობის სრული განცდა. საწოლი იყო ერთ-ერთი პირველი იმ მოდელთაგან, რომელშიც გათვალისწინებული იყო მართვის პანელი, რომელიც უზრუნველყოფს ვენტილატორის მუშაობას, რადიოს და ტელეფონს. იმ დროს საწოლს ერქვა “მანქანა ცხოვრებისთვის”, იმიტომ, რომ ეს არ იყო უბრალოდ ავეჯი, ეს იყო ტექნიკა მრავალი მამოძრავებელი ნაწილით და მექანიზმებით.

loading...
თეგები
Close
Close