TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

9 ყველაზე ამაზრზენი რამ, რასაც შეიძლება ყურის ბარაბანში გადავაწყდეთ

dc68007892be
ამ სტატიაში თავმოყრილია ყველაფერი ამაზრზენი რამ, რაც აღმოჩენილია ადამიანის ყურებში:
1. ტარაკანი – სიგრძით 2,5 სმ.
17e734305947

ჰენდრიკ ჰელმერს (Hendrik Helmer), ავსტრალიის ქალაქ დარვინიდან (Darwin)
მოუხდა ექიმთან მისვლა მას შემდეგ , რაც მის მარჯვენა ყურში, ძილის დროს
შეძვრა ტარაკანი და კარგად „მოკალათდა“…
მისტერ ჰალმერმა აღმოაჩინა არასასურველი სტუმარი, მაშინ როდესაც ყურში იგრძნო მწვავე ტკივილი, რომელმაც გააღვიძა ის.
ტკივილი სწრაფად გაძლიერდა, ამიტომ ჰალმერმა გადაწყვიტა მტვერსასრუტით გამოეყვანა მისთვის უცნობი მწერი ;
როდესაც ამ მეთოდმა არ გაამართლა, ჰალმერის მეზობელმა ურჩია მისულიყო ექიმთან. დათვალიერების შემდეგ, ექიმმა იფიქრა, რომ მწერი მცირე ზომის იყო , და ჩაასხა ყურში ზეითუნის ზეთი, მაგრამ ამან კიდევ უფრო გააუარესა მდგომარეობა… ტარაკანამ დაიწყო უფრო ღრმად ჩაძრომა
ექიმმა საბოლოოდ ამოაძრო ტარაკანი პინცეტით .. ტარაკანის ზომამ გააოცა ორივე- ექიმიც და ჰენდრიკ ჰელმერიც, რადგანაც მისი სიგრძე აღწევდა დაახლოებით 2,5 სმ-ს.
2. საათის ბატარეა
79d4a0c05bfe
ბიჭი ბებიასთან ერთად წავიდა ნორტემპტონის (Northampton ) რეანიმაციულ განყოფილებაში მას შემდეგ, როცა გამოუტყდა ბებიას, რომ 5 დღის წინ თამაშობდა ფანქრით და შემთხვევით ჩაუტყდა „ფანქარი“ ყურში… ნივთის გასინჯვის და გამოკვლევის შემდეგ , ექიმმა აღმოაჩინა, რომ „ფანქარი“ ფაქტობრივად იყო საათის ბატარეა.
ნახეთ ვიდეო:

3. ცოცხალი ობობა.
63a937447caf

ქალბატონს ჩინეთიდან, რომელმაც მიმართა „Changsha“-ს ცენტრალურ საავადმყოფოს (Changsha Central Hospital) მარცხენა ყურში ქავილის გამო,
დიდი სიურპრიზი ელოდა. ექიმებმა ამოუღეს ყურის არხიდან ობობა, რომელიც ცხოვრობდა ქალბატონის სხეულში 5 დღის განმავლობაში.
ექიმებმა გამოიყენეს მარილიანი ხსნარი, რათა დაეველებინათ ობობა ქალის ყურში, რომ მას არ შესძლებოდა უფრო ღრმად შემძვრალიყო პაციენტის ყურში და რომ არ ეკბინა ქალისათვის . პროცედურა წარმატებულად ჩატარდა, და ქალი წრემლებლად დაიღვარა მადლობის ნიშნად, მას შემდეგ, როდესაც დოქტორ ლიუ შენმა (Liu Sheng) ამცნო სასიხარულო ამბავი.
ობობა, სავარაუდოდ შეუძვრა ყურში ქალბატონს, როდესაც მას ეძინა საკუთარ სახლში, სადაც ტარდებოდა კოსმეტიკური რემონტი.
ფოტოებზე შეიძლება დავინახოთ „ფეხსახსრიანი ცხოველის“ თვალი და წინა ფეხები. დაუპატიჟებელ სტუმარს, როგორც სხვა ობობასნაირთა კლასის წარმომადგენლებს აქვთ 8 კიდური , ობობების უმრავლესობას რვა თვალი აქვს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც არც ერთი თვალი არ აქვთ. პირის წინა ნაწილში ობობებს ე.წ. ხელიცერა აქვთ. იგი წარმოადგენს ღრმა ფუღურო მილებს, რომლებიც ბოლოვდება ბასრი მარწუხებით. ობობა მათ იყენებს მსხვერპლის განგმირვისთვის… ობობების უმრავლესობა კანიბალები არიან და სიამოვნებით მიირთმევენ ერთმანეთის ხორცს.
თითქმის ყველა ობობას აქვს შხამიანი ჯირკვალი, ხელიცერის საფუძველში ობობას აქვს ორი ტომრისებრი შხამიანი ჯირკვალი, რომელიც დაკავშირებულია მარწუხებთან სადინარით.
ობობის კბენა ადამიანზე ძალიან საშიშია , რადგანაც ის იყენებს შხამს და სავალალო შედეგი აქვს!!!
4. ხორცისმჭამელი ჭიები.
3e8d59ab4f4a

როდესაც როშელ ჰარისი ( Rochelle Harris ) დაბრუნდა ინგლისში პერუში მოგზაურობის შემდეგ, მას მუდმივად ესმოდა „კაწვრის„ ხმები. როშელს დაეწყო ძლიერი თავის ტკივილები და ერთ დღეს მოულოდნელად შენიშნა, რომ ყურიდან გადმოსდიოდა ჩირქი და დაუყონებლივ მიმართა ექიმს. პირველამა ექიმმა განაცხადა, რომ როშელ ჰარისს უმნიშვნელო ყურის ინფექცია აქვს, თუმცა მოგვიანებით, სპეციალისტმა აღმოაჩინა, რომ 27 წლის როშელის (Rochelle) ყურში ცხოვრობდა ხორცისმჭამელი ჭიები. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გოგონას ყურის ბარაბანის მემბრანა, სისხლძარღვები და სახის ნერვები არ დაზიანებულა, მაგრამ ჭიებმა ამოღრღნეს ყურის არხში 12 მმ დიამეტრის ხვრელი.
შემდგომში, როშელ ჰარისს ( Rochelle Harris ) ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია საავადმყოფოში „Royal Derby Hospital „ , რომლის დროსაც ექიმებმა აღმოაჩინეს „წარმოუდგენელი ჭიების მასა“ მის ყურში. ზოგიერთმა მათგანმა დადო კვერცხებიც… რვა ჭია იყო – ხორცის ბუზის მატლები, რომელთაც ქვიათ „Cochliomyia hominivorax“. ამ სახის ბუზები მრავლდება ძუძუმწოვარების და ადამიანების ჭრილობებში, ხოლო აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მდედრი დებს 250-იდან 450-მდე კვერცხს, რომლებიც იჩეკებიან 24 საათში.
როშელ ჰარისის გადმოვემით , მას გაახსენდა, რომ პერუში ყოფნისას მარცხენა ყურში თითქოს შეუფრინდა ბუზი, აიქნია ხელი და არც კი მიუქცევია ყურადღება ნამდვილად გამოფრინდა თუ არა …
5. ცოცხალი ჩრჩილი
f635bb3e83ca

12 წლის ბიჭი სასწრაფოდ გადაიყვანეს კოლორადოს (Colorado) პირველი დახმარების პუნქტში, რომ ყურიდან ამოეყვანათ ჩრჩილი.
ვეიდ შლოტემ (Wade Schlote) განაცხადა, რომ მწერისაგან ყურში ტკივილი
იმდენად ძლიერი იყო, რომ სულ ტიროდა და ისტერიულად ყვიროდა.
რამდენიმე წარუმატებელი მცედლობისა, რომ ყურიდან ამოეღოთ ჩრჩილი, ექიმებმა, საბოლოოდ პინცეტით ამოიღეს მწერი, ხოლო ვეიდმა გაკვირვებულმა თქვა: “ჩრჩილი ჯერ კიდევ ცოცხალია და აგერ ოთახში დაფრინავსო- ” :)

6. ცოცხალი ბაბუაწვერა
efeab234cd92

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მცხოვრებ პატარა გოგონას ყურში რეალურად ეზრდება ბაბუაწვერა…
მშობლებმა თავიანთი 18 თვის რანრანი (Ranran) წაიყვანეს ექიმთან, მას შემდეგ როცა შენიშნეს, რომ მათ პატარა გოგონას ყურში რაღაც იზრდებოდა.
ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ გოგონას ყურში იზრდებოდა „სრულად ფორმირებული ბაბუაწვერა“ სიგრძით 2 სმ-ის და ყურის არხი მთლიანად ქონდა ამოქოლილი.
ბაბუაწვერას ამოღებას დასჭირდა რამდენიმე წუთი, მაგრამ ექიმების თქმით, ეს არ იყო იოლი ამოცანა, რადგანაც „ყვავილი“ იყო ძალიან წებოვანი…
7. 57 ლარვა
36e1096ea138

92 წლის ქალბატონს, რომელიც დაავადებულია ალცჰეიმერით (Alzheimer), ექიმებმა აღმოუჩინეს 57 ლარვა, თუმცა იმ დოს ის იმყოფებოდა მოხუცთა სანატორიუმში, სადაც მისი ოჯახის წევრები თვეში იხდიან $ 10 000 აშშ დოლარს
კეტრინ მაკ-კენის (Catherine McCann) ოჯახმა უჩივლა სასამართლოში პანსიონატის ადმინისტრაციას 92 წლის ქალბატონისადმი ნაკლები ყურადღების გამო … კეტრინის ქმარმა- ჯონ მაკ-კენიმ (John McCann) დახარჯა მთელი დანაზოგი იმისათვის, რომ კეტრინისათვის მიექციათ სათანადო ყურადღება Arlington Heights-ში , ჩიკაგო.
ექიმები , რომლებიც მკურნალობდნენ ქალბატონს, დაადასტურეს, რომ ბუზი შეფრინდა მოხუცებულის ყურში და დადო იქ კვერცხები, საიდანაც გამოიჩეკა დაახლოებით 65 ლარვა. ექსპერტებმა, რომლებმაც შეისწავლეს აღებული ნიმუშები, აცხადებენ რომ ლარვები 2-3 დღის განმავლობაში უკვე იყო მოხუცებულის ყურში; როდესაც ექიმებმა დაათვალიერეს პაციენტი, მისი ყურიდან გამოძვრა ლარვა.
ნახეთ ვიდეო:

8. კბილი
be9a1cf0d6d4

დოქტორი საიმონ განე (Simon Gane), რომელმაც დააფუძნა ლონდონის კლინიკა „სუფთა ყური“ ყვება, რომ ერთხელ მან პატარ გოგონას ამოუღო კბილი ყურიდან. ექიმის თქმით, გოგონას სურდა, რომ „კბილი შეენახა ასფრთხო ადგილას, კბილის ექიმის მოსვლამდე“.
9.ბარბის ფეხსაცმელი
de65b57e898f

სკოლამდელი ბავშვის მშობლები საშინლად შეშინდნენ, როდესაც უთხრეს , რომ მათ შვილს უვითარდება სიმსივნე და შეიძლება მოხვდეს ბავშვის ტვინში.
საბედნიეროდ , ქირურგებმა მალე აღმოაჩინეს, რომ ეს იყო ვარდისფერი ბარბის ფეხსაცმელი !
ბავშვმა დიდი ხნის წინ, ჩაიდო ბარბის ფეხსაცმელი ყურში, და ფეხსაცმელი შეეზარდა კანის ქსოვილის ფენას.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button