არქივი

მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოები

0fd1f19169e1

პოსტში წარმოგიდგენთ მსოფლიოში საუკეთესო და გამორჩეულ საავადმყოფოებს.

მატილდას საერთაშორისო ჰოსპიტალი, ჰონკონგი
ბანკირ გრავილ შარპის ფულით აშენებულმა ამ ჰოსპიტალმა პაციენტების მიღება 1907 წელს დაიწყო. თავდაპირველად აქ ემიგრანტებს მკურნალობდნენ, სადღეისოდ კი ეს გახლავთ კლინიკა, სადაც მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩადიან პაციენტები. მატილდას ჰოსპიტლის მრავალრიცხოვანი პერსონალი წყნარი ოკეანის რეგიონში ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებს. ყოველწლიურად უდიდესი თანხები გამოიყოფა საავადმყოფოს შემდგომი განვითარებისთვის. ამ სამკურნალო დაწესებულებამ განსაკუთრებით გაითქვა სახელი მაღალკვალიფიციური ონკოლოგიური და ხელოვნური განაყოფიერების სერვისებით. საავადმყოფოსთან მუშაობს საქველმოქმედო ფონდები: ბავშვთა განვითარების ფონდი და მატილდას სახელობის საბავშვო ფონდი.
a8c2cae0611d

 პარკვეის კლინიკა, სინგაპური
პარკვეის კლინიკა უდიდესი ცენტრია, სადაც მედიცინის თითქმის ყველა მიმართულებაა თავმოყრილი. საავადმყოფოს ბაზაზე ფუნქციობს: ამბულატორიული ქირურგიის ცენტრი, თვალის დაავადებათა ცენტრი, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ცენტრი, ონკოლოგიური ცენტრი, ჰემატოლოგიისა და ღეროვანი უჯრედების ცენტრი. აქ განსაკუთრებით მაღალ დონეს მიაღწია ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მკურნალობამ. პარკვეის კლინიკაში მომუშავე ყველა ექიმს სტაჟირება ამერიკაში, ევროპასა და იაპონიაში აქვს გავლილი. დაწესებულება თანამედროვე სამკურნალო და სადიაგნოსტიკო აპარატურით არის აღჭურვილი.
42b0307d143c

 ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი, ბალტიმორი, მერილენდის შტატი
ეს გახლავთ პირველი უდიდესი ამერიკული კლინიკა, რომელმაც ფაქტობრივად აშშ-ის მთელ ჯანდაცვის ორგანიზაციას დაუდო საფუძველი. ბოლო ოცი წელია, ის ატარებს აშშ-ის ნომერ პირველი საავადმყოფოსა და მსოფლიოს ათიდან ერთი საუკეთესო კლინიკის საპატიო სტატუსს. ჰოსპიტალში განსაკუთრებით მძლავრადაა განვითარებული მედიცინის ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ბავშვთა ფსიქიატრია, კარდიოქირურგია, პედიატრია, ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ნეიროქირურგია. 2008 წელს აქ ჩატარდა ჰემისფერექტომიის უნიკალური ოპერაცია – რასმუსენის ენცეფალიტით დაავადებულ 6 წლის გოგონას თავის ტვინის ნახევარი ამოჰკვეთეს. ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადარჩა, მეტიც – მთლიანად შეინარჩუნა აზროვნების უნარი და პიროვნულობა.

ამერიკული ჰოსპიტალი, პარიზი

ეს საავადმყოფო 1906 წელს გაიხსნა საფრანგეთში მცხოვრები ამერიკელების სამკურნალოდ. ამჟამად ეს გახლავთ უდიდესი კერძო საერთაშორისო კლინიკა, რომელიც აკრედიტებულია ჟჩL (აშშ) და HAშ (საფრანგეთი) სტანდარტებით. ამერიკულ ჰოსპიტალში დღესდღეობით სხვადასხვა სპეციალობის 400 ექიმი მუშაობს, რომელთაც განათლება ევროპასა და ამერიკაში აქვთ მიღებული. ფუნქციონირებს 197-საწოლიანი სტაციონარი, დღის სტაციონარი, ამბულატორიული განყოფილება. დსთ-ს ქვეყნების საქმიანი ბომონდისთვის მეტად პოპულარულია აქ ჩატარებული ცჰეცკ-უპ დიაგნოსტიკის ერთდღიანი პროგრამები.
47efb384fc84

 უელსის პრინცის ჰოსპიტალი, სიდნეი
ეს კლინიკა დაარსდა 1852 წელს საქველმოქმედო საზოგადოების ხელშეწყობით, რომელიც უსახლკარო ბავშვებს მფარველობდა. 1915 წელს მოხდა მისი სამხედრო ჰოსპიტლად ტრანსფორმირება, ხოლო თანამედროვე სტატუსი კლინიკამ 1953 წელს მიიღო. დღესდღეობით ეს გახლავთ მსოფლიოში უმძლავრესი ონკოლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის ცენტრი. აქვე ფუნქციობს პერინატალური ცენტრიც (ორსულების, მშობიარეების და ახალშობილების დახმარება). 1984 წელს აქ წარმატებით ჩატარდა კიდურებზე თითების გადანერგვის პირველი ოპერაცია. 1994 წელს აქვე შეიქმნა ენდოსკოპიის უმსხვილესი ცენტრი აზიაში.
4c5b99c2311f

Back to top button