ახალი ამბებივიდეოებისაკითხავი

“ოსკარი” 2014: ნომინანტები


2014 წლის 2 მარტს ჰოლივუდში, კალიფორნიის შტატის ქალაქ – ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების რიგით 86-ე დაჯილდოება გაიმართრება, კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. როგორც წესი, დაჯილდოვებაზე მონაწილეობას მიიღებს 2013 წლის საუკეთესო ფილმები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც წესი, ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიები ყველაზე ხშირად თებერვალში იმართებოდა, მაგრამ მიმდინარე წელს ამ თვეში სოჭის ოლიმპიური თამაშები გაიმართება სწორედ ამიტომ, ოსკარის 86-ე დაჯილდოვებას მარტში ვიხილავთ. 86-ე ცერემონიის მასპინძელი, ელენ დეჯენერესი იქნება, რომელსაც გრანდიოზული ცერემონიის წაყვანის პატივი მეორეჯერ ხვდა წილად. პირველად დეჯენერესი 79-ე დაჯილდოვების ცერემონიის წამყვანი გახლდათ, 2007 წელს. ყველაზე მეტი ნომინაცია ფილმებმა: “ამერიკული აფერა” და “გრავიტაცია” მიიღეს.  შეგახსენებთ, რომ ნომინანტების ვინაობა 2014 წლის 16 იანვარს გახდა ცნობილი.


გთავაზობთ პრეტენდენტთა სრულ სიას:

საუკეთესო ფილმი:

● “ამერიკული აფერა” (2013)
● “კაპიტანი ფილიპსი” (2013)
● “დალასის მყიდველთა კლუბი” (2013)
● “გრავიტაცია” (2013)
● “ის” (2013)
● “ნებრასკა” (2013)
● “ფილომენა” (2013)
● “12 წელი მონობაში” (2013)
● “უოლ სტრიტის მგელი” (2013)

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი:

● დევიდ ო. რასელი – “ამერიკული აფერა” (2013)
● ალფონსო კუარონი – “გრავიტაცია” (2013)
● ალექსანდრ პეინი – “ნებრასკა” (2013)
● სტივ მაქქუინი – “12 წელი მონობაში” (2013)
● მარტინ სკორსეზე – “უოლ სტრიტის მგელი” (2013)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:
● კრისტიან ბეილი – “ამერიკული აფერა” (2013)
● ბრიუს დერნი – “ნებრასკა” (2013)
● ლეონარდო დი კაპრიო – “უოლ სტრიტის მგელი” (2013)
● ჩივეტელ ეჯიოფორი – “12 წელი მონობაში” (2013)
● მეთიუ მაქკონაჰი – “დალასის მყიდველთა კლუბი” (2013)

საუკეთესო მსახიობი ქალი:

● ემი ადამსი – “ამერიკული აფერა” (2013)
● ქეით ბლანშეტი – “ჟასმინი” (2013)
● სანდრა ბალოკი – “გრავიტაცია” (2013)
● ჯუდი დენჩი – “ფილომენა” (2013)
● მერილ სტრიპი – “აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო” (2013)

საუკეთესო მამაკაცი, მეორეხარისხოვან როლში:

● ბარქჰად აბდი – “კაპიტანი ფილიპსი” (2013)
● ბრედლი კუპერი – “ამერიკული აფერა” (2013)
● მაიკლ ფასბენდერი – “12 წელი მონობაში” (2013)
● იონა ჰილი – “უოლ სტრიტის მგელი” (2013)
● ჯარედ ლეტო – “დალასის მყიდველთა კლუბი” (2013)

საუკეთესო ქალი მსახიობი, მეორეხარისხოვან როლში:

● სალი ჰოკინსი – “ჟასმინი” (2013)
● ჯენიფერ ლურენსი – “ამერიკული აფერა” (2013)
● ლუპიტა ლიონგო – “12 წელი მონობაში
● ჯულია რობერთსი – “აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო” (2013)
● ჯუნ სკუიბი – “ნებრასკა” (2013)

საუკეთესო ორიგინალური სცენარი:

● ერიკ უორენ სინგერი & დევიდ ო. რასელი – “ამერიკული აფერა” (2013)
● ვუდი ალენი – “ჟასმინი” (2013)
● კრეიგ ბორთენი & მელისა უოლეკი – “დალასის მყიდველთა კლუბი” (2013)
● სპაიკ ჯონსი – “ის” (2013)
● ბობ ნელსონი – “ნებრასკა” (2013)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი:

● რიჩარდ ლიკლეიტერი, ჯული დელპი და ეთან ჰოუქი – “შუაღამის წინ” (2013)
● ბილი რეი – “კაპიტანი ფილიპსი” (2013)
● სტივ კუგანი და ჯეფ პოული – “ფილომენა” (2013)
● ჯონ რიდლი – “12 წელი მონობაში” (2013)
● ტერენს უინთერი – “უოლ სტრიტის მგელი” (2013)

საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი:

● “კრუდსების ოჯახი” (2013)
● “საძულველი მე 2” (2013)
● “ერნესტი და სელესტინა: თაგვის და დათვის თავგადასავალი” (2013)
● “გაყინული” (2013)
● “ქარი ქრის” (2013)

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი:

● “გახსნილი წრე” (2012) – რუმინეთი
● “დიდებული სილამაზე” (2013) – იტალია
● “ნადირობა” (2012) – დანია
● “გამქრალი გამოსახულება” (2013) – კამობოჯა
● “ომარი” (2013) – პალესტინა

ოსკარის 86-ე დაჯილდოების ყველა ნომინაციისა და ნომინანტების ხილვა ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.

წყარო: IMDb.Com & oscar.go.com

 

loading...
თეგები

Jeremy

“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner “Eu faço música porque eu posso pegar meu violão e cantar, me satisfazer completamente, gratificação instantânea. Eu não preciso de um script, eu não as pessoas, eu não preciso de nada, câmeras, eu só tenho a mim mesmo e o meu violão ou teclado.” - Jeremy Renner

მსგავსი ამბები

Close
Close