გამოგონებაგასართობიუცნაური

ამერიკელებმა შეძლეს შეექმნათ სისტემა, რომლის წყალობითაც სამხედრო-სატრანსპორტო ტექნიკა ივლის მძღოლის გარეშე

image

ამერიკულმა კომპანიამ მოახერხა ის რაც ჯერ არავის გაუკეთებია სამხედრო მრეწველობაში, სამხედრო დანიშნულების მანქანები მოძრაობენ მძღოლების გარეშე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით ჩაიარა ტესტირებამ სამხედრო–სატვირთო მანქანებზე, რომლებიც მძღოლების გარეშე იმართებოდნენ მანქანებზე დაყენებული ზე თანამედროვე ტექნოლოგიის სისტემის”Terramax”–ის გამოყენების წყალობით. ამ სისტემას აწარმოებს კომპანია “Oshkosh”. მანქანები იმართება ოპერატორების მიერ, ისევე როგორც უპილოტო თვითმფრინავები, სატვირთოებზე დაყენებული აპარატურის წყალობით მანქანები აფიქსირებენ დაბრკოლებებს მათ მარშრუტზე და ირჩევენ შედარებით ადვილად გადასალახავ წინაღობას. მანქანებს შეუძლიათ ავტონომიურ რეჟიმში გადაადგილდნენ ძნელად სავალ ადგილებში. ოპერატორი მთელ მარშრუტს აკონტროლებს მონიტორზე. განსაკუთრებულ სიტუაციებში მანქანაზე დამონტაჟებული აპარატურის სენსორები დროულად ახდენენ რეაგირებას საშიშროებაზე და მანქანა ავტომატურად ცვლის მოძრაობის მიმართულებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მანქანა სრულიად ავტონომიურ რეჟიმში იმოძრავებს შორ მანძილზე, პირიქით–მანქანის მართვის პროცესში მანქანაზე დამონტაჟებული სისტემა ოპერატორს აწვდის მრავალი სახის ოპერატიულ ინფორმაციას, რომელსაც ოპერატორი საჭიროების შემთხვევაში გადასცემს შესაბამის სტრუქტურებს რეაგირებისათვის.
ტესტების წარმატებული შედეგების წყალობით იგეგმება აშშ–ს შეიარაღებული ძალების ტრანსპორტის მესამედი გადავიდეს ამ სისტემაზე 2015 წელს, რაც ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თვალსაზრისით ძალზე დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
როგორც აღმოჩნდა ეს პროექტი 2005 წლიდან იქნა ამოქმედებული და დღემდე მიმდინარეობდა ამ სისტემის დახვეწა და ამერიკული სამხედრო ტრანსპორტისათვის მისი მისადაგება და დამონტაჟება.
პროექტის ავტორების განცხადებით ეს სისტემა არაა გათვლილი მხოლოდ რომელიმე ცალკეული ტიპის ტრანსპორტისათვის, არამედ ის გათვლილია სამხედრო ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობისათვის, მძიმე ტექნიკის გარდა.
გთავაზობთ სურათებს ამ სისტემით აღჭურვილი სამხედრო მანქანების კადრებით.
სისტემის გამოცდა მიმდინარეობდა განსაკუთრებით ძნელად გადასალახ უდაბნოში, სადაც “უპილოტო” სამხედრო–სატვირთო მანქანების გამოცდამ სრული წარმატებით ჩაიარა.

imageimageimageimageimageimageimage

 

წყარო : intermedia.ge

loading...
თეგები
Close
Close