ახალი ამბებიგამოგონებასაკითხავი

სმარტფონ Nexus 6-ის კონცეფცია


სმარტფონ Nexus 6-ის კონცეფცია…

Samsung-ის მსგავსად კომპანიამ 91mobiles-მა შექმნა მოღუნული სმარტფონის – Nexus 6-ის კონცეფცია. მძლავრი და მოსახერხებელი აპარატი შესაძლებელია, რომ ვიხილოთ მიმდინარე წელს.

ინდოელი დიზაინერების აზრით სმარტფონი უნდა იყოს 5.2 დიუმიანი full-HD დისპლეით. კორპუსი შესრულებული იქნება პოლიკარბონატისგან. კონცეფციას გააჩნია 4G ქსელი.

სმარტფონს ექნება 3GHz-იანი პროცესორი და 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. ძირითადი კამერა იქნება 13 მეგაპიქსელიანი, ხოლო ფრონტალური კი 5 მეგაპიქსელიანი. Nexus 6-ს მეხსიერება იქნება მინიმუმ 32 გიგაბაიტი, ხოლო მაქსიმუმ 132 გიგაბაიტი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს არ არის ოფიციალური კონცეფცია ამიტომაც სრულიად შესაძლებელია, რომ Nexus 6-ი სრულიად განსხვავებული და სხვანაირი იყოს.

თეგები
Close
Close