ვიდეოებისაქართველოუცნაური

გია დვალი VS სტეფან ჰოუკინგი: შავი ხვრელის კოსმოლოგია

გია დვალი და სტეფან ჰოუკინგი თანამედროვეობის გამორჩეული და წარმატებული მეცნიერები არიან. მათ რამდენიმე გამორჩეული ნაშრომი აქვთ ფიზიკის დარგში. თუმცა არის რამდენიმე საკითხი რომელზეც განსხვავებული მოსაზრებები გააჩნია.

გია დვალის აზრით, დროშ მოგზაურობა ფიზიკის კანონების მიხედვით შესაძლებელია, თუმცა არის ერთ პრობლემა – ჩვენ ვერასდროს ვიმოგზაურებთ წარშულში. ხოლო ჰოუკინგის აზრით, კი მოგზაურობა ერთნაირად შესაძლებელია როგორც მომავალში ისე წარსულშიც.

არის სხვა საკითხები, რომელზეც მეტნაკლებად განსხვავებული პასუხები გააჩნია ამ ორ მეცნიერს. ეს საკითხი კი შავი ხვრელია.

სუპერმასიური შავი ხვრელი: სტეფან ჰოუკინგი
ირმის ნახტომის ცენტრში, ჩვენგან 26 000 სინათლის წელიწადის დაშორებით, გალაქტიკის ყველაზე მძიმე ობიექტი მდებარეობს. ეს არის სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელსაც მიზიდულობის უზარმაზარი ძალის გამო ერთ წერტილში 4 მილიონი მზის წონა აქვს. რაც უფრო ახლოს მიდიხარ შავ ხვრელთან, მით უფრო იზრდება გრავიტაცია. ძალიან ახლოს მისვლისას კი სინათლეც ვეღარ დააღწევს თავს. ასეთ შავ ხვრელებს საოცარი გავლენა აქვთ დროზე, უფრო მეტად ანელებენ მას, ვიდრე სხვა ობიექტები. ამით ის ბუნებრივ დროის მანქანად იქცევა.
ახლა წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება კოსმოსურმა ხომალდმა ეს ფენომენი გამოიყენოს. ეს შესაძლებელია მის გარშემო შემოვლით. ჩავთვალოთ, რომ ერთი სრული შემოვლა 16 წუთი გრძელდება. იმ მამაცი ადამიანებისთვის, რომლებიც ხომალდზე არიან, დრო შენელდება. შავი ხვრელის მოქმედების ძალა დროზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე დედამიწისა. ეკიპაჟისთვის დროის მსვლელობა ორჯერ შენელდება და 16 წუთიანი მგზავრობისას მათთვის მხოლოდ 8 წუთი გავა. ეს ასე იქნება ყოველ შემოვლაზე – მათთვის მხოლოდ იმ დროის ნახევარი გავა, რაც დედამიწაზე. ისინი დროში იმოგზაურებენ. წარმოიდგინეთ, ასე რომ იმოძრაონ შავი ხვრელის გარშემო 5 წლის განმავლობაში. ამ დროს ჩვენთან 10 წელი გავა. დედამიწაზე რომ დაბრუნდებიან, ყველა ადამიანისთვის 5 წლით მეტი იქნება გასული.
ასე რომ სუპერმასიური შავი ხვრელი არის დროის მანქანა, თუმცა ცხადია, ის პრაქტიკული გამოყენების არაა. მას ის უპირატესობა აქვს ჭიის ხვრელებთან შედარებით, რომ პარადოქსებს არ იწვევს. ასევე, არ გაანადგურებს თავის თავს უკუკავშირის ძალის გამო. მაგრამ ის საკმაოდ საშიშია, ასევე ძალიან შორსაა და არც ისე დიდ სხვაობას იძლევა დროში. თუმცა არის დროში მოგზაურობის სხვა ვარიანტიც, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ბოლო იმედს და საუკეთესო გამოსავალს დროში მოგზაურობაზე.
შენ უნდა იმოძრაო ძალიან, ძალიან სწრაფად. უნდა გადააჭარბო იმ სიჩქარესაც კი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შავ ხვრელში არ “ჩავარდე”. აქ ვეჩეხებით სამყაროს ერთ-ერთ უცნაურ თვისებას: სამყაროში სიჩქარე შეზღუდულია და მისი მაქსიმუმია 300 000 კმ/წმ, ასევე ცნობილი როგორც სინათლის სიჩქარე. სინათლეს ვერაფერი გაასწრებს, ეს მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სინათლის სიჩქარესთან მიახლოებით მომავალში მოგზაურობას შეძლებთ.


რომ გავიგოთ ამის მიზეზი, წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ბილიკი, რომელიც დედამიწას გარს უვლის. ამ ბილიკზე კი სუპერსწრაფი მატარებელი მოძრაობს. ეს მატარებელი მაქსიმალურად უახლოვდება სინათლის სიჩქარეს და იქცევა დროის მანქანად. ვაგონში სხედან მგზავრები, რომლებსაც აქვთ ბილეთი ერთი მიმართულებით – მომავლისკენ. მატარებელი იწყებს აჩქარებას, ემატება სისწრაფე და იწყებს დედამიწის გარშემო მოგზაურობას.
სინათლის სიჩქარესთან მიახლოებით მატარებელი ძალიან სწრაფად შემოუვლის დედამიწას გარშემო – წამში შვიდჯერ. მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, რამხელა სიმძლავრე ან ენერგია ექნება მას, სინათლის სიჩქარეს ვერ გაუტოლდება, რადგან ფიზიკის კანონები ზღუდავს ამაში. მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ძალიან მიუახლოვდა ზღვარს. ამ დროს ექსტრაორდინალური რამ მოხდება: დრო მატარებელში უფრო ნელა გავა, ვიდრე დედამიწის სხვა ადგილებში. რაც მატარებლის შიგნითაა, გაცილებით ნელა იმოძრავებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ზღვარი დაცულ იქნას. წარმოვიდგინოთ, რომ მატარებელში ბავშვმა სირბილი დაიწყო. მისი სიჩქარე დაემატება მატარებელის სიჩქარეს. ხომ შეიძლება უცებ სინათლის სიჩქარეს გადააჭარბოს? არა! ფიზიკის კანონები ამას ხელს შეუშლის ბავშვის მოძრაობის შენელებით. ის ვერ ირბენს ისე სწრაფად, რომ ზღვარს გაცდეს. დრო ყოველთვის შემცირდება იმდენად, რომ კანონი არ დაირღვეს.
წარმოვიდგინოთ, რომ მატარებელი დაიძრა 2050 წლის პირველ იანვარს. 100 წლის განმავლობაში გარს უვლის დედამიწას და საბოლოოდ, 2150 წლის პირველ იანვარს ჩერდება. ვინც ამ მატარებლით იმგზავრა, მათთვის მხოლოდ 1 კვირა იქნება გასული, რადგან დრო შიგნით ძალიან შენელებული იყო. როცა გადმოვლენ, ნახავენ შეცვლილ, ძალიან განსხვავებულ სამყაროს იმასთან შედარებით, რაც მათ წასვლამდე იყო. 1 კვირაში მათ გადაინაცვლეს 100 წლის შემდგომ მომავალში. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ისეთი მატარებლის აგება, რომელიც ამხელა სიჩქარეს განავითარებს. მაგრამ ჩვენ აგებული გვაქვს მისი მსგავსი რაღაც – ნაწილაკების ყველაზე მასშტაბური ამაჩქარებელი, რომელიც მდებარეობს ცერნში, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში(უცნაური ბლოგი).

გია დვალის საჯარო ლექცია შავი ხვრელის შესახებ : 
http://youtu.be/U7pJdyC22zU

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close