გასართობიკრეატივისურათები

შეერთებულ შტატებში გასაყიდად გამოიტანეს ყველაზე ძვირადღირებული სახლი


ქალაქ ვ.გრინვიჩში (V Greenwich, შტატი კონექტიკუტი, აშშ) – 190 მილიონ ამერიკულ დოლარად იყიდება სახლი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე ძვირადღირებულ სახლს, ოდესმე წარმოდგენილს გასაყიდად ამერიკის შეერთებულ შტატებში! (ნახეთ ვიდეო:)
კონექტიკუტი , შტატი აშშ-ში, მდებარეობს ახალი ინგლისის რეგიონში. სახელი კი ალგონკინების ენაზე ნიშნავს – „გრძელი მდინარის სანაპიროს“. აქ შეიქმნა თანამეგობრობა, რომელმაც 1639 წელს თანამედროვე მსოფლიოს პირველი კონსტიტუცია მიიღო; ხოლო 1788 წლიდან აშშ-ს შტატია.

ადგილ-მამული “Copper Beech Farm”, აშენებული იყო 1896 წელს , ხოლო 1979 წელს კი ეკუთვნოდა Harriet Lauder Greenway-ს, რომელმაც შეიძინა ის 1904 წელს. დღესდღეობით, ამჟამინდელი მფლობელი კი არის ჯონ რუდი (John Rudey) – სწორედ ის ფლობდა ამ დიდებულ სასახლეს 31 წლის განმავლობაში და გაუთვალიწინებელი მიზეზების გამო , იძულებული შეიქმნა გაეყიდა თავისი ულამაზესი ადგილ-მამული, რომელიც ყოველი მხრიდან გადაჰყურებს ოკეანეს და ყოველი მოკვდავი აღფრთოვანებას ვერ ფარავს ამ სამოთხის შემყურე !!!

მამული “Copper Beech Farm”, ფართობით 20 ჰა მდებარეობს ორ კუნძულზე. ხოლო თვით სახლის ფართობი შეადგენს 1250 მ ², სახლში არის : საცურაო აუზი, ხოლო მამულში კი – ღია 25-მეტრიანი საცურაო აუზი, სპა, ჩოგბურთის მოედანი – ბალახის საფარით, სასტუმრო კოტეჯი, ფარეხები, ტრენაჟორების დარბაზები, საშინაო კინო-თეატრი, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, ოჯახის წევრებისათვის იახტები, 35 საძინებელი ოთახი თავისი სველი წერტილებით (თითო ოთახში სააბაზანო), თეთრ მარმარილოს მისაღები ოთახი, ანტიკვარული ავეჯი, ასევე უამრავი მწვანე გაზონები და „ზამთრის“ ბაღები შადრევნებებით და ქანდაკებებით და სხვ…






















ნახეთ ვიდეო:
უძრავი ქონება – $ 190 მილიონი ამერიკული დოლარი: იყიდება ამერიკის ყველაზე ძვირადღირებული სახლი

თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close