გასართობისაკითხავისასარგებლო

10 საუკეთესო მოწყობილობა, რომელიც მამაკაცმა ქალს უნდა აჩუქოს


ქალებისთვის აიფონების და მანქანების ჩუქება ძვირადღირებული საქმეა, ამიტომაც გთავაზობთ იმ მოწყობილობათა ნაკრებს, რომლებიც არც ისე ძვირია(გარდა გამონაკლისებისა) და ნებისმიერ ქალბატონს გაახარებს.

Everpurse
ქალის ჩანთა არ იტევს მხოლოდ კოსმეტიკას, პირადი ჰიგიენის ნივთებს და სხვა უაზრო ნივთებს, მაგალითად Everpurse-ი არის აღჭურვილი სპეციალური დამტენი ჯიბით, რომელიც საშუალებს მისცემთ მფლობელებს, რომ თავიანთი სმარტფონები დატენონ. თუ ასეთი ჩანთა გექნებათ, მაშინ თქვენ აღარ მოგიწევთ ზედმეტი კაბელების ძებნა, უბრალოდ ჩადეთ თქვენი სმარტფონი ჩანთის ჯიბეში და ცოტახანში თქვენი სმარტფონი იქნება დატენილი. ასეთი ჩანთა ღირს 190 ამერიკული დოლარიდან 330 ამერიკულ დოლარამდე.

Stellé Audio Clutch
მოდური ქლაჩი შექმნილია კომპანია Stellé Audio Couture-ს მიერ, დიზაინერ Rebecca Minkoff-ის მიერ. Stellé Audio Clutch-ი აღჭურვილია აუდიო სისტემით. იმისათვის, რომ მოუსმინოთ მუსიკას სრულიად საკმარისია, რომ ის დაუკავშირდეს სმარტფონს ან რაიმე პლეიერს Bluetooth-ის საშუალებით. ასეთი მოწყობილობა ღირს 400 ამერიკული დოლარი.

ტანსაცმელი CuteCircuit
წარმოუდგენლად ლამაზი და ფუტურისტული ტანსაცმელი CuteCircuit-ისგან შიგნითვე მოწყობილი LED განათებით, ალბათ ნამდვილად მოაქცევს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ წვეულებაზე ყურადღების ცენტრში. ცოტათი ეს სიამოვნება ძვირი ღირს – ტანსაცმლის ფასი არის 1500 ამერიკული დოლარი.

მინი პრინტერი Polaroid PoGo
მინი პრინტერ Polaroid PoGo-ს შეუძლია, რომ პირდაპირ დაბეჭდოს დოკუმენტები და ფოტოები. ის უერთდება სმარტფონს ან კომპიუტერს Bluetooth-ით. ასეთი მოწყობილობის ყიდვა Amazon-ზე ჯდება 200-250 ამერიკული დოლარი.

Martian Smart Watch
Martian-ის მოდური საათი სინქრონიზირდება სმარტფონთან და ატყობინებს მფლობელს შემომავალი ზარების და SMS-ების შესახებ პატარა დისპლეით. ამის გარდა შესაძლებელია, რომ მისცეთ ხმოვანი ბრძანებები სმარტფონს. ასეთი საათი ღირს დაახლოებით 250 ამერიკული დოლარი.

Handcandy LadyBuds
Handycandy-ს მოდური ყურსასმენები ალბათ ნებისმიერ მელომან გოგონას მოეწონება საჩუქრად. Handcandy LadyBuds-ი ღირს დაახლოებით 40 ამერიკული დოლარი.

ბალიში Sound Asleep
მეორე ნახევრის არყოფნის შემთხვევაში საწოლში დაწოლის მოტივი მაინც კარგია, რადგან თუკი გაქვთ ბალიში Sound Asleep-ი, რომელიც აღჭურვილია ინტეგრირებული დინამიკებით, მაშინ თქვენ მარტო დაწოლაც კი გესიამოვნებათ. ბალიში ღირს სულ რაღაც 50 ამერიკული დოლარი.

Sony NWZ-W262
Walkman-ის ყურსასმენები ნამდვილად გამოადგებათ იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან დილის ვარჯიშებითა და სირბლით. ამ ყურსასმენის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ყურსასმენების გვერდით არის მოთავსებული პლეიერი – პატარა კორპუსში, ამიტომაც სხვა ზედმეტი კაბელები სირბილისას ხელს აღარ შეგიშლით. ასეთი ყურსასმენები ღირს დაახლოებით 60 ამერიკული დოლარი.

SleepTracker
უძილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგიგვარებთ საათი SleepTracker, საათი ეწყობა მფლობელის ძილის ფაზებს და ნელა აღვიძებს ადამიანს რბილი ვიბრაციის საშუალებით. ასეთი საათი ღირს დაახლოებით 150 ამერიკული დოლარი.

ფიტნეს მწრთვნელი Wii Fit
Wii Fit+-ის გამოჩენის თანავე სპორტით დაკავება გახდა უფრო მარტივი, რადგან ამჯერად ადამიანი ვარჯიშებს აკეთებს პირდაპირ ტელევიზორის წინ. ამ ყველაფერში დაგეხმარებათ კონსოლ Wii-ს ჯოისტიკები და სპეციალური ნაკრები. ამ მოწყობილობის დახმარებით თქვენ შეგეძლებათ დათვალოთ დამწვარი კალორიების რაოდენობა.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close