გასართობიკრეატივიუცნაური

ქალაქ – ბრიუგეში გაიხსნა „თოვლისა და ყინულის სკულპტურების“ ფესტივალი


ყოველ წელს ბელგიის ქალაქ ბრიუგეში (Bruges) ზამთრის დღესასწაულების პერიოდში ტარდება ყოველწლიური „თოვლისა და ყინულის სკულპტურების“ ფესტივალი (Bruges Snow & Ice Sculpture Festival).
ფესტივალისათვის მზადება იწყება შემოდგომის დადგომისთანავე. ქალაქის მმართველი პირები ეპატიჟებიან მოქანდაკეებს და მხატვრებს , რომლებიც ქმნიან შთამბეჭდავ და მართლაც-და ხელოვნების უნიკალურ ნამუშევრებს.


ამჟამად, გამოფენის თემა იყო სტუდია Walt Disney -ის მულტიპლიკაციური პერსონაჟები, უფრო ზუსტად – ახალი კომპიუტერული ანიმაციური ფილმი „ცივი გული“ ( Cold Heart), რომელიც შეიქმნა ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის „თოვლის დედოფალი“ -ს (The Snow Queen) საფუძველზე.
ფესტივალში იღებენ მოაწილეობას, როგორც ადგილობრივი მოქანდაკეები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული გამოჩენილი ოსტატები – ძირითადად რუსეთიდან , კანადიდან, ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან და სხვ.


მთელი თვის განმავლობაში იქმნებოდა განსაცვიფრებელი თოვლის და ყინულის სკულპტურები, რომლებმაც გარდააქციეს გამოფენა გრანდიოზულ ყინულის პარკად. გამოფენა გაგრძელდება 25 თებერვლამდე…
ნახეთ ვიდეო, ხოლო შემდეგ ვიდეოში თქვენ ნახავთ, თუ როგორ აკეთებენ ყინულის ქანდაკებებს-საინტერესოა ძალიან :

1.
ნახეთ მეორე ვიდეოც:
2.

making off // icesculpture festival Bruges 2010 from whaam.tv on Vimeo.











































loading...
თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close