ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქცია მალე დაიწყება


სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქცია მალე დაიწყება…

ალბათ უსამართლობაა ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო კლუბი მადრიდის “რეალი” თამაშობს ფეხბურთს უკვე დიდი ხნის დაძველებულ სანტიაგო ბერნაბეუზე და აი კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სიტუაცია გამოესწორებინათ, ამიტომაც რამდენიმე დღის წინ წარდგენილი იქნა ძველი არენის რეკონსტრუქცირებული ვარიანტი, რომელიც ამ ძველ სტადიონს აქცევს მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და დიდ სტადიონათ.

ყოველთვის როდესაც მადრიდის “რეალი” ყიდულობდა ძვირადღირებულ ფეხბურთელს ან ანონსირებდა სავარჯიშო ბაზის მშენებლობას არაბეთის გაერთიანებულ საერმიროებში ჟურნალისტები მუდმივად სვამდნენ კითხვას თუ როდის გაარემონტებდა სამეფო კლუბი თავის არენას, რადგან სანტიაგო ბერნაბეუს უკანასკნელად რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2001 წელს, ხოლო სტადიონი კი საერთოდ აშენდა 1947 წელს.

პროექტი შექმნილია გერმანულ კომპანიასთან – GMP Architekten-თან ერთად, ასევე არენის პროექტირებაში მონაწილეობენ ესპანელებიც არქიტექტურული სტუდიებიდან – L35 და Ribas&Ribas, ისინი გეგმავენ, რომ სტადიონი აქციონ მრავალფუნქციურ კომპლექსათ, რომელშიც იქნება არამარტო გაზრდილი ტრიბუნების რაოდენობა არამედ სავაჭრო ცენტრი, რესტორნები, კაფეები და ასევე კერძო ოთახები, რომელთა ფანჯრებიდან იშლება მატჩის ხედი.

ახალ სანტიაგო ბერნაბეუს ექნება უფრო დიდი ავტოსადგომი და პარკიც კი ლანდშაფტური ელემნტებით.

სანტიაგო ბერნაბეუს ექნება მემბრანული სახურავი, რომელიც დაფარავს არამარტო ტრიბუნებს, არამედ მთელ საფეხბურთო მოდანს, რაც ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს, რომ სტადიონი გამოყენებული იქნას კონცერტებისთვის, კონფერენციებისთვის და სხვა მასიური ღონისძიებებისთვის.

სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყება მიმდინარე წლის ივნისში და ახალი იმიჯით მადრიდის “რეალი” თავის ახალ არენას იხილავს 2017 წელს.

იმედია მადრიდის “რეალის” ფანები გაგახარეთ. :)

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close