გასართობისასარგებლოსურათები

ოლიმპიური სოფელი სოჭში მოთხილამერეებისა და ბიათლეტებისათვის


გიწვევთ ექსკურსიაზე ერთ-ერთ ოლიმპიურ სოფელში , სადაც იცხოვრებენ სპორტსმენები 2014 წლის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების დროს. (ნახეთ ვიდეო:)

ამ სოფელში, რომელიც აშენდა პსეხაკოს ქედზე (Psekhako Ridge) სათხილამურო-ბეატლონის კომპლექსთან ახლოს, იცხოვრებენ სპორტსმენები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ბეატლონის და ყველგანმავალი სათხილამურო რბოლის შეჯიბრებებში. სოფელი, რომლის ტერიტორია შეადგენს 27 ჰექტარს, გათვლილია 1100 ადამიანის საცხოვრებლად.


სპორტსმენების და გუნდის წევრებისათვის აგებულია 28 კოტეჯი. სხვათა შორის, საერთაშორისო რეგლამენტ-დებულების თანახმად, სპორტსმენებისათვის საცხოვრებელი უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმ სიმაღლეზე, რომელზეც ჩატარდება შეჯიბრება.

ხედი ფანჯრიდან. კოტეჯების წინ – წყალსატევი, სადაც წყალი არასოდეს იყინება.

წყალს გამოიყენებენ ხელოვნური თოვლის წარმოებისათვის. წყალსატევს აქვს უზარმაზარი ზომები.

გთავაზობთ – შევიხედოთ ერთ-ერთი კოტეჯის შიგნით…

ყველაფერი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან. შიგნით, კოტეჯების ოთახები გაჟღენთილია ძვირადღირებული ხის ჯიშის „პავლონიას“ სუნით, რომელსაც, სამწუხაროდ ეს ფოტო-სურათები ვერ გადმოგცემთ.

აბაზანა. ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ

ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ, ეს ადგილი, სავარაუდოდ გადაიქცევა დიდ და შესანიშნავ პანსიონატად.

ნახეთ ვიდეო:

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close