გასართობისაკითხავისასარგებლო

ზამთრის ოლიმპიური თამაშების 10 სტადიონი

9198bb281e85
როგორც იქნა ერთ კვირაში დაიწყება სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშები და თამაშებისთვის გაკეთებულია სტადიონი სახელად “ფიშტი”. ამ პოსტში წარმოგიდგენთ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოლო ათ სპორტულ არენას. ეს ობიექტები ძირითად შემთხვევაში არ გამოიყენება, მაგრამ ისინი თავიანთ ქალაქებში ემსახურებიან მთავარ სპორტულ მოვლენას.
3c99d8f745df
სტადიონი “ფიშტი”, სოჭი, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები
სტადიონმა “ფიშტმა” თავისი სახელწოდება მიიღო ამავე სახელწოდების ბორცვის გამო, რომელიც მდებარეობს ადლერთან ძაან ახლოს. ეს მაშტაბური სტადიონი აშენდა ამერიკული არქიტექტურული კომპანიის – Populous-ის მიერ. თავიდან იგეგმებოდა, რომ სტადიონს ექნებოდა სააღდგომო კვერცხის ფორმა, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ იგი მიიღებდა ბორცვის ფორმას. სტადიონ “ფიშტ”-ზე გაიხსნება და დაიხურება ზამთრის 2014 წლის ოლიმპიადა და აქვე გადაეცემათ პრიზიორებს თავიანთი მედლები. სტადიონი გათვლილია 40 ათასი მაყურებლისთვის, ხოლო 2018 წლისთვის ტრიბუნები გაფართოვდება 47659 ადგილიამდე, რადგან ამავე სტადიონზე უნდა ჩატარდეს 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარი, მაგრამ მანამდე რისთვის გამოიყენებენ “ფიშტ”-ს უცნობია.
e912f00b3e77
სტადიონი BC Place, ვანკუვერი, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები
მრავალფუნქციური სტადიონი – BC Place-ი “ფიშტისგან” განსხვავებით აშენდა 1983 წელს, მაგრამ ოლიმპური თამაშებისთვის და სტადიონის რეკონსტრუქციისთვის კანადის მთავრობამ გამოყო 364 მილიონი ამერიკული დოლარი, რადგან სტადიონი იყო სრულიად უვარგისი და მისი გუმბათის მსგავსი სახურავი იყო ჩამონგრეული. ოლიმპიურ თამაშებს სტადიონი BC Place-ი შეხვდა სრულიად ახალი იმიჯით: სრულიად განახლდა ინფრასტრუქტურა და ადგილების რაოდენობა გაიზარდა 55 ათასამდე. დღეს BC Place-ი გამოიყენება Vancouver Whitecaps-ის და British Columbia Lions-ის სახლის არენად.
80971d554dd7
Stadio Olimpico, ტურინი, 2006 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები
ოლიმპიური სტადიონი, რომელმაც უმასპინძლა 2006 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს არის კიდევ უფრო ძველი, იგი აშენდა 1933 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელსაც მასპინძლობდა იტალია. მრავალი ათწლეულის განმავლობაში სტადიონი იყო ორი ტურინული კლუბის სახლის არენა, ესენია: იუვენტუსი და ტორინო, მაგრამ 2006 წელს ეს ორი კლუბი იძულებული გახდა, რომ თავიანთი სახლი დაეთმოთ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული სპორტსმენებისთვის. ოლიმპიური თამაშების გამო არენას ჩაუტარდა მასშტაბური რეკონსტრუქცია, მაყურებლების რაოდენობა გაიზარდა 27128 ადამიანამდე და ტრიბუნებს გაუკეთდა სახურავი. დღეს სტადიონზე თამაშობს საფეხბურთო კლუბი ტორინო, რაც შეეხება იუვენტუსს, იუვენტუსი 2011 წელს გადავიდა საკუთარ სტადიონზე.
dfa662e0bd07
Rice-Eccles Stadium, სოლტ ლეიკ სიტი, 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები
2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს ბევრი ფული არ დაუხარჯავთ ობიექტებს. ორგანიზატორებმა არენდით ითხოვეს სტადიონი იუტას უნივერსიტეტისგან, ხოლო სტადიონი აშენდა ოთხი წლით ადრე, სანამ ოლიმპიადა ჩატარდებოდა და ჩადეს სულ ცოტა ფული, რომ ოლიმპიადის სტანდარტებს შეესაბამებოდეს. სტადიონ Rice-Eccles Stadium-ის აშენების მომენტიდან მასზე გამოდის იუტას უნივერსიტეტის ათლეტიკური გუნდი სახელად Utah Utes. 2005 წლიდან 2008 წლამდე ეს არენა ემსახურებოდა საფეხბურთო კლუბ Real Salt Lake-ს.
3ab29c38fe43
ნაჰანოს ოლიმპიური სტადიონი, ნაჰანო, 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები
ამ სტადიონის მშენებლობა არანაირად არ არის დაკავშირებული 1998 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. თავიდან ეს არენა ემსახურებოდა ბეისბოლის კლუბ Shinano Grandserows-ს, მაგრამ ოლიმპიური თამაშების კომიტეტმა შესთავაზა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ეს არენა ქცეულიყო სპორტის ისტორიის ერთ-ერთ ნაწილად. “საკურას ყვავილი” დღეს მასპინძლობს ბეისბოლის ჩემპიონატს იაპონიაში, ხოლო ამ არენაზე თამაშობს Shinano Grandserows. ასევე ამ სტადიონზე ტარდება სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები, გამოფენები, ქორწილები და სხვა.
5825565e7708
Lysgardsbakken, ლილეჰამერი, 1994 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები
უფრო მოხერხებულად მოიქცნენ 1994 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები, რომელიც ჩატარდა ლილეჰამერში. ამ პატარა ქალაქის მაცხოვრებელთა რიცხვი შეადგენს დაახლოებით 20 ათას ადამიანს და სავსებით არ სჭირდება პატარა ქალაქს საერთაშორისო დონის არენა. ამიტომაც ოლიმპიადის გახსნის და დახურვის ცერემონია ჩატარდა პირდაპირ სათხილამურო ტრამპლინის წინ. ტრიბუნების და მისი მდებარეობის გამო ობიექტს შეუძლია დაიტიოს 30 ათასი მაყურებელი. გახსნამ მოხიბლა ყველა ადამიანი, ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მოქმედება იყო ცეცხლის დანთება, რომელიც მეჩირაღდნემ აანთო პირდაპირ ჰაერში ტრამპლინიდან ახტომისას მაღლა. ტრამპლინი Lysgardsbakken აქტიურად გამოიყენება მსხვილი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებისთვის. ლილეჰამერი კი არის ზამთრის სპორტული სახეობების ცენტრი, სადაც ჩამოდის ასიათასობით ადამიანი.
>f77e6fa59f32
Theatre des Ceremonies, აბერვილი, 1992 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები
პატარა ფრანგულ ქალაქ აბერვილს 1992 წელს სრულიად არ ესაჭიროებოდა საკუთარი მსოფლიო დონის სტადიონი, მაგრამ 1992 წელს ზამთრის ოლიმპიური აშენდა დროებითი ობიექტი სახელად Theatre des Ceremonies. ეს იყო პატარა კოლიზეუმი 35 ათასიანი ტრიბუნებით. როგორც კი დამთავრდა ზამთრის ოლიმპიური თამაშები, მან მაშინვე შეწყვიტა თავისი არსებობა, ის დაშალეს და წაიღეს ბარსელონაში, სადაც რამდენიმე თვის შემდეგ ჩატარდა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.
1140d34c64cf
McMahon Stadium, კალგარი, 1988 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები
მრავალფუნქციური სტადიონი McMahon Stadium-ი აშენდა ჯერ კიდევ 1960 წელს კანადური საფეხბურთო კლუბ Calgary Stampeders-ის დაკვეთით. მაშინ ადგილების რაოდენობა აჭარბებდა 22 ათას მაყურებელს. 1988 წელს როდესაც გაიხსნა 1988 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ტრიბუნები უკვე იტევდა 38 ათას მაყურებელს. 1960 წლიდან McMahon Stadium-ი არის მრავალი საფეხბურთო კლუბის საშინაო არენა.
0038ba03a51d
ოლიმპიური სტადიონი “ასიმ ფერჰატოვიჩ-ჰასე”, სარაევო, 1984 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები
კოშევოს სტადიონი(ობიექტის პირველი სახელწოდება) აშენდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე – 1947 წელს და მაშინვე იქცა იუგოსლავიის ერთ-ერთ ძირითად არენად. მასზე თამაშობდა იუგოსლავიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ტარდებოდა მსხვილი საერთაშორისო შეჯიბრებები და ასე შემდეგ. 1984 წელს ის ძლიერ იქნა რეკონსტრუქცირებული, რომ ემასპინძლა ოლიმპიური თამაშებისთვის. ოლიმპიადის შემდეგ ცოტახანში დაიწყო არეულობები, როგორც ბევრი სხვა შენობა ასევე კოშევოც ძლიერ დააზიანა ომმა. 1996 წელს მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დღეს კოშევო არის ბოსნიის მთავარი არენა, აქ თამაშობს საფეხბურთო კლუბი “სარაევო”, ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და ასევე აქ ატარებენ კონცერტებს ადგილობრივი და მსოფლიო დონის ვარსკვლავები.
53bfcf29c219
Lake Placid Equestrian Stadium, ლეიქ-ფლესიდი, 1980 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები
ლეიქ-ფლესიდი – ეს არის ალბათ ყველაზე პატარა ქალაქი, რომელიც გამხდარა ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 2600 ადამიანს. ლეიქ-ფლესიდში სულ ორჯერ ჩატარდა ზამთრის ოლიმპიური თამაშები – 1932 და 1980 წლებში. გახსნის ცერემონია არ ჩატარებულა არც სტანდარტულ სტადიონზე და არც რომელიმე ოლიმპიურ ობიექტზე. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ რაიმე ობიექტის მშენებლობას აზრი არ ქონდა და ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად აირჩიეს საცხენოსნო სპორტის არენა სახელად Lake Placid Equestrian Stadium-ი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close