არქივი

მსოფლიო ბანკი

0a30d624f671

მსოფლიო ბანკი –  მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილი, ჩამოყალიბდა 1945 წლის 27 დეკემბერს. შტაბ-ბინა განლაგებულია ვაშინგტონში, აშშ. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტია რობერტ ზოელიკი.მსოფლიო ბანკი ახორციელებს სოციალურ სექტორზე, სიღარიბის დაძლევაზე, ვალის შემსუბუქებასა და ეფექტურ მმართველობაზე მიმართულ პროექტებს.

მსოფლიო ბანკი განვითარებადი ქვეყნებისათვის წარმოადგენს ტექნიკური და ფინანსური დახმარების მნიშვნელოვან წყაროს. მისი მისიაა დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევაში ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ინვესტირებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და მდგრადი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, აგრეთვე ღარიბ მოსახლეობაში ინვესტირება და მათთვის განვითარების პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
570c178101b2

მსოფლიო ბანკი შედგება ორი ძირითადი ინსტიტუტისაგან – რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და განვითარების საერთაშორისო ასოციაციისაგან (IDA). თითოეულ უწყებას გააჩნია განსხვავებული, მაგრამ არსებითი როლი გლობალური მასშტაბით სიღარიბის შემცირებაში. კერძოდ, IBRD-ის საქმიანობა ფოკუსირებულია საშუალო შემოსავლიან და კრედიტუნარიან ღარიბ ქვეყნებზე, მაშინ როცა IDA კონცენტრირებულია მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებზე. ხსენებული ინსტიტუტები მიზნების მისაღწევად განვითარებად ქვეყნებზე გასცემენ დაბალ პროცენტიან სესხებს, უპროცენტო კრედიტებსა და გრანტებს რომელიც მიმართულია განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების და სხვა მიზნებზე.

ecaf5304ad33

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს ძირითადად სთავაზობს 2 სახის სესხს: საინვესტიციო სესხებს და განვითარების პოლიტიკის მხარდამჭერ სესხებს. პირველის მიზანია ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროექტების მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხარს უჭერს ქვეყნის პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებს. ამასთან ბანკი შეისწავლის მსესხებელის საპროექტო შემოთავაზების ფინანსურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტებს, რათა დარწმუნდეს პროექტის განხორციელების შესაძლებლობაში.
baa2712d3dfc

 

აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან დღემდე მსოფლიო ბანკი გაფართოვდა და ახლა მასთან  ასოცირდება განვითარებაზე ორიენტირებული 5 ინსტიტუტისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც მსოფლიო ბანკის ჯგუფს უწოდებენ, ხოლო ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ: რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტო (MIGA) და საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (ICSID).
582dda8faf0b

IBRD-ში გაწევრიანებულია 185 ქვეყანა, IDA-ში – 168 ქვეყანა, IFC-ის წევრია 181 ქვეყანა, MIGA-ში გაწევრიანებულია 173 ქვეყანა, ხოლო ICSID-ის წევრია 143 ქვეყანა. ამასთან, IBRD-ის შეთანხმების მუხლების თანახმად იმისათვის რომ ქვეყანა გახდეს ბანკის წევრი ის ჯერ უნდა გაწევრიანდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF). ხოლო IDA-ს, IFC-ს და MIGA-ს წევრობა განპირობებულია IBRD-ის წევრობით.
38910b2e713b

წევრი ქვეყნები მსოფლიო ბანკის ჯგუფს მართავენ მმართველთა საბჭოსა და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მეშვეობით.მმართველთა საბჭო, განსაზღვრავს მსოფლიო ბანკის პოლიტიკას. მმართველები როგორც წესი წევრი ქვეყნების ფინანსთა ან განვითარების მინისტრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ერთხელ მსოფლიო ბანკის ჯგუფის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა საბჭოს შეხვედრის დროს.
aefd7a2a5410

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button