არქივი

ყველაზე პოპულარული ცრურწმენები

image

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ცრურწმენების ძალიან ცოტა სივრცეა, ადრე ისინი ისტორიის ნაწილს წარმოადგენდნენ, რამაც დიდი როლი ითამაშა მაშინდელი კულტურისა და საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხში. თუმცა დღესაც არის ერი, რომელთაც აქვთ ცრურწმენების საკუთარი კომპლექტი ტრადიციულად შემორჩენილი. აქედან გამომდინარე კი მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე გავრცელებული ცრურწმენები:

1. შავმა კატამ გადაგირბინათ?

ეს ძალზედ გავრცელებული ცრურწმენა, რომელიც დღესაც ატარებს არსებით ხასიათს შუა საუკუნეებში აღმოცენდა. მაშინ რატომღაც მიაჩნდათ, რომ გასათხოვარ ქალს თავი შორს უნდა დაეჭირა კატებისგან, ვინაიდან კატის სული ეშმაკთან ასოცირდება. ამიტომ მანდილოსნებს, რომლებსაც ჰყავდათ სახლში კატები და უყვარდათ ისინი, ვერ გათხოვდებოდნენ სწორედ ზემო ხსენებული მიზეზის გამო, ვინაიდან კატის სხეულში არსებული დემონური სული იმოქმედებდა ქალის აურაზე.

image

2. ღამით საღეჭი რეზინის ღეჭვა ახლობლის სიკვდილის მომასწავებელია…

თურქეთში დამკვიდრებული ცრურწმენა, რომლის თანახმად, ვინც საღეჭ რეზინს ღამით დაღეჭდა, აუცილებლად ახლობელი დაეღუპებოდა.

image

 

3. ცხენის ნალი წარმატებისთვის და თვალისაგან დასაცავად.

ეს ცრურწმენაც მოგეხსენებათ, რომ ფართოდ გავრცელებულია და ბევრი თქვენგანი დღესაც ხედავს ვინმეს ან საკუთარი კარის თავზე მიმაგრებულ ნალს, რომელიც ძველი ცრურწმენებიდან გამომდინარე ბოროტი თვალისგან დასაცავად და წარმატების საწინდრად გამოიყენებოდა, ვინაიდან სტანდარტულ ნალს აქვს შვიდი ხვრელი, შვიდი რიცხვი კი როგორც მოგეხსენებათ ბედნიერებასთან ასოცირებული რიცხვია.

image

 

4. პარასკევს თუ 13 რიცხვი დაემთხვა.

პარასკევი დღის 13 რიცხვი 19-ე საუკუნეში ცრუმორწმუნეთა წყაროდ იქცა, ხოლო მასზე კონკრეტული ინფორმაცია თუ ვინ და რის საფუძველზე მოიგონა, არ არსებობს. უბრალოდ დღესაც შემორჩა ხალხს ამაზე რწმენა და 13 რიცხვის პარასკევ დღეს საქმეს, ბიზნესი იქნება ეს, ბანკეტი თუ მგზავრობა, თავს არიდებს, უბრალოდ სჯერათ რომ ეს დღე დაწყევლილია და წარუმატებელი იქნება.

image

 

5. ჩიტის სკლინტს სიმდიდრე მოაქვს.

რუსეთში გავრცელებული ფორმაა ეს ცრურწმენა, რომლის თანახმად თუ ჩიტმა თქვენ ან თქვენს მანქანას დაასკლინტა, უეჭველი ფულთან ან სიმდიდრესთან გექნებათ საქმე.

image

6. ერთი ასანთით სიგარეტის სამ ღერზე მოკიდება…

ყირიმის ომიდან პირველ მსოფლიო ომამდე იყო ეს ცრურწმენა გავრცელებული, რომლის თანახმად, სამი ჯარისკაცი, რომლებიც ერთი ასანთის ღერით მოუკიდებდნენ თამბაქოს, უეჭველი მტრის ტყვიის მსხვერპლი გახდებოდა, ვინაიდან სანამ ისინი ბოლთას სცემდნენ, სნაიპერისთვის ადვილი შესაძლებელი იყო მოუმზადებელი ჯარისკაცისთვის შუბლი გაეხვრიტა. თუმცა დღესაც საკმაოდ გვრცელებული ფორმაა.

image

7. ე.წ. ნიჩურიტი.

ნიჩურიტი, ანუ თითების გადაჯვარედინება უძველეს ხასიათს ატარებს, თითების გადაჯვარედინებას უძველეს დროში ქრისტიანები გამოიყენებდნენ ბოროტი სულების განსადევნად, ვინაიდან თითებს ჯვრის ფორმა ეძლეოდა. თუმცა მას ჩვენს დროში თეთრი ტყუილისთვის იყენებენ.

image

8. დაცემინებაზე “ჯანმრთელობის” თქმა.

დღესაც ფართოდ გავრცელებული ფორმაა დაცემინების დროს შემდეგი ფრაზები: “ჯანმრთელობა, დღეგრძელობა” და ა.შ. ამ ცრურწმენას კი დასაბამი პაპი გრიგოლი დიდმა მისცა, რომლის თქმითაც დაცემინების დროს ადამიანის სხეულს სული ტოვებდა და მას უსურვებდნენ ზემო ხსენებულს, რათა სული წარმატებით დაბრუნებოდა სხეულს.

image

9. თარსი 13 რიცხვი.

დღემდე უცნობია თუ რატომ თვლიან 13 რიცხვს წარუმატებლად და თარსად, თუ რომელი ჭორის საფუძველზე და სად შეიქმნა ამ რიცხვზე ამხელა აჟიოტაჟი. უბრალოდ ბევრი დღესაც გაურბის ამ რიცხვს, მაგ: არ აგებენ 13 საფეხურიან კიბეს, 13 სართულიან შენობას და ა.შ.

image

10. ხელის გულის ქავილი.

მრავალი ვარიაცები არსებობს ამ ცრურწმენასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც თუ მარცხენა ხელის გული გექავებათ, აუცილებლად ფულს მიიღებთ, თუ მარჯვენა- დაკარგავთ. ორივე ხელის გულის ქავილის შემთხვევაში კი უმჯობესია ექიმს გაესინჯოთ.

image

11. ახალი ცოცხი ახალ სახლში, ახალ წელს…

თუ ყოველივე ახალს ახალი ცოცხით შეხვდებით და გახვეტავთ, წარმატება და იღბალიც გარანტირებული გაქვთ, აი ასეთი ახსნა აქვს ცრურწმენას ცოცხებზე, რომელიც ცოცხებზე ფართოდ გავრცელებული ცრურწმენებიდან ერთ-ერთია.

 

image

12. გატეხილი სარკე.

მოგეხსენებათ რომ სარკესთან დაკავშირებულია ბევრი მისტიკურობა. თუმცა არსებობს ცრურწმენებიც, რომლის თანახმად სარკის გატეხვა ზიანს და უიღბლობას მოგიტანთ, ვინაიდან ცრურწმენების დასკვნით სარკეში ბოროტი სულები სახლობენ და მისი გატეხვის შემთხვევაში ისინი გარეთ გამოდიან.

image

13. ხეზე ან ხის ავეჯზე დაკაკუნება.

როგორც ცხადია ძველი მონაყოლებიდან, კეთილი სულები ხეში ცხოვრობდნენ, მასზე უაზროდ დაკაკუნებით კი ვანრისხებთ ამ კეთილ სულებს და ეს ცუდის მომასწავებელია.

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button