გართობაუცნაური

10 ყველაზე ფერადი ქალაქი მსოფლიოში

image

10 ყველაზე ფერადი ქალაქი მსოფლიოში

 

გუანახუატო, მექსიკა. ეს არის მექსიკის შტატი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ მთიანეთში. შტატის სახელი მომდინარეობს მისი ამავე სახელწოდების დედაქალაქისგან, რომელსაც თავის მხრივ, ეს სახელი ადგილობრივი ინდიელების ენის გავლენით დაერქვა და ნიშნავს “ბაყაყების გორაკს”. გუანახუატო ყოფილი პრეზიდენტის– ვისენტე ფოქსისა და კუბისტი მხატვრისა და მიურალისტის დიეგო რივერას მშობლიური შტატია.

image

ლიმა, პერუ. ქალაქი 1535 წლის 18 იანვარს ესპანელმა კონკისტადორმა ფრანსისკო პისარომ დააარსა და სიუდად-დე-ლოს-რეიესი ანუ „მეფეთა ქალაქი“ უწოდა. იგი გახდა ესპანური პერუს ვიცე-სამეფოს დედაქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. პერუს დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ, ლიმა პერუს რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.

image

 

მარანოლა, იტალია. ამ პატარა ქალაქის კეთილმოწყობილი სანაპირო კლდეები, პირდაპი ზღვას გადაჰყურებს. მარანოლა მე–12 საუკუნის ქალაქად თარიღდება, რომლის ფერადი სახლებიც თვალწარმტაცია.

image

 

პატაია, ტაილანდი. ეს ქალაქი ტაილანდის ყურის აღმოსავლეთით მდებარეობს, რომელიც მილიონობით ტურისტს იზიდავს. პატაია ერთ–ერთი ყველაზე ჯადოსნური და ფერადი ქალაქია მსოფლიოში.

image

 

სენტ–ჯონსი, ნიუფაუნდლენდი, კანადა. სენტ-ჯონსი შტატის ადმინისტრაციული ცენტრია და მოსახლეობით პირველი ადგილი
უკავია.ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლებული პუნქტია კანადაში. ქალაქი დაარსდა 1583 წლის 5 აგვისტოს ინგლისის დედოფლის ელისაბედ I-ის ბრძანებით, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო დიდმა
ბრიტანეთმა თავისი კოლონიური იმპერიის გაფართოება.

image

 

სტოკჰოლმი, შვედეთი. სტოკჰოლმი შვედეთის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია XIII საუკუნიდან.მისი სტრატეგიული მდებარეობა შვედეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს
თოთხმეტ კუნძულზე, ტბა მელარენის შესართავთან, სტოკჰოლმის არქიპელაგთან, ისტორიული მნიშვნელობისაა. კუნძულებზე მდებარეობისა და განსაკუთრებული სილამაზის გამო, ქალაქს მეტსახელად “ჩრდილოეთის ვენეცია” შეარქვეს. ის განთქმულია წარმტაცი პარკებით, ბაღებითა და არხებით, რის გამოც ის სკანდინავიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია საერთაშორისო ტურიზმისთვის.

image

 

უტრეხტი, ნიდერლანდები. უტრეხტი VIII საუკუნიდან მოყოლებული ნიდერლანდების რელიგიური ცენტრი იყო. ამჟამად უტრეხტის ეპისკოპოსი ყველაზე მნიშვნელოვანი კათოლიკური ლიდერია ნიდერლანდში.ქალაქის ძველი, ცენტრალური ნაწილი ადრეული შუა საუკუნეების მრავალ ნაგებობას მოიცავს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უტრეხტი ჩრდილოეთ ნიდერლანდების ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, სანამ ამსტერდამი ქვეყნის ურბანული და კულტურული ცენტრი გახდებოდა.

image

 

ვალპარაისო, ჩილე. ვალპარაისო, ჩილეს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ქალაქის ისტორიული ნაგებობები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

image

ვილემსტადი. ნიდერლანდის ანტილიის კუნძულების უმსხვილესი ქალაქი და დედაქალაქი. მდებარეობს კუნძულ კიურასაოზე.1997 წელს ქალაქის ისტორიული ზონა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

image

 

ვროცლავი, პოლონეთი. პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი.სადაც, მიედინება 5 მდინარე. ოდრა და მისი 4 შენაკადი. მეორე მსოფლიო ომამდე ქალაქში იყო 330 ხიდი, ამჟამად მათი რიცხვი 220-ია.

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button