გასართობივიდეოებიუცნაური

მანდილოსანმა გადაინერგა თვალში პლატინის დეკორი


ლუსი ლუკეიანკო (Lucy Luckayanko), ალბათ წარმოადგენს ნიუ იორკის ერთადერთ მაცხოვრებელს, რომელსაც აქვს დეკორი თვალში. მან დახარჯა $ 3000 ამერიკული დოლარი ერთ წუთიან პროცედურაზე, რომლის დროსაც მარჯვენა თვალის სკლერაში (თვალის კაკლის თეთრი ფიბროზული გარსის გაუმჭვირვალე ნაწილი) ჩასვეს გულის ფორმის პლატინის (თეთრი ოქრო) ნატეხი. ნახეთ ვიდეო:

პროცედურა ჩაატარა დოქტორმა ჩინმა ( Dr. Emil Chynn), რომელმაც დაამთავრა ჰარვარდის და ნიუ იორკის უნივერსიტეტი ( NYU ). ყველაზე საინტერესო დოქტორ ჩინზე ის არის, რომ გასული წლის აგვისტოს ახალ ამბებში ის მოიხსენიეს, როგორც სახელგანთქმული უბადლო ექიმი, რომელიც უიმედოდ ეძებს სიყვარულს და ცხოვრების მეორე ნახევარს. როდესაც მან ვერ მოახერხა მოეძებნა მეორე ნახევრი, მან დაიწყო უფასო კოსმეტიკური პროცედურების შეთავაზება ნებისმიერი კლიენტისათვის, ვინც გააცნობდა მისი ოცნების ქალს.

ამჟამად, ძნელი სათქმელია, მოუხდა თუ არა ლუსი ლუკეიანკოს გადაეხადა
პროცედურის თანხა, თუ მას ჩაუტარდა უფასოდ ?
ნებისმიერ შემთხვევაში, მან გადაწყვიტა გაეკეთებინა პროცედურა, და ახლა იგი სამუდამოდ გამოიყურება ისე, თითქოს მას თვალში გაეჩხირა ჭუჭყის მსგავსი ნატეხი…
როგორც აღმოჩნდა, ექიმებს უკვე გაეკეთებინათ ასეთი პროცედურები ევროპასა და ლოს ანჯელესში, მაგრამ ნიუ იორკში პირველად ხორციელდება ასეთი პროცედურა.
ლუსის შემღხვევაში, ყველაფერი დამთავრდა წარმატებით ერთ წუთში და ლუსი გაეშურა სახლისაკენ თავისი ახალი დეკორით თვალში;

რატომ დასჭირდა ლუსის ასეთი პროცედურა ? ღირდა ასეთი იმიჯის გაკეთება?
რა არის იმიჯი, რა კომპონენტებისაგან შედგება იგი, არის თუ არა იმიჯი რეალობასთან ახლოს და როგორ ხდება იმიჯის შექმნა ანუ იმიჯმეიკინგი?
როგორც ვიცით, ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან და საზოგადოებას წარუდგენენ თავიანთ თავს საკუთარი იმიჯით…
დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ, ადამიანები ოცდაათ წამში აღვიქვამთ ერთმანეთს და შესაბამისად – ერთმანეთის იმიჯს.
ყველა ჩვენტაგანს , ხუთი გრძნობა გვაქვს და ამ ხუთი გრძნობიდან ყველაზე მეტად გამახვილებულია ვიზუალური (მხედველობითი) გრძნობა. ამიტომ არის, რომ ხშირად იმიჯს გარეგნულ მხარესთან აკავშირებენ, რაც იმიჯის მხოლოდ ერთი კომპონენტია.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს უცნაური კოსმეტიკური პროცედურა პირველად გამოიგონა ჰოლანდიელმა ქირურგ- ოფთალმოლოგმა 2004 წელს .
დოქტორი ჩინი ( Chynn) აცხადებს, რომ პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო. „ეს არის პლატინის ძალიან თხელი ნაჭერი, რომელიც სპეციალურად
დამზადებულია თვალის ზედა ნაწილში ჩასასმელად, მაგრამ არა თვალში, ასე რომ არ არსებობს დაბრმავების რისკი ან თუნდაც მივიღოთ რაიმე ოფთალმოლოგიური პრობლემები“- დაჟინებით აცხადებს დოქტორი ჩინი (Dc. Chynn). “მას შეიძლება ქონდეს უმნიშვნელო ადგილობრივი სისხდენა, მაგრამ რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირის განმავლობაში თვითონვე გაივლის . არის კიდევ ერთი საშიშროება: ადგილობრივმა სისხდენამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია, მაგრამ ანტიბიოტიკების დახმარებით, ანთებითი პროცესი მალევე ჩაქრება !!!


საბედნიეროდ, ამ პროცედურის შესაძლო უკუ ჩვენებები, სრულიადაც არ აწუხებს ლუსის; ის კმაყოფილი და ნამდვილად ბედნიერია თავისი „ზალიან პატარრა , ძალიან მცირე, ძალიან ლამაზი გულის თვალით „. საინტერესოა , იცის თუ არა ლუსიმ, რომ ამერიკული ოფთალმოლოგიის აკადემია (American Academy of Ophthalmology) აფრთხილებს მომხმარებელს პოტენციური საფრთხის შესახებ.
ისინი იტყობინებიან, რომ არ არსებობს „უსაფრთხოების საკმარისი მტკიცებულება, და ამიტომაც ადამიანებმა თავი შორს უნდა დაიჭირონ ამგვარი პროცედურებისაგან…“


ნახეთ ვიდეო:













ნახეთ ვიდეო:

7.

loading...
თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close