გართობაუცნაური

ახალი თაობის უსწრაფესი რობოტი

3aee059f945d

რობოტ-ტექნიკა დღითი დღე ვითარდება. განვითარებული ქვეყნების მეცნიერები მუშაობენ რობოტების გავითარებაზე და მათთვის ახალი ფუნქციების მინიჭებაზე. წარმოგიდგენთ რობოტს, რომელიც აქამდე შექმნილთაგან , ყველაზე სწრაფად ასრულებს სხვადასხვა ოპერაციებს.

კალიფორნიაში National Robotics Week-ის კონფერენციაზე ჩატარდა დემონსტრაცია , თუ როგორ მუშაობს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი რობოტი Adept Quattro s650. ჩვენების ნებისმიერ სტუმარს შეეძლო შეჯიბრებოდა რობოტს დისტანციური მართვის პულტით Wiimote. ოქტომბერში გამოშვებული რობოტი, Adept Quattro s650 გახდა პირველი რობოტი თავის კლასში, რომელმაც გადალახა ბარიერი ხუთი ოპერაცია წამში.
fe5cd8f5ae20

Adept Quattro s650 გამოიყენება კონვეიერებზე მფუთავად და დამლაგებლად. რეკორდულმა მწარმოებლობამ მიაღწია სტანდარტულ პერიმეტრს 25 х 300 X 25 მმ. რობოტს შეუძლია ავტომატურად გამოიცნოს პროდუქტის ზომა და შეასრულოს სხვადასხვა ოპერაციები.
4f1e638f696c
181303bdae9b

მსგავსი ამბები

Back to top button