გართობაუცნაური

ყველაზე ცნობილი ზღვის კლდეები

71029709d65d
წარმოგიდგენთ პლანეტის 10 ყველაზე ლამაზ ზღვიდან წამოშვერილი კლდეებს.
1. Dun Briste – ირლანდია.
Dun Briste- საოცარი ფრიალო კლდე, წამოწეული ზღვიდან 50 მეტრზე. ის მდებარეობს ბელიკასლის აღმოსავლეთით, ირლანდია. ეს ადგილი ძალიან უყვართ ორნიტოლოგებს, რადგანაც აქედან საკმაოდ მოსახერხებელია ყველა სახის ფრინველის თვალის დევნება, როგორც კი გამოჩნდებიან ამ ტერიტორიაზე

2. კლდე -იალქანი ,ყირიმი
კლდე-აფრა-ერთადერთია მარტო მდგარი ქვიშაქვის მონოლიტი შავი ზღვის სანაპიროზე. თავისი ფორმით ეს ფრიალო კლდე ჰგავს „იალქანს“. ამ კლდის საოცრება არის მისი პროპორციები. სისქეში ის მხოლოდ 1 მეტრია, სამაგიეროდ სიმღლე 25 მ.
6d613042e42b
3. მოხუცი Hoy, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი.
მოხუცი Hoy – 137 მ. სიმაღლის ფრიალო კლდე გადაჰყურებს კუნძულ Hoy-ს შოტლანდიაში. ამ კლდის ასაკი დაახლოებით 400 წელია.

89a4f2b4fb7a
4. Risin og Kellingin, ფარერის კუნძულები.
ეს 2 ფრიალო კლდე მდებარეობს ფარერის კუნძულების ჩრდილოეთ სანაპიროზე. მათი სახელი ნიშნავს „გიგანტს“ , „ჯადოქარს“ და მომდინარეობს უძველესი ლეგენდიდან. „გიგანტის“ სიმაღლე აღწევს 71 მეტრს, ხოლო „ჯადოქრის“ 68 მეტრს.

6dfa33940823
5. Ko Tapu, ტაილანდი.
Ko Tapu- 20 მეტრიანი სიმაღლის კირქვის კლდე მდებარეობს Hao Ping კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილიდან 40 მეტრში. მეცნიერების თქმით, ადრე ამ ადგილას იყო წყალქვეშა რიფი.ქარის, ტალღებისა და დინების გამო შეიქმნა აი ასეთი კლდეები.

0c455f33152e
6. Ball-ის პირამიდა, ავსტრალია.
Ball-ის პირამიდა მდებარეობს წყნარი ოკეანის Lord Howe Island კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კმ-ში. სიმაღლეში ის აღწევს 562 მეტრს, სიგრძეში კი- 1100 და სიგანეში-300 მ. აქ აღმოჩინეს ცხოველთა მრავალი სახეობა, რომლებიც ადრე გადაშენებული ეგონათ.

d88b2f0c979d
7. Kicker კლდე, ეკვადორი.
კლდე Kicker Rock, ასევე ცნობილია როგორც მძინარე ლომი- საკმაოდ პოპულარული ადგილი წყალქვეშა ყვინთვისათვის კუნძულ სან-კრისტობალის დასავლეთ მხარეს, რომელიც მდებარეობს არქიპელაგ გალაპაგოსის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს კლდე აშვერილია ზღვიდან 152 მეტრზე.

85a6a5bcb306
8. ბებერი ჰარის კლდეები, დიდი ბრიტანეთი.
ბებერი ჰარის კლდეები -კირქვის ეს ორი კლდე მდებარეობს Dorset-ის სანაპიროზე, ინგლისის სამხრეთით. ეს ქანები მუდმივად ზღვის ტალღების ზემოქმედების ქვეშ ექცევიან და მათ გამო კლდეების ფორმა განუწყვეტლივ იცვლება დროთა განმავლობაში.
fb8b9dc52e0e
9. თორმეტი მოციქული, ავსტრალია.
თორმეტი მოციქული- კირქვიანი კლდეების ჯგუფი პორტ კემბელის ეროვნული პარკის სანაპიროზე ავსტრალიაში. ამ კლდეების უნიკალურმა განლაგებამ სწრაფად გახადა მიმზიდველი და ღირშესანიშნავი ადგილი ტურისტებისათვის. ყოველწლიურად აქ ჩამოდის 2 მილიონზე მეტი ტურისტი.

c776169d9bce
10. სამი ძმა, რუსეთი.
სამი ძმა – სამი ფრიალო კლდე ოხოტის ზღვაში. ეს ზღვა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილია და შემოსასაზღვრულია კამჩატკის ნახევარკუნძულით აღმოსავლეთიდან, კურილის კუნძულებით სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და სახალინით დასავლეთიდან. ამ სამი კლდიდან ყველაზე მაღალი აღწევს 75 მეტრს.
ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, სამი ძმა,რომლებიც ცდილობდნენ დაეცვათ სოფელი უზარმაზარარი ტალღებისგან, გადაიქცნენ 3 ქვად

673625680e58

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button